19 დეკემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5), ილიაუნის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიშის ფარგლებში, სამეცნიერო-კვლევითი პროექტების პრეზენტაციებს წარადგენს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიის ინსტიტუტი. გაიმართება 3 სამეცნიერო-კვლევითი პროექტის პრეზენტაცია. მოხსენებას თემაზე „დნმ მარკერები და ახალი ცოდნა: ხვლიკიდან ადამიანამდე“ წაიკითხავს პროფესორი დავით თარხნიშვილი. ანოტაცია ეკოლოგიის ინსტიტუტში მუშაობს ერთადერთი სრულად აღჭურვილი მოლეკულურ-გენეტიკური ლაბორატორია ინტენსიურად […]
19 დეკემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის მოწვეული პროფესორი, გიორგი გახელაძე, წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „განათლებისა და მეცნიერების რეფორმები საქართველოში“. მომხსენებელი ისაუბრებს განათლების პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე, სფეროში მიმდინარე რეფორმების განვითარებაზე საქართველოში; ასევე, სახელმწიფოს როლზე განათლების პოლიტიკაში, სახელმწიფოსა და საზოგადოებრივი ძალაუფლების ბალანსზე განათლების სისტემაში. საჯარო ლექცია ჩატარდება ილიაუნის საჯარო პოლიტიკის […]
20 დეკემბერს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში, თბილისის #82 საჯარო სკოლის ორგანიზებითა და ილიაუნის განათლების სკოლის მხარდაჭერით, გაიმართება მასწავლებელთა კონფერენცია: „თანადროული განათლების სკოლა 3“. ყოველწლიური კონფერენციის მიზანია მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია და პროფესიული დიალოგის ხელშეწყობა; საზოგადოებისთვის სკოლის მუშაობის ანგარიშის წარდგენა და წარმატებული გამოცდილების გაზიარება. კონფერენცია „თანადროული განათლების სკოლა 3“ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის […]
20 დეკემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5), ილიაუნის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიშის ფარგლებში, სამეცნიერო-კვლევითი პროექტების პრეზენტაციებს წარადგენს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი. გაიმართება 2 სამეცნიერო-კვლევითი პროექტის პრეზენტაცია. მოხსენებას თემაზე „აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის: ირანელი და ფრანგი ავტორები მე-19 საუკუნის საქართველოს შესახებ“ წაიკითხავს პროფესორი გიორგი სანიკიძე. ანოტაცია პროექტის მიზანია მე-19 […]
20 დეკემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5), ილიაუნის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიშის ფარგლებში, სამეცნიერო-კვლევითი პროექტების პრეზენტაციებს წარადგენს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი. გაიმართება 1 სამეცნიერო-კვლევითი პროექტის პრეზენტაცია. მოხსენებას თემაზე „სენსორული ინტეგრაცია და აუტიზმის სპექტრის დარღვევა: პრაქტიკული გამოცდილება და მეცნიერული მტკიცებულებები“ წაიკითხავს პროფესორი თინათინ ჭინჭარაული. ანოტაცია აუტიზმის სპექტრის დარღვევის ერთ-ერთ მახასიათებელს […]
20 დეკემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ილიაუნის ბიზნესის სკოლის ასოცირებული პროფესორი, გიორგი ბეგაძე, წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „საქართველოს ეროვნული ტურიზმის პოლიტიკა და განვითარების სტრატეგია“. მომხსენებელი ისაუბრებს ტურიზმის პოლიტიკის დინამიკაზე უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში, სახელმწიფოს მიერ ამ მიმართულებით დასახულ პრიორიტეტებსა და იმ შესაძლებლობებზე, რასაც ეს სფერო მოიცავს. საჯარო ლექცია ჩატარდება ილიაუნის საჯარო პოლიტიკის კვლევისა […]
20 დეკემბერს, სამშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, შეხვედრების ციკლის - პოეზია და რეციტაცია - ფარგლებში, პოეტი რატი ამაღლობელი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „საშობაო და სააღდგომო პოეტური ტექსტების იკონოგრაფია“. მომხსენებელი განიხილავს შემდეგ საკითხებს: წმინდა ნიკოლოზი და ქრისტიანული თქმულებები; შობის მეტაფორა ანგელუს სილეზიუსთან; გალაკტიონი და ქრისტიანობა; ბორის ბასტერნაკის „საშობაო ვარსკვლავი“; იოსიფ ბროდსკის ლექსები […]
21 დეკემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5), ილიაუნის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიშის ფარგლებში, სამეცნიერო-კვლევითი პროექტების პრეზენტაციებს წარადგენს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი „ძილ-ღვიძილის შემსწავლელი თენგიზ ონიანის ლაბორატორია“. გაიმართება 2 სამეცნიერო-კვლევითი პროექტის პრეზენტაცია. მოხსენებას თემაზე „ძილ-ღვიძილის ციკლის ფაზათა ურთიერთობა და თავის ტვინის ინტეგრაციული მოქმედება“ წაიკითხავს ასოცირებული პროფესორი ნიკოლოზ ონიანი. ანოტაცია ნეირომეცნიერებების ერთ-ერთი […]
21 დეკემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5), ილიაუნის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიშის ფარგლებში, სამეცნიერო-კვლევითი პროექტების პრეზენტაციებს წარადგენს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფუნდამენტური და ინტერდისციპლინარული მათემატიკური კვლევების ინსტიტუტი. გაიმართება 1 სამეცნიერო-კვლევითი პროექტის პრეზენტაცია. მოხსენებას თემაზე „სამგვარი ფოროვნობის მქონე მასალების თერმოდრეკადობის თეორიის სასაზღვრო ამოცანები“ წაიკითხავს მერაბ სვანაძე. ანოტაცია გამოკვლეულია სამგვარი ფოროვნობის მქონე მასალების თერმოდრეკადობის […]
22 დეკემბერს, 16:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის არსებული შესაძლებლობების შესახებ. მიმდინარე კონკურსების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: 2017/18 წლის შემოდგომის სემესტრში დაგეგმილი მობილობები სტუდენტებისთვის შეკითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: საგარეო ურთიერთობების სამსახური ➳ ჩოლოყაშვილის 3/5, ოთახი E208 ☏ 995 322 220009-367 ✉ erasmusplus@iliauni.edu.ge
22 დეკემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5), ილიაუნის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიშის ფარგლებში, სამეცნიერო-კვლევითი პროექტების პრეზენტაციებს წარადგენს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის ინსტიტუტი. გაიმართება 2 სამეცნიერო-კვლევითი პროექტის პრეზენტაცია. მოხსენებას თემაზე „ქართული პოლიტიკური აზროვნების ანალიზის სათავეებთან“ წაიკითხავს მალხაზ მაცაბერიძე. ანოტაცია XX საუკუნის დამდეგს საქართველოში ერთ-ერთ საინტერესო კვლევით მიმართულებად ჩამოყალიბდა ქართული პოლიტიკური აზროვნების შესწავლა […]
22 დეკემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5), ილიაუნის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიშის ფარგლებში, სამეცნიერო-კვლევითი პროექტების პრეზენტაციებს წარადგენს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტი. გაიმართება 2 სამეცნიერო-კვლევითი პროექტის პრეზენტაცია. მოხსენებას თემაზე „სახელმწიფო დემოგრაფიული სტატისტიკისა და შეფასებით დემოგრაფიულ მაჩვენებელთა შორის განსხვავებები საქართველოში“ წაიკითხავს პროფესორი ავთანდილ სულაბერიძე. ანოტაცია საქართველო, თავისი დემოგრაფიული განვითარებით, დღეისათვის […]
22 დეკემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ მორიგ „წიგნის საათზე“ გიწვევთ. მწერალ ჯიბრან ხალილ ჯიბრანის შემოქმედების შესახებ მთარგმნელი გიორგი ლობჟანიძე ისაუბრებს. არაბული მოდერნიზმის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენლის, ჯიბრან ხალილ ჯიბრანის, რომანი „იესო - ძე კაცისა“ მსოფლიო ლიტერატურის გამორჩეული ქმნილებაა. წიგნი იესოს თანამედროვეთა მწერლის ფანტაზიით აღდგენილი მოგონებებია […]
22 დეკემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, გიორგი ქადაგიძე, წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „განათლება და კარიერის დაგეგმვა“. მომხსენებელი ისაუბრებს დასახულ პრიორიტეტებსა და იმ შესაძლებლობებზე, რასაც ეს სფერო მოიცავს. საჯარო ლექცია ჩატარდება ილიაუნის საჯარო პოლიტიკის კვლევისა და ტრენინგების ცენტრის (PPRTC) მიერ ორგანიზებული ლექციათა კურსის - „ევროპეიზაციის გავლენა საჯარო პოლიტიკის ცვლილებაზე […]
23 დეკემბერს, პარასკევს, 11:50 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში, ილიაუნის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით, გაიმართება სამეცნიერო კონფერენცია: „სისტემური ძალადობა პოსტრევოლუციური ხანის საქართველოში - გენეალოგია, ფორმები, პრაქტიკები“. კონფერენციის თემატიკა და მიზანი: 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, საქართველოში სახელმწიფო აპარატის რეორგანიზაციისა და სწრაფი რეფორმების პოლიტიკა დაიწყო. ამ პოლიტიკას, ხშირ შემთხვევაში, თან ახლდა სისტემური ძალადობა, […]
23 დეკემბერს, პარასკევს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში, ილიაუნის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით, გაიმართება სამეცნიერო კონფერენცია: „სისტემური ძალადობა პოსტრევოლუციური ხანის საქართველოში - გენეალოგია, ფორმები, პრაქტიკები“. 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, საქართველოში სახელმწიფო აპარატის რეორგანიზაციისა და სწრაფი რეფორმების პოლიტიკა დაიწყო. ამ პოლიტიკას, ხშირ შემთხვევაში, თან ახლდა სისტემური ძალადობა, რაც ხორციელდებოდა როგორც იურისპრუდენციაში […]
23 დეკემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5), ილიაუნის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიშის ფარგლებში, სამეცნიერო-კვლევითი პროექტების პრეზენტაციებს წარადგენს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფუნდამენტური და ინტერდისციპლინარული მათემატიკური კვლევების ინსტიტუტი. გაიმართება 1 სამეცნიერო-კვლევითი პროექტის პრეზენტაცია. მოხსენებას თემაზე „ჰომოლოგიების ცნების განვითარების შესახებ“ წაიკითხავს ასოცირებული პროფესორი გიორგი რაქვიაშვილი. ანოტაცია მათემატიკაში ჰომოლოგიის ცნება ქიმიისა და ბიოლოგიის შესაბამის ცნებებთან […]
23 დეკემბერს, 17:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5), ილიაუნის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიშის ფარგლებში, სამეცნიერო-კვლევითი პროექტების პრეზენტაციებს წარადგენს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოოლოგიის ინსტიტუტი. გაიმართება 1 სამეცნიერო-კვლევითი პროექტის პრეზენტაცია. მოხსენებას თემაზე „საქართველოს ბუნებრივი და აგროეკოსისტემების ცხოველთა მრავალფეროვნება, მონიტორინგი, ბიოკონტროლი “ წაიკითხავს ასოცირებული პროფესორი გიორგი ბახტაძე. ანოტაცია პროექტი მიეკუთვნება ფუნდამენტური, კონსერვაციული და გამოყენებითი კვლევების […]
23 დეკემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5), ილიაუნის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიშის ფარგლებში, სამეცნიერო-კვლევითი პროექტების პრეზენტაციებს წარადგენს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბოტანიკის ინსტიტუტი. გაიმართება 2 სამეცნიერო-კვლევითი პროექტის პრეზენტაცია. მოხსენებას თემაზე „საქართველოს მცენარეთა სამყაროს მრავალფეროვნება“ წაიკითხავს ემერიტუსი პროფესორი გიორგი ნახუცრიშვილი. ანოტაცია ილიაუნის ბოტანიკის ინსტიტუტი არის საქართველოში წამყვანი დაწესებულება მცენარეთა სამყაროს მრავალფეროვნების შესწავლის მიმართულებით. […]
23 დეკემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E405 („ფორბსის“) აუდიტორიაში ილიაუნის „ფორბსის“ კლუბის მორიგი შეხვედრა გაიმართება. საჯარო ლექციას წაიკითხავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ასოცირებული პროფესორი, გიორგი ისაკაძე. ლექციის თემაა: მედიაბიზნესი. მომხსენებლის შესახებ გიორგი ისაკაძე სულ ახლახან შემოუერთდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალკვალიფიციური პროფესორების გუნდს. ამავე დროს, იგი არის Forbes Georgias-ს მთავარი რედაქტორი და სატელევიზიო გადაცემების […]
23 დეკემბერს, პარასკევს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით, კონსტიტუციონალისტი გიორგი ნონიაშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას: „დისკრიმინაცია - ძალაუფლების იარაღი“. პოლიტიკური ელიტის ნაწილი ადამიანის უფლებების შეზღუდვაზე საუბარს პოლიტიკური კაპიტალის დასაგროვებლად იყენებს. ელექტორატის მოზიდვა ხშირად უმცირესობების ჩაგვრით და სახლში გამოკეტვის დაპირებით ხდება. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო საკანონმდებლო დონეზე შეთანხმებულია ადამიანის უფლებების თანასწორ დაცვაზე, დემოკრატიის […]