26 დეკემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ილიაუნის ბიზნესის სკოლის ასოცირებული პროფესორი, გიორგი ბეგაძე, წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „საქართველოს ეროვნული ტურიზმის პოლიტიკა და განვითარების სტრატეგია“. მომხსენებელი ისაუბრებს ტურიზმის პოლიტიკის დინამიკაზე უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში, სახელმწიფოს მიერ ამ მიმართულებით დასახულ პრიორიტეტებსა და იმ შესაძლებლობებზე, რასაც ეს სფერო მოიცავს. საჯარო ლექცია ჩატარდება ილიაუნის საჯარო პოლიტიკის კვლევისა […]
26 დეკემბერს, ორშაბათს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში, ღონისძიებების - ილიაუნი 10 წლისაა - ფარგლებში, გაიმართება ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორებისა და დოქტორანტების სამეცნიერო პუბლიკაციების ამსახველი სამი კრებულის პრეზენტაცია: 1. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის « L’Europe et le Caucase. Les relations interrégionales et la question de l’identité » („ევროპა და კავკასია. რეგიონთაშორისი ურთიერთობები და იდენტობის […]
26 დეკემბერს, ორშაბათს, 18:00 საათზე, ილიაუნის თეატრის ფოიეში ჩატარდება ცნობილი ქართველი საოპერო მომღერლის, ანიტა რაჭველიშვილის, მასტერკლასი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ახალგაზრდა შემსრულებლები: გაგა გულიაშვილი (ილიაუნის სტუდენტი); ნინო ჯაჭვაძე (სოპრანო); ირინა შერაზადიშვილი (სოპრანო); ნუცა ზაქაიძე (მეცო-სოპრანო). საქართველოს პრეზიდენტისა და პაატა ბურჭულაძის პრემიების მფლობელი, ანიტა რაჭველიშვილი, დღეს მსოფლიოს უდიდეს საოპერო სცენებზე მღერის, რომელთა შორისაა: მილანის ლა-სკალა, ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ ოპერა, ბერლინის დოიჩე ოპერა, ბავარიის სახელმწიფო ოპერა, ნიდერლანდების კონცერტგებოუ, სიეტლის, სან-ფრანცისკოს, მიჩიგანის […]
27 დეკემბერს, სამშაბათს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში გაიმართება პასკალის პრემიის 2016 წლის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი. პასკალის პრემიის 2016 წლის ლაურეატები არიან: შალვა ბარჯაძე, გიორგი ჩალაძე, დავით ქურიძე და ლაშა სუხიშვილი. შალვა ბარჯაძე - დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოოლოგიის ინსტიტუტი სტატია 1: „ახალი დიაგნოზი PlutomurusYosii (Collembola, Tomoceridae)-ის სახეობებისათვის ორი ახალი სახეობის აღწერით […]
27 დეკემბერს, სამშაბათს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება პროექტის - „კოსმოსური მაგნიტური ველების წარმოშობა, ევოლუცია და დაკვირვებითი მინიშნებები“ (2016 წ.) - შედეგების პრეზენტაცია. პრეზენტაციას გაუძღვება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის პროფესორი, თინათინ კახნიაშვილი. მის საანგარიშო მოხსენებაში მოკლედ იქნება განხილული ზემოხსენებული პროექტის ფარგლებში მიღებული შედეგები, კერძოდ: შესწავლილ იქნა ინფლაციის დროს გენერირებული მაგნიტური ველების […]
27 დეკემბერს, სამშაბათს, 19:00 საათზე, რატი ამაღლობელის „სიტყვის სახელოსნო“ პოეზიისა და ელექტრონული მუსიკის საღამოზე გიწვევთ. პროექტი „პოეზია და რეციტაცია“ გოგი ძოძუაშვილის მუსიკისა და რატი ამაღლობელის პოეტური ტექსტების სინთეზს წარმოადგენს. დრო: 27 დეკემბერი, 19:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიაუნის თეატრი (ჭავჭავაძის გამზ. №32) დასწრება თავისუფალია.
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC), სტენფორდის უნივერსიტეტის დემოკრატიის, განვითარების და კანონის უზენაესობის ცენტრთან ერთად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით, აცხადებს მიღებას ერთობლივ პროგრამაზე - ლიდერთა განვითარების აკადემია Leadership Academy for Development - LAD. ლიდერთა განვითარების სალექციო კურსს საქართველოში უხელმძღვანელებს სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, ბ-ნი ფრენსის ფუკუიამა. პროგრამა გულისხმობს საჯარო, სამოქალაქო და ბიზნესსექტორის ორგანიზაციების მაღალი რანგის წარმომადგენელთა გადამზადებას. […]
28 დეკემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი გიწვევთ წიგნის იუბილეზე. 2016 წლის 28 დეკემბერს ასი წელი სრულდება ჯეიმზ ჯოისის პირველი რომანის - „ხელოვანის პორტრეტი ახალგაზრდობისას“ - გამოცემიდან. წიგნის შესახებ ისაუბრებენ: წიგნის მთარგმნელი, გია ბერაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პაატა ჩხეიძე და მოწვეული ლექტორები - ნოდარ გოცირიძე და დავით ტარიელაშვილი. წიგნის შესახებ […]
29 დეკემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ და ილიაუნის ლიტერატურული კლუბი გიწვევთ ზურა აბაშიძის მოთხრობების სადებიუტო კრებულის პრეზენტაციაზე. კრებულში, სახელწოდებით - „როგორ მოვკლათ ბილი ელიოტი“, უამრავ დასამახსოვრებელ, ცოცხალ პერსონაჟს შორის, შეხვდებით სახლიდან წასულ მამას; სასწაულმოქმედ ტყუპებს - იზას და აზას; დაბერებულ შუაღამის გოგოებს, რომლებიც კვლავაც ბედნიერებას ეძებენ და გამუდმებით […]