
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC), სტენფორდის უნივერსიტეტის დემოკრატიის, განვითარების და კანონის უზენაესობის ცენტრთან ერთად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით, აცხადებს მიღებას ერთობლივ პროგრამაზე – ლიდერთა განვითარების აკადემია Leadership Academy for Development – LAD.
ლიდერთა განვითარების სალექციო კურსს საქართველოში უხელმძღვანელებს სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, ბ-ნი ფრენსის ფუკუიამა. პროგრამა გულისხმობს საჯარო, სამოქალაქო და ბიზნესსექტორის ორგანიზაციების მაღალი რანგის წარმომადგენელთა გადამზადებას.
კურსის მონაწილეები შეირჩევიან საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა განვითარებადი ქვეყნიდან. პროგრამის ფარგლებში, მონაწილეებს საშუალება ექნებათ, დაეუფლონ ლიდერობის, ცვლილებების და რეფორმების იმ უმნიშვნელოვანეს უნარ-ჩვევებს, რაც საჭიროა სხვადასხვა ინსტიტუტის ეფექტურობის ასამაღლებლად, საჯარო სექტორში მნიშვნელოვანი რეფორმების დასაგეგმად/გასატარებლად და საჯარო და ბიზნესსექტორს შორის ურთიერთობების გასაძლიერებლად.
ლიდერთა განვითარების აკადემიის 5-დღიანი ინტენსიური სასწავლო კურსის მონაწილეები საჯარო, კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან მსოფლიოში აღიარებული მეცნიერ-პროფესორებისგან მიიღებენ ორგანიზაციული მართვის სხვადასხვა დონეზე ეფექტური რეფორმებისა და ცვლილებების საუკეთესო გამოცდილებას. სპეციალურად აღნიშნული კურსისთვის, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა, სტენფორდის უნივერსიტეტის დემოკრატიის, განვითარების და კანონის უზენაესობის ცენტრთან ერთად, დაამუშავა რამდენიმე სასწავლო ქეისი, რომელთა დახმარებითაც მონაწილეები, რეალურ გამოცდილებაზე დაყრდნობით, გააანალიზებენ გატარებული რეფორმებისა და გაკეთებული არჩევანის შედეგებს; განიხილავენ კონკრეტული მაგალითების ეფექტურობას და, მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, გააკეთებენ შესაბამის დასკვნებს.
ლიდერთა განვითარების აკადემია გაიმართება თბილისში 2017 წლის მარტის პირველ კვირას. ლიდერთა განვითარების აკადემიის მონაწილეთა შესარჩევი განაცხადების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2017 წლის 16 იანვარი, 18:00 საათი.
პროგრამის და განაცხადების გამოგზავნის დეტალური ინსტრუქციის შესახებ, გთხოვთ, იხილოთ განცხადების ინგლისური ვერსია და თანდართული დოკუმენტები.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ladgeorgia@eprc.ge
[wpai_display_imported_files_here]