Loading Events

« All Events

  • This event has passed.

სამეცნიერო კონფერენცია: „სისტემური ძალადობა პოსტრევოლუციური ხანის საქართველოში – გენეალოგია, ფორმები, პრაქტიკები“

დეკემბერი 23, 2016 / 12:00

23 დეკემბერს, პარასკევს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში, ილიაუნის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით, გაიმართება სამეცნიერო კონფერენცია: „სისტემური ძალადობა პოსტრევოლუციური ხანის საქართველოში – გენეალოგია, ფორმები, პრაქტიკები“.

2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, საქართველოში სახელმწიფო აპარატის რეორგანიზაციისა და სწრაფი რეფორმების პოლიტიკა დაიწყო. ამ პოლიტიკას, ხშირ შემთხვევაში, თან ახლდა სისტემური ძალადობა, რაც ხორციელდებოდა როგორც იურისპრუდენციაში (პოლიცია, უშიშროება, სასამართლო, სასჯელაღსრულება), ასევე სოციალურ, საგანმანათლებლო, მედიის სფეროებში.

აღსანიშნავია ნეოლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკაც, რომელმაც სოციალური და პოლიტიკური დაძაბულობის ახალი კერები წარმოქმნა და, ერთი მხრივ, მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი სისტემურ ძალადობას, მეორე მხრივ კი, თავად იქცა ამ ძალადობის ნაწილად.

კონფერენციის მიზანია 2003 წლიდან საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური, აგრეთვე კულტურული პროცესების ანალიზი სისტემური ძალადობის პრიზმიდან, მისი განხილვა ბიოპოლიტიკისა და ძალაუფლების ანალიტიკის სხვა თანამედროვე თეორიების ფონზე.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები და მოწვეული მკვლევრები: გიორგი ღვინჯილია, კოტე ერისთავი, გიორგი მაისურაძე, მაია ბარქაია, შოთა ხინჩაგაშვილი, თამთა მიქელაძე და ვახუშტი მენაბდე.

დრო: 23 დეკემბერი, 12:00 საათი

ადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. #32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
დეკემბერი 23, 2016
Time:
12:00
Event Category:
Event Tags: