
9 დეკემბერს, პარასკევს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით, მწერალი და მთარგმნელი ანა კორძაია-სამადაშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას: „აუცილებლად წასაკითხი წიგნები“.
საჯარო ლექციის თემებია: რას ნიშნავს „ლიტერატურული გემოვნება“; როგორ ყალიბდება და იქმნება “აუცილებლად წასაკითხი წიგნები”; რა გავლენას ახდენს სოციუმი და სტერეოტიპები მკითხველზე; შეიძლება თუ არა მართლაც არსებობდეს „აუცილებლად“ წასაკითხი ლიტერატურა.
დრო: 9 დეკემბერი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]