
7 ივლისს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში, CSR კვირეულის ფარგლებში, გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე: „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის თანამედროვე პრაქტიკა საქართველოში“. ლექციაზე განხილული იქნება კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის არსებული ქართული პრაქტიკა; გაიმართება დისკუსია აღნიშნული მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და პერსპექტივებზე ჩვენს ქვეყანაში და განიხილება საქართველოს ადგილი საერთაშორისო პრაქტიკის და გლობალურ CSR რუკაზე.
ლექციას გაუძღვებიან და აუდიტორიის წინაშე სიტყვით გამოვლენ:
საჯარო ლექციის დღის წესრიგი იხილეთ თანდართულ ფაილში.
CSR კვირეულის განრიგი იხილეთ აქ.
დრო: 7 ივლისი, 12:00 საათი
ადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია(ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5. ვაკის პარკის პირდაპირ), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]