Loading Events

« All Events

  • This event has passed.

„ძუნწი და უჩინმაჩინის ქუდი“ – პრემიერა ილიაუნის თეატრში

დეკემბერი 5, 2016 / 09:40

8 და 18 დეკემბერს, 20:00 საათზე ილიაუნის თეატრი მიმდინარე სეზონზე მესამე პრემიერას ითამაშებს.

გიორგი ერისთავის ორი პიესა – „ძუნწი“ და „უჩინმაჩინის ქუდი“ – რეჟისორმა მაია ჩართოლანმა გააერთიანა. სპექტაკლის პერსონაჟები ერთი პიესიდან მეორეში ინაცვლებენ, აერთიანებენ სიუჟეტს და გიორგი ერისთავის ორ ძალიან ცნობილ ვოდევილს ერთ ამბად ჰყვებიან.

„ძუნწი და უჩინმაჩინის ქუდი“ რეჟისორისთვის რიგით მეხუთე ნამუშევარია. ძველი თბილისის მოტივებს სპექტაკლში სოფო ქორიძის მხატვრობა, ნინო ჯანჯღავას მიერ შექმნილი მუსიკა და ცისია ჩოლოყაშვილის ქორეოგრაფია ქმნის. სპექტაკლში ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრისა და ილიაუნის თეატრის მსახიობები მონაწილეობენ.

დრო: 8, 18 დეკემბერი, 20:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიაუნის თეატრი (ჭავჭავაძის გამზ. #32)

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
დეკემბერი 5, 2016
Time:
09:40
Event Category:
Event Tags: