
27 დეკემბერს, სამშაბათს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში გაიმართება პასკალის პრემიის 2016 წლის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი.
პასკალის პრემიის 2016 წლის ლაურეატები არიან: შალვა ბარჯაძე, გიორგი ჩალაძე, დავით ქურიძე და ლაშა სუხიშვილი.
შალვა ბარჯაძე – დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოოლოგიის ინსტიტუტი
გიორგი ჩალაძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა დოქტორი
დავით ქურიძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორი
ლაშა სუხიშვილი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის მკვლევარი, გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსი
პასკალის პრემიის შესახებ
ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევის პროცესში ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, გიგა ზედანიას, ინიციატივით, 2014 წელს დაწესდა პასკალის პრემია – ფულადი ჯილდო, რომლის ოდენობა 3 000 ლარია.
პრემია გადაეცემა ილას სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირებულ ახალგაზრდა მეცნიერებს მნიშვნელოვანი საერთაშორისო პუბლიკაციისთვის, რომელსაც აქვს სტატიის სახე. ჯილდო ერთ კანდიდატზე გაიცემა წელიწადში მაქსიმუმ სამ სტატიაზე. პრემიის მიმღებთა რიცხვი შეზღუდული არ არის.
პროექტის პარტნიორია „ბაზისბანკი“.
პასკალის პრემიის შესახებ დამატებით იხილეთ აქ.
2016 წლის გამარჯვებულთა შესახებ დამატებით იხილეთ აქ.
დაჯილდოების დრო: 27 დეკემბერი, 13:00 საათი
ადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
[wpai_display_imported_files_here]