Loading Events

« All Events

  • This event has passed.

ირაკლი ფორჩხიძის საჯარო ლექცია: ცვალებადი გეოპოლიტიკური რეალობა: ტენდენციები და გამოწვევები

დეკემბერი 1, 2016 / 19:00

1-ლ დეკემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანი, ირაკლი ფორჩხიძე, წაიკითხავს საჯარო ლექციას: „ცვალებადი გეოპოლიტიკური რეალობა: ტენდენციები და გამოწვევები“.

მომხსენებელი ისაუბრებს ახალი გლობალური გარემოს განვითარების ფონზე უსაფრთხოებისა და პოლიტიკის მიმართულებით შესაძლო გამოწვევებზე; ასევე, განიხილავს შემდეგ საკითხებს: ნაციონალიზმის ახალი ტალღა, ბრექსიტი, რუსეთის მზარდი ამბიციები რეგიონში, ისლამური სახელმწიფო, ჰიბრიდული ომები და საფრთხის ქვეშ მყოფი ტრანსატლანტიკური კონსენსუსი.

საჯარო ლექცია ჩატარდება ილიაუნის საჯარო პოლიტიკის კვლევისა და ტრენინგების ცენტრის (PPRTC) მიერ ორგანიზებული ლექციათა კურსის – „ევროპეიზაციის გავლენა საჯარო პოლიტიკის ცვლილებაზე საქართველოში“ – ფარგლებში. კურსის მიმდინარეობისას მსმენელები გაიღრმავებენ ცოდნას, თუ რა გავლენა მოახდინა ევროპეიზაციის პროცესმა საჯარო პოლიტიკის სხვადასხვა მიმართულებაზე საქართველოში: მაკროეკონომიკაზე, ჯანდაცვაზე, განათლებაზე, სამართალზე, თავდაცვასა და საგარეო პოლიტიკაზე.

ლექციის დასასრულს გაიმართება დისკუსია.

დრო: 1-ლი დეკემბერი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (. წერეთლის ქ. #1), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
დეკემბერი 1, 2016
Time:
19:00
Event Category:
Event Tags: