7 ივლისს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში, CSR კვირეულის ფარგლებში, გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე: „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის თანამედროვე პრაქტიკა საქართველოში“. ლექციაზე განხილული იქნება კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის არსებული ქართული პრაქტიკა; გაიმართება დისკუსია აღნიშნული მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და პერსპექტივებზე ჩვენს ქვეყანაში და განიხილება საქართველოს ადგილი საერთაშორისო პრაქტიკის და გლობალურ CSR რუკაზე. ლექციას გაუძღვებიან და […]
8 ივლისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში ჩატარდება შუა საუკუნეების კვლევების მიმართულების მაგისტრანტთა სამეცნიერო კონფერენცია: „სახელმწიფო და საზოგადოება შუა საუკუნეებში“. კონფერენციის დღის წესრიგი: ირაკლი ფერაძე (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) – „პოლიტიკური ქორწინება გვიანშუასაუკუნეების საქართველოში“ გიორგი ჩუბინიძე (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) – „ხატმბრძოლობა და ხატთაყვანისცემა შუა საუკუნეების ქართულ წყაროებში“ კონსტანტინე ბარამია (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) – „შიომღვიმის […]
10 ივლისს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში, ილიაუნის ხალხური სიმღერის სტუდენტური გუნდი გამართავს მორიგ საანგარიშო კონცერტს, რომელსაც ტრადიციული სახე აქვს და ყოველი სემესტრის ბოლოს რეგულარულად იმართება. 10 ივლისის საანგარიშო კონცერტი რიგით მეცხრეა. დრო: 10 ივლისი, 18:00 საათი ადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დასწრება თავისუფალია.