29 ნოემბერს, 16:45-დან 19:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება კავკასიის მთიანი რეგიონის პირველი ფორუმი (კავკასიის მთიანი ფორუმი): მეცნიერება და პრაქტიკა მდგრადი განვითარებისათვის. ფორუმი, რომელსაც 28 ნოემბრიდან 1-ლი დეკემბრის ერთდროულად ორი უნივერსიტეტი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი - უმასპინძლებს, გაიმართება კავკასიის მთიანი რეგიონის სამეცნიერო ქსელის (SNC-mt) ეგიდით, შვეიცარიის ეროვნული სამეცნიერო ფონდის, […]
28 ნოემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცეპრეზიდენტი, ბათუ ქუთელია, წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „ევროპეიზაციის გავლენა საქართველოს თავდაცვის პოლიტიკაზე“. საჯარო ლექცია ჩატარდება ილიაუნის საჯარო პოლიტიკის კვლევისა და ტრენინგების ცენტრის (PPRTC) მიერ ორგანიზებული ლექციათა კურსის - „ევროპეიზაციის გავლენა საჯაროპოლიტიკის ცვლილებაზე საქართველოში“ - ფარგლებში. კურსის მიმდინარეობისას მსმენელები გაიღრმავებენ ცოდნას იმის შესახებ, თუ […]
5-9 დეკემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის მოწვევით, ბერლინის (გერმანია) ლიტერატურისა და კულტურის კვლევების ცენტრის მკვლევარი, გალ ჰერცი, ჩაატარებს ლექცია-სემინარების ციკლს: „ენა და ძალადობა“. ლექცია-სემინარების განრიგი საჯარო ლექცია: ომის დადგმის კრიტიკა - კარლ კრაუსი და პირველი მსოფლიო ომი დრო: 5 დეკემბერი, 19:00 საათი ადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. #32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სემინარი […]
29 ნოემბერს, სამშაბათს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ შეხვედრაზე ილიაუნის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორთან, ბიძინა კაპანაძესთან. ლექციის თემა: აქტიური გალაქტიკა „მარქარიან 421“-ის უპრეცედენტო ანთებები ლაცერტიდები ქმნიან აქტიური გალაქტიკების ექსტრემალურ კლასს, რომლებშიც, დაკვირვების შედეგად, იკვეთება სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე მაღალენერგიული და არასტაციონარული პროცესები. გასული 40 წლის განმავლობაში წარმოებული ინტენსიური კვლევების […]
29 ნოემბერს, სამშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში "ლიგამუსი" პოეტი რატი ამაღლობელი განაახლებს შეხვედრების ციკლს: პოეზია და რეციტაცია. პირველი შეხვედრის თემაა: I მსოფლიო ომი და პოეტები. მომხსენებელი განიხილავს შემდეგ საკითხებს: 1917 წლის თებერვლისა და ოქტომბრის რევოლუციები და რუსეთში „ვერცხლის საუკუნის“ დასასრული; სტალინი და მანდელშტამი; ბერია და ქართველი ხელოვანები. დრო: 29 ნოემბერი, 19:00 საათი ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი […]
30 ნოემბერს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის I 204 აუდიტორიაში მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის გამოყენებითი გეოფიზიკის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი დიმიტრი აქუბარდია წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: სეისმური პროფილირება არეკლილი ტალღების გამოყენებით. ლექცია ჩატარდება დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ყოველკვირეული სამსახურებრივი სემინარების ფარგლებში. სემინარებზე, რომლებიც გაიმართება ყოველ ოთხშაბათს, 14:00 საათზე, […]
30 ნოემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში სტიპენდიების მოპოვების შესაძლებლობების შესახებ. შეხვედრას გაუძღვება საერთაშორისო განათლების ცენტრის წარმომადგენელი, ნათია ნანავა. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე. დრო: 30 ნოემბერი, 17:00 საათი ადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. #32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დასწრება თავისუფალია.
1-ლ დეკემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და გამომცემლობა „არეტე“ გიწვევთ ე.ლ. დოქტოროუს წიგნის პრეზენტაციაზე. რომანი, სახელწოდებით - „რეგტაიმი“, ქართულად პირველად ითარგმნა. წიგნს მთარგმნელი, თამარ სუხიშვილი წარადგენს. რომანის შესახებ „რეგტაიმი“ ბრწყინვალე მაგალითია, თუ როგორ უნდა იწერებოდეს ისტორიული ბელეტრისტიკა, როცა უამრავი რეალური და გამოგონებული მოვლენა და პერსონაჟი, როგორც სხვადასხვა ფერის […]
1-ლ დეკემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანი, ირაკლი ფორჩხიძე, წაიკითხავს საჯარო ლექციას: „ცვალებადი გეოპოლიტიკური რეალობა: ტენდენციები და გამოწვევები“. მომხსენებელი ისაუბრებს ახალი გლობალური გარემოს განვითარების ფონზე უსაფრთხოებისა და პოლიტიკის მიმართულებით შესაძლო გამოწვევებზე; ასევე, განიხილავს შემდეგ საკითხებს: ნაციონალიზმის ახალი ტალღა, ბრექსიტი, რუსეთის მზარდი ამბიციები რეგიონში, ისლამური სახელმწიფო, ჰიბრიდული ომები და საფრთხის ქვეშ მყოფი ტრანსატლანტიკური […]
2 დეკემბერს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ილიაუნის დიმიტრი უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტი გამართავს დიმიტრი უზნაძის დაბადებიდან 130 წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციას. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოში მომუშავე მრავალი მკვლევარი და პრაქტიკოსი ფსიქოლოგი. კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები შეეხება განწყობის თეორიას, პიროვნების, სოციალურ, განათლებისა და კლინიკურ ფსიქოლოგიას. მოხსენებებთან ერთად მოეწყობა პოსტერების სესიაც. კონფერენცია გაიხსნება 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 […]
18 დეკემბერს, 8:30-დან 23:00 საათამდე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით ატარებს „კრეათონს“, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები 12 საათის განმავლობაში ერთმანეთს შეეჯიბრებიან საუკეთესო კონცეფციის შექმნაში. მიმართულებები და თემატიკა: კრეათონი მოიცავს სამ მიმართულებას: ლოგოს დიზაინი (გრაფიკულად აწყობილი); ვებგვერდის კონცეფცია (ვიზუალური დიზაინი); მოკლემეტრაჟიანი ვიდეოს იდეა/კონცეფცია. თემა გამოცხადდება უშუალოდ კრეათონის […]
2 დეკემბერს, პარასკევს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გერმანული ენის საზოგადოების (Gesellschaft für deutsche Sprache) ადგილობრივი განყოფილება გიწვევთ პროფესორ ნუნუ კაპანაძის საჯარო მოხსენებაზე: Fachübersetzen – ein Streitapfel zwischen Fachleuten und Fachübersetzern? Der Fall Georgien. საჯარო ლექცია ეხება დარგობრივი კომუნიკაციის ერთ-ერთი სფეროს, დარგობრივი თარგმანის პრობლემატიკას. იგი გლობალიზაციის პროცესების უმნიშვნელოვანეს თანმდევ ფაქტორს წამოადგენს, რადგან […]
2 დეკემბერს, პარასკევს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრი, თეოლოგი რუსუდან გოცირიძე, წაიკითხავს საჯარო ლექციას: „კეისრისა კეისარს, ღმერთისა ღმერთს“. საჯარო ლექციის თემებია: სად არ უნდა გადაიკვეთოს და რა ურთიერთპასუხისმგებლობა არსებობს რელიგიასა და სახელმწიფოს შორის? როგორია თანამედროვე სამყაროში სეკულარიზმისადა დესეკულარიზმის ტენდენციები? სად გადის ის უხილავი ზღვარი, რომელიც კეისრისას კეისართან […]