
8 ივლისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში ჩატარდება შუა საუკუნეების კვლევების მიმართულების მაგისტრანტთა სამეცნიერო კონფერენცია: „სახელმწიფო და საზოგადოება შუა საუკუნეებში“.
კონფერენციის დღის წესრიგი:
- ირაკლი ფერაძე (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) – „პოლიტიკური ქორწინება გვიანშუასაუკუნეების საქართველოში“
- გიორგი ჩუბინიძე (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) – „ხატმბრძოლობა და ხატთაყვანისცემა შუა საუკუნეების ქართულ წყაროებში“
- კონსტანტინე ბარამია (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) – „შიომღვიმის მონასტრის ტრაპეზი XIII საუკუნეში“
- ნიკა ხოფერია (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილის სახელმწიფო უნივერსიტეტი) – „რაინდული ტურნირები აღმოსავლეთში – ბიზანტია და ჯვაროსნული სამეფო-სამთავროები (XII-XV სს)“
13:00-14:00 საათი – შესვენება
- ანა გუჯეჯიანი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) – „თვითმკვლელობა შუა საუკუნეების დასავლეთ ევროპაში”
- ელენე გვერდელაშვილი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) – „მოხეტიალე მუსიკოსები შუა საუკუნეების დასავლეთ ევროპაში“
- გიორგი მეჭურჭლიშვილი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) – „შავი ჭირის ეპიდემია და მისი შედეგები ინგლისისთვის”
- არჩილ თაბუკაშვილი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) – „ციფრული მედიევისტიკა“
დრო: 8 ივლისი, 17:00 საათი
ადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
[wpai_display_imported_files_here]