8 და 18 დეკემბერს, 20:00 საათზე ილიაუნის თეატრი მიმდინარე სეზონზე მესამე პრემიერას ითამაშებს. გიორგი ერისთავის ორი პიესა - „ძუნწი“ და „უჩინმაჩინის ქუდი“ - რეჟისორმა მაია ჩართოლანმა გააერთიანა. სპექტაკლის პერსონაჟები ერთი პიესიდან მეორეში ინაცვლებენ, აერთიანებენ სიუჟეტს და გიორგი ერისთავის ორ ძალიან ცნობილ ვოდევილს ერთ ამბად ჰყვებიან. „ძუნწი და უჩინმაჩინის ქუდი“ რეჟისორისთვის რიგით მეხუთე ნამუშევარია. ძველი თბილისის […]
5 დეკემბერს, ორშაბათს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საკალათბურთო ნაკრები საქართველოს სტუდენტური ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩს მართავს. წინა 2 მატჩში დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვების შემდეგ, ილიაუნელი კალათბურთელები კავკასიის უნივერსიტეტის გუნდს დაუპირისპირდებიან. დრო: 5 დეკემბერი, 10:00 საათი ადგილმდებარეობა: საქართველოს კალათბურთის აკადემია (სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს შენობა. ჭავჭავაძის N49ა)
5 დეკემბერს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში, ილიაუნის ბიზნესის სკოლის ინიციატივით, სტუდენტებთან საჯარო შეხვედრა გაიმართება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ადამიანური და ინსტიტუციური განვითარების პროექტის (HICD 2020) ფარგლებში. აუდიტორიას წამყვანი ბიზნესკონსულტანტები გაუზიარებენ ორგანიზაციული ანალიზისა და განვითარების HICD მეთოდს. პროექტი USAID/HICD 2020 ხელს უწყობს ახალგაზრდა პროფესიონალების განვითარებას და დაინტერესებულ სტუდენტებს სხვადასხვა პროექტში ჩართვის […]
ველოსიპედის, როგორც ტრანსპორტის ერთ-ერთი სახეობის, პოპულარიზაციის მიზნით, ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ და „თბილისის ველომოყვარულთა კლუბი“, თბილისის მერიის მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს სახელწოდებით: „ველო მარგია, ველო კარგია!“ პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს ქალაქ თბილისში ველოსიპედის პოპულარიზაციას, შეიქმნას უსაფრთხო ინფრასტრუქტურა და სტიმული მიეცეთ ველომომხმარებლებს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში. აღნიშნული პროექტის ფარგლებში 5 დეკემბერს, 15:00 საათზე, E207 აუდიტორიაში გაიმართება საინფორმაციო […]
5 დეკემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში, ილიაუნის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის მოწვევით, ბერლინის (გერმანია) ლიტერატურისა და კულტურის კვლევების ცენტრის მკვლევარი, გალ ჰერცი, წაიკითხავს საჯარო ლექციას: ომის დადგმის კრიტიკა: კარლ კრაუსი და პირველი მსოფლიო ომი. ლექციის შესახებ რა ხდება მაშინ, როცა ფაქტები და სიმართლე აღარ არის მნიშვნელოვანი პოლიტიკოსებისთვის, რომლებიც, მათ გაუთვალისწინებლად, […]
6 დეკემბერს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში, ილიაუნის ბიზნესის სკოლის ინიციატივით, „საქართველოს ბანკი“ მოაწყობს ღია კარის დღეს ილიაუნის სტუდენტებისთვის. ბანკის წარმომადგენლები დაინტერესებულ სტუდენტებს ჩაუტარებენ პრეზენტაციას პოზიციის და ბანკში არსებული განვითარების შესაძლებლობების შესახებ. იქვე მოეწყობა პირველადი ჯგუფური გასაუბრება, რომლის საფუძველზეც შერჩეულ სტუდენტებს მიიწვევენ ბანკში ინდივიდუალურ გასაუბრებაზე. დრო: 6 დეკემბერი, 12:00 საათი ადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია […]
6 დეკემბერს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E209 აუდიტორიაში, ილიაუნის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის მოწვევით, ბერლინის (გერმანია) ლიტერატურისა და კულტურის კვლევების ცენტრის მკვლევარი, გალ ჰერცი, ჩაატარებს სემინარს: Pro Patria Mori - პოეტები ომში, ვალტერ ფლექსი და ვილფრედ ოუენი. სემინარის შესახებ I მსოფლიო ომმა არაერთი ლიტერატურული ნაშრომი შექმნა, მათ შორის მეომარი-მწერლების ავტორობით. გერმანელი ვალტერ ფლექსი […]
6 დეკემბერს, სამშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E235 აუდიტორიაში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის „ჯანდაცვისა და დაზღვევის ცენტრის“ ორგანიზებით, საჯარო ლექციას წაიკითხავს მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი, ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ხარისხის მართვის დეპარტამენტის უფროსი, თენგიზ ვერულავა. საჯარო ლექციის თემაა: „საავადმყოფოს გლობალური ბიუჯეტით დაფინანსება - მსოფლიო გამოცდილება და საქართველო“. მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ხარჯების […]
6 დეკემბერს, სამშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, შეხვედრების ციკლის - პოეზია და რეციტაცია - ფარგლებში, პოეტი რატი ამაღლობელი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „ვერცხლის საუკუნის“ ქალი პოეტები: ანნა ახმატოვა და მარინა ცვეტაევა. მომხსენებელი განიხილავს შემდეგ საკითხებს: ახმატოვა და „ცისფერყანწელები“; ანნა ახმატოვა და ელენე დარიანი; მარინა ცვეტაევასა და ანნა ახმატოვას პოეტური და ბიოგრაფიული […]
7 დეკემბერს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის C317 აუდიტორიაში, ილიაუნის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის მოწვევით, ბერლინის (გერმანია) ლიტერატურისა და კულტურის კვლევების ცენტრის მკვლევარი, გალ ჰერცი, ჩაატარებს სემინარს: ძალადობის ხმა - ჟან ამერი გონების ლიმიტებთან. სემინარის შესახებ ჟან ამერი საკუთარ წიგნში - „გონების ლიმიტებთან“ - აღწერს ჯერ ანტვერპენში, შემდგომ კი - აუშვიცში გესტაპოს პატიმრად ყოფნის […]
7 დეკემბერს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის I 204 აუდიტორიაში, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ყოველკვირეული სამსახურეობრივი სემინარის ფარგლებში, ილიაუნის ასოცირებული პროფესორი, ავთანდილ ოქროცვარიძე, წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: მანტიური პლიუმები და სამცხე-ჯავახეთის ვულკანური პროვინცია. დრო: 7 დეკემბერი, 14:00 საათი ადგილმდებარეობა: I 204 აუდიტორია (ნუცუბიძის ქ. N77), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დასწრება თავისუფალია.
7 დეკემბერს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ჩატარდება საჯარო ლექცია-სემინარი თემაზე: „თურქეთი და მისი როლი რეგიონულ ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში - ბოლოდროინდელი მოვლენები და პერსპექტივები“. ლექციას წაიკითხავს ცნობილი საერთაშორისო ექსპერტი ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ რობერტსი (John Roberts). მომხსენებლის შესახებ სრული ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://www.linkedin.com/in/john-roberts-a6aa4445) ლექციის ენა: ინგლისური დრო: 7 დეკემბერი, 14:00 საათი ადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია […]
8 დეკემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში, ილიაუნის ბიზნესის სკოლის პროფესორი, ზურაბ ჭიაბერაშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „ჯანდაცვის პოლიტიკის შემუშავება და მართვა“. ლექციის მიმდინარეობისას მომხსენებელი ისაუბრებს ევროპეიზაციის გავლენაზე საქართველოში ჯანდაცვის პოლიტიკის შემუშავების პროცესზე. საჯარო ლექცია ჩატარდება ილიაუნის საჯარო პოლიტიკის კვლევისა და ტრენინგების ცენტრის (PPRTC) მიერ ორგანიზებული ლექციათა კურსის - „ევროპეიზაციის გავლენა საჯარო პოლიტიკის […]
8 დეკემბერს, 19:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ გიწვევთ თაკო ფოლადაშვილის წიგნის პრეზენტაციაზე. რომანი - სახელწოდებით, „სიკვდილის ახსნა“ - ავტორის სადებიუტო წიგნია, რომელშიც მკაფიოდ იგრძნობა მისი ხელწერა, რაც უცხო არ უნდა იყოს მათთვის, ვინც დებიუტანტი მწერლის მცირე მოთხრობებს იცნობს. თაკო ფოლადაშვილი ამჯერადაც ჟანრული ლიტერატურის ავტორად გვევლინება […]
9 დეკემბერს, პარასკევს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ „National Geographic საქართველოს“ მთავარი რედაქტორი, ლევან ბუთხუზი, და კომპანია „ჯეოსელის“ მარკეტინგის მენეჯერი, ნიკა გვენცაძე, წარადგენენ „National Geographic საქართველოსა“ „ჯეოსელის“ ერთობლივ კონკურსს „მოვლა“. პროექტის შესახებ კონკურსი ტარდება პროექტის ფარგლებში, რომელიც რამდენიმე თვის წინ დაიწყო „ჯეოსელის“ ინიციატივით. პროექტის მიზანია ქვეყნის მასშტაბით დანაგვიანებული ადგილების დაფიქსირება და დასუფთავება. […]
9-23 დეკემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დაინტერესებულ საზოგადოებას მიმდინარე სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს. სამეცნიერო-კვლევითი პროექტების პრეზენტაციების სერია 9 დეკემბერს, 18:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5) გაიხსნება და 2 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. ღონისძიებას გახსნის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიგა ზედანია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, პროფესორი დავით აფრასიძე კი, 2016 წლის სამეცნიერო-კვლევით […]
9 დეკემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 405 („ფორბსის“) აუდიტორიაში ილიაუნის „ფორბსის“ კლუბის მორიგი შეხვედრა გაიმართება. საჯარო ლექციას წაიკითხავს ბიზნესმენი, დისტრიბუტორთა ასოციაციის დამფუძნებელი, ივა ჭყონია. ლექციის თემაა: ასოციაციის როლი ბიზნესის წარმოების პროცესში. მომხსენებლის შესახებ ივა ჭყონია 1994-1995 წლებში სწავლობდა ზაარბრიუკენის (გერმანია) უცხო ენათა საერთაშორისო ინსტიტუტში, 2002 წელს კი დაამთავრა ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტი ეკონომისტის სპეციალობით. […]
9 დეკემბერს, პარასკევს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით, მწერალი და მთარგმნელი ანა კორძაია-სამადაშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას: „აუცილებლად წასაკითხი წიგნები“. საჯარო ლექციის თემებია: რას ნიშნავს „ლიტერატურული გემოვნება“; როგორ ყალიბდება და იქმნება "აუცილებლად წასაკითხი წიგნები"; რა გავლენას ახდენს სოციუმი და სტერეოტიპები მკითხველზე; შეიძლება თუ არა მართლაც არსებობდეს „აუცილებლად“ წასაკითხი ლიტერატურა. […]
9 დეკემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E115 აუდიტორიაში, ილიაუნის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის მოწვევით, ბერლინის (გერმანია) ლიტერატურისა და კულტურის კვლევების ცენტრის მკვლევარი, გალ ჰერცი, ჩაატარებს სემინარს (თეატრალური დადგმითურთ): ენა და ძალადობა ჰანოხ ლევინის „მკვლელობაში“ სემინარის შესახებ ისრაელის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი დრამატურგისა და თეატრალური რეჟისორის, ჰანოხ ლევინის (1943-1999), შემოქმედება ეხება როგორც პოლიტიკურ, ისე ეგზისტენციალურ […]
10 დეკემბერს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ USAID-ის პროექტი - „მმართველობა განვითარებისათვის (G4G) - და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გიწვევთ საჯარო ლექციაზე ეკონომიკური ჟურნალისტიკის შესახებ. ლექციას წაიკითხავს ამერიკელი ჟურნალისტი რაიან ჩილკოტე. მომხსენებლის შესახებ რაიან ჩილკოტე მრავალგზის დაჯილდოებული ეკონომიკური რეპორტიორია. მისი პროფესიული საქმიანობა, ძირითადად, მოიცავს ეკონომიკის, ტექნოლოგიებისა და ენერგეტიკის სფეროებს. CNN-ის და ბლუმბერგის ტელევიზიებში მუშაობისას […]