Loading Events

« All Events

  • This event has passed.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიში – ფუნდამენტური და ინტერდისციპლინარული მათემატიკური კვლევების ინსტიტუტი

დეკემბერი 21, 2016 / 18:00

21 დეკემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5), ილიაუნის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიშის ფარგლებში, სამეცნიერო-კვლევითი პროექტების პრეზენტაციებს წარადგენს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფუნდამენტური და ინტერდისციპლინარული მათემატიკური კვლევების  ინსტიტუტი.

გაიმართება 1 სამეცნიერო-კვლევითი პროექტის პრეზენტაცია.

  • მოხსენებას თემაზე სამგვარი ფოროვნობის მქონე მასალების თერმოდრეკადობის თეორიის სასაზღვრო ამოცანები წაიკითხავს მერაბ სვანაძე.

ანოტაცია

გამოკვლეულია სამგვარი ფოროვნობის მქონე მასალების თერმოდრეკადობის წრფივი თეორიის მდგრადი რხევის სასაზღვრო ამოცანები. პოტენციალთა მეთოდისა და სინგულარულ ინტეგრალურ განტოლებათა თეორიის გამოყენებით დამტკიცებულია აღნიშნული ამოცანების კლასიკური ამონახსნების არსებობისა და ერთადერთობის თეორემები.

დრო: 21 დეკემბერი, 18:00 საათი
ადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
დეკემბერი 21, 2016
Time:
18:00
Event Category:
Event Tags: