24 ნოემბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში ხელი მოეწერება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და 40 ზოგადსაგანმანათლებლო სკოლას შორის. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 თებერვლის დადგენილებით, ძალაში შევიდა „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის“ სქემა, რომელშიც ჩამოყალიბებულია მასწავლებლის საუნივერსიტეტო მომზადების ახალი კონცეფცია, რომლის ძირითადი მიზანია პრაქტიკაზე ორიენტირებული კადრების მომზადება მასწავლებლის […]
25 ნოემბერს, 11:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის ორგანიზებით, გაიმართება მერაბ მამარდაშვილისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია. მერაბ მამარდაშვილს თამამად შეიძლება ეწოდოს საერთაშორისო სივრცეში ყველაზე უფრო ცნობილი მეოცე საუკუნის ქართველი ფილოსოფოსი. იგი 1987-1990 წლებში მუშაობდა სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტში, იყო ინსტიტუტის საბუნებისმეტყველო ფილოსოფიის განყოფილების გამგე, სხვადასხვა დროს კი ლექციებს […]
25 ნოემბერს, 12:00 საათზე, ილიაუნის მომავლის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიაში (FABLAB ILIAUNI) გაიმართება ნიდერლანდების მთავრობის წევრების შეხვედრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან. შეხვედრის ფარგლებში განსახილველი პროექტი, რომელსაც ნიდერლანდების მთავრობა აფინანსებს, ითვალისწინებს საქართველოში არსებული ინოვაციების ლაბორატორიებისხელმძღვანელების გადამზადებას - ტრენინგების 3-თვიან კურსი, რომელსაც მთლიანად ნიდერლანდების მთავრობა უზრუნველყოფს, იანვარში დაიწყება. პროექტის მიზნები ნიდერლანდების მთავრობასა და […]
25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში “ლიგამუსი” ილიაუნის სამართლის სკოლა, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი საერთაშორისო კამპანიის დაწყების აღსანიშნავად, აწყობს დისკუსიას ევროპის საბჭოს 2011 წლის კონვენციაზე - „ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის შესახებ”, რომელიც“სტამბოლის კონვენციის” სახელით არის ცნობილი. სტამბოლის კონვენციას საქართველომ 2014 წელს […]
25 ნოემბერს, ოთხშაბათს, 19:00 საათზე, ილიაუნის თეატრში, შეხვედრების ციკლის - პოეზია და რეციტაცია - ფარგლებში, პოეტი რატი ამაღლობელი განაგრძობს ლექციათა ციკლს რუსთაველისა და ”ვეფხისტყაოსნის” შესახებ. ამჯერად, პოეტი მოწვეულ სტუმართან, კონსტანტინე გამსახურდიასთან, ერთად ისაუბრებს შემდეგ თემებზე: რუსთაველი და რუსთველოლოგია. „ვეფხისტყაოსანი“ და ქართველთ მეფეთა ცხოვრება და შემოქმედება. პოეტი და მეფე. ქართველი მეფე პოეტები. „ვეფხისტყაოსანი“ და ზვიად გამსახურდია. […]
26-29 ნოემბერს, 11:00-დან 19:00 საათამდე, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ მე- 3, მე-4, მე-5, მე-6 და მე-11 პავილიონებში გაიმართება „თბილისის წიგნის დღეები“. აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიც, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკისა და გამომცემლობის სახით. ფესტივალის ფარგლებში, დაგეგმილია არაერთი ღონისძიება, მათ შორის: წიგნის ბაზრობა, გამოფენები, საჯარო ლექციები და საბავშვო ღონისძიებები. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობის წიგნები, „თბილისის წიგნის […]
26 ნოემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი გიწვევთ შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორთან, პოეტ გიორგი კეკელიძესთან. საუბრის თემა: ”უკვდავების შიში'' ანუ მიწა თავისას მოითხოვს“ რომელია უფრო საშიში ნაცნობი პერსონაჟებისთვის – სიკვდილი თუ უკვდავება? სტუმარი მსოფლიო ლიტერატურის ანალოგიებით ისაუბრებს უკვდავების თემაზე ქართულ ლიტერატურაში. დრო: 26 ნოემბერი, 19:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას […]
27 ნოემბერს, პარასკევს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A103 აუდიტორიაში, ანთროპოლოგიური შეხვედრების ფარგლებში, პროფესორი ნუცა ბათიაშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: "უსასრულო მოგონება თუ სასრული მეხსიერება?". მომხსენებელი თავისი კვლევის მაგალითზე ისაუბრებს, თუ რამდენად აგენტზე დამოკიდებულია მეხსიერების ნარატივების კონსტრუირება. მომხსენებლის შესახებ თავისუფალი უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის პროფესორს, ნუცა ბათიაშვილს, დოქტორის ხარისხი ანთროპოლოგიაში მიენიჭა ვაშინგტონის უნივერსიტეტში (სენტ-ლუისი). მისი დისერტაციის თემა […]
27 ნოემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა Erasmus + გაცვლითი პროგრამის მიმდინარე კონკურსების შესახებ. Erasmus + გაცვლითი პროგრამა გულისხმობს ბაკალავრების, მაგისტრანტების, დოქტორანტებისა და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობას ევროპის ქვეყნების უმაღლეს სასწავლებლებში. მიმდინარე კონკურსების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობების სამსახურს. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: […]
27 ნოემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში გაიმართება დისკუსია თემაზე: „რადიკალური პოლიტიკური ისლამი და მისი ოპოზიცია პარიზისა და ბეირუთის ფონზე“. მომხსენებლები და თემები: ბექა ყორშია - რადიკალური პოლიტიკური ისლამი და მისი ოპოზიცია პარიზისა და ბეირუთის ფონზე თამთა მიქელაძე - ისლამიზმი და ქართული ისლამური თემი: ლოკალური განწყობები და დამოკიდებულებები მიხეილ სვანიძე - ტერაქტების […]
28 ნოემბერს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი”, შეხვედრების სერიის - „ფსიქოანალიზი საუნივერსიტეტო სივრცეში“ - ფარგლებში, ილიაუნის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტი გიწვევთ დოქტორი ჯონ ჰილის საჯარო ლექციაზე: „ტრავმა, ტრანსფერი და ტრანსფორმაცია“. ფილოსოფიის დოქტორმა, ფსიქოანალიტიკოსმა და პედაგოგმა, ჯონ ჰილმა, ხარისხი ფილოსოფიაში დუბლინისა და აშშ-ის კათოლიკურ უნივერსიტეტებში მოიპოვა. მან ასევე დაამთავრა ციურიხის კ.გ. იუნგის […]