27 ივნისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, ილიაუნის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ხელშეწყობით, გაიმართება საჯარო ლექცია და დისკუსია ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების პრობლემებისა და სოციალური ადვოკატირების შესახებ. ლექციას გაუძღვება World Vision საქართველოს ბავშვთა დაცვის სერვისებისა და ადვოკატირების მენეჯერი, მაია მგელიაშვილი. დრო: 27 ივნისი, 17:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ […]
2016 წლის 28 ივნისს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, ილიაუნის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი გიწვევთ ტრადიციულ, თვის ბოლო სამშაბათის საჯარო ლექციაზე. ლექციის თემაა: ქცევის გამოყენებითი ანალიზი ყოველდღიურ ცხოვრებაში. განიხილება მაგალითები ყოველდღიური ცხოვრებიდან, იქნება ეს აუტიზმის სპექტრის დარღვევისას თერაპიული პროცესი თუ ფეხბურთის თამაში, ქცევის გამოყენებითი ანალიზის ჭრილში. ლექციას გაუძღვებიან: თინათინ ჭინჭარაული - ილიას სახელმწიფო […]
29 ივნისს, ოთხშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრის ფოიეში შედგება ჯაზის მიმართულების სტუდენტების საანგარიშო კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ილიაუნის ჯაზ-ვოკალისა და ჯაზ-საკრავების მოდულების სტუდენტები. დრო: 29 ივნისი, 19:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიაუნის თეატრის ფოიე (ჭავჭავაძის გამზ. #32) დასწრება თავისუფალია.
29 ივნისს, ოთხშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, შეხვედრების ციკლის - პოეზია და რეციტაცია - ფარგლებში, პოეტი რატი ამაღლობელი წაიკითხავს საჯარო ლექციას: „მყინვარწვერი ილია ჭავჭავაძის შემოქმედებაში“. მომხსენებელი განიხილავს შემდეგ თემებს: მყინვარის სამი ასპექტი და ილიას მიმართება მასთან: პიროვნულ-ინდივიდუალური („მგზავრის წერილები“), საზოგადოებრივ-ეროვნულ-სახელმწიფოებრივი („აჩრდილი“), მეტაფიზიკური („განდეგილი“); მყინვარწვერი გალაკტიონ ტაბიძესთან, კნუტ ჰამსუნთან, ადნრეი ბელისთან. დრო: […]
30 ივნისს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის F კორპუსის ეზოში გაიმართება სტუდენტური შეჯიბრი Red Bull Gravity Challenge. მონაწილე გუნდები შეეცდებიან, დაამარცხონ ნიუტონის კანონი და 12 მეტრისსიმაღლიდან კვერცხი ისე გადმოაგდონ, რომ მიწაზე უვნებლად დაეშვას. გუნდების რეგისტრაცია: http://win.gs/gravity16 შეჯიბრის მიზანია ნიჭიერი და კრეატიული სტუდენტების აღმოჩენა, რომლებიც თავიანთ ორიგინალურობას და გამომგონებლობას კვერცხის საფრენი კონსტრუქციების შექმნით გამოავლენენ. პროექტში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტებს […]
30 ივნისს, ხუთშაბათს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B 202 აუდიტორიაში, გაიმართება ღია სემინარი: „თანამედროვე ენერგეტიკული გამოწვევები და ბიოსაწვავის განვითარება საქართველოში - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივა“. სემინარი ჩატარდება ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტის - „ბიოსაწვავის განვითარება საქართველოში - პროექტი ეკობუსი“ - ფარგლებში. სემინარზე განხილული იქნება საქართველოს და რეგიონის აქტუალური ენერგეტიკული და ეკოლოგიური პრობლემების […]
30 ივნისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი გიწვევთ ნინო ლორთქიფანიძის (საქართველოს ეროვნული მუზეუმი) საჯარო ლექციაზე: „სამკაული, რელიგია, სახელმწიფო“. ძველი ქვის ხანიდან მოყოლებული ახ. წ. III-IV საუკუნეებამდე ერთიანი და თვითმყოფადი სისტემის სახით ჩამოყალიბებული ქართული სამკაულის ფენომენი ნათელი მაგალითია იმისა, რომ სამკაულს, მოსართავის გარდა, მრავალმხრივი ფუნქციური დატვირთვა აქვს. ლექციაზე განხილული იქნება […]
1-ლ ივლისს, პარასკევს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლისა და მასთან არსებული კონსტიტუციური კვლევების ცენტრის ორგანიზებით, ღონისძიებების - ილიაუნი 10 წლისაა - ფარგლებში, გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია: „ტრანზიციული კონსტიტუციონალიზმი: კონტექსტი და პერსპექტივა“. აკადემიურ ფორუმზე განხილულ იქნება არგენტინის, უკრაინის, ბელარუსის, პაკისტანის, სომხეთის, საქართველოსა და ევროკავშირის კონსტიტუციური ტრანზიციის გამოცდილება და დღეს არსებული საკონსტიტუციო გამოწვევები, გაანალიზდება ნასწავლი „გაკვეთილები“ […]
2 ივლისს, 11:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში, ილიაუნის მეწარმე კურსდამთავრებულთა ცენტრის წევრებისთვის ჩატარდება 4-საათიანი ტრენინგი: „მარკეტინგული კვლევა“. ილიაუნის მეწარმე კურსდამთავრებულთა ცენტრი ფუნქციონირებს უნივერსიტეტში მიმდინარე ტემპუსის პროექტის - Entrepreneur Alumni Network - ფარგლებში. დრო: 2 ივლისი, 11:00 საათი ადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ცენტრის წევრებისთვის დასწრება თავისუფალია.
2016 წლის 3 ივლისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში, ილიაუნის ლიდერთა სკოლისა და მეწარმე კურსდამთავრებულთა ცენტრის ერთობლივი ორგანიზებით, გაიმართება ინტელექტუალური შეჯიბრი - „ბიზნესმოაზროვნე 2016“. შეჯიბრი სტუდენტურ გუნდებს შორის წარიმართება სამ ეტაპად, პროექტის - ”რა? სად? როდის?”- ფორმატით. დრო: 3 ივლისი, 16:00 საათი ადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი