
30 ნოემბერს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის I 204 აუდიტორიაში მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის გამოყენებითი გეოფიზიკის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი დიმიტრი აქუბარდია წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: სეისმური პროფილირება არეკლილი ტალღების გამოყენებით.
ლექცია ჩატარდება დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ყოველკვირეული სამსახურებრივი სემინარების ფარგლებში. სემინარებზე, რომლებიც გაიმართება ყოველ ოთხშაბათს, 14:00 საათზე, განიხილება დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებებში არსებული აქტუალური საკითხები.
ლექციის დრო: 30 ნოემბერი, 14:00 საათი
ადგილმდებარეობა: I 204 აუდიტორია (ნუცუბიძის ქ. №77), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]