BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20150101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20151124T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20151124T160000
DTSTAMP:20260513T013929
CREATED:20151121T095850Z
LAST-MODIFIED:20240202T072316Z
UID:10003217-1448380800-1448380800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნისა და სკოლებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება
DESCRIPTION:24 ნოემბერს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში ხელი მოეწერება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და 40 ზოგადსაგანმანათლებლო სკოლას შორის.\nსაქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 თებერვლის დადგენილებით\, ძალაში შევიდა „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების\, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის“ სქემა\, რომელშიც ჩამოყალიბებულია მასწავლებლის საუნივერსიტეტო მომზადების ახალი კონცეფცია\, რომლის ძირითადი მიზანია პრაქტიკაზე ორიენტირებული კადრების მომზადება მასწავლებლის პროფესიისათვის. სასკოლო ცხოვრების ყველა სფეროს გაცნობის საშუალებით უნდა დამყარდეს მჭიდრო კავშირი საუნივერსიტეტო განათლების თეორიულ ნაწილსა და სასკოლო ცხოვრების პრაქტიკულ ნაწილს შორის\, რაც საშუალებას აძლევს სტუდენტს\, მოახდინოს თეორიული ცოდნის ტრანსფერი რეალურ სასწავლო გარემოში. აღნიშნული მიზნის მიღწევა კი შესაძლებელია მხოლოდ უნივერსიტეტსა და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებს შორის მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობით.\nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სკოლებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება სქემის მოთხოვნებიდან გამომდინარეობს და მასწავლებლის მომზადების პროგრამების შეუფერხებლად განხორციელებისკენ არის მიმართული. \nდრო: 24 ნოემბერი\, 16:00 საათი\nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. #1) \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunisa-da-skolebs-shoris-urthierththanamshromlobis-memorandumi-gaphormdeba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/11/21223.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20151125T110000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20151125T110000
DTSTAMP:20260513T013929
CREATED:20151121T095500Z
LAST-MODIFIED:20241122T110918Z
UID:10003215-1448449200-1448449200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:მერაბ მამარდაშვილისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია
DESCRIPTION:25 ნოემბერს\, 11:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის ორგანიზებით\, გაიმართება მერაბ მამარდაშვილისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია. \nმერაბ მამარდაშვილს თამამად შეიძლება ეწოდოს საერთაშორისო სივრცეში ყველაზე უფრო ცნობილი მეოცე საუკუნის ქართველი ფილოსოფოსი. იგი 1987-1990 წლებში მუშაობდა სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტში\, იყო ინსტიტუტის საბუნებისმეტყველო ფილოსოფიის განყოფილების გამგე\, სხვადასხვა დროს კი ლექციებს კითხულობდა გერმანიაში\, საფრანგეთსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში. მისი ლექციების პოპულარობისა და დისკუსიის ფორმის გამო\, საბჭოთა სივრცეში მერაბ მამარდაშვილს ქართველ სოკრატედაც მოიხსენიებდნენ. \n25 ნოემბერი მერაბ მამარდაშვილის გარდაცვალების დღეა. შესაბამისად\, სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტი კონფერენციას სიმბოლურ თარიღს\, მამარდაშვილის გარდაცვალებიდან 25 წლისთავს უძღვნის. \nდრო: 25 ნოემბერი\, 11:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. #32) \nკონფერენციის პროგრამა იხილეთ აქ. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/merab-mamardashvilisadmi-midzghvnili-sametsniero-konpherentsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/11/21221.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20151125T120000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20151125T120000
DTSTAMP:20260513T013929
CREATED:20151124T182526Z
LAST-MODIFIED:20240202T072305Z
UID:10003212-1448452800-1448452800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:FABLAB ILIAUNI-ში ნიდერლანდების მთავრობის წევრები ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდებიან
DESCRIPTION:25 ნოემბერს\, 12:00 საათზე\, ილიაუნის მომავლის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიაში (FABLAB ILIAUNI) გაიმართება ნიდერლანდების მთავრობის წევრების შეხვედრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან. შეხვედრის ფარგლებში განსახილველი პროექტი\, რომელსაც ნიდერლანდების მთავრობა აფინანსებს\, ითვალისწინებს საქართველოში არსებული ინოვაციების ლაბორატორიებისხელმძღვანელების გადამზადებას – ტრენინგების 3-თვიან კურსი\, რომელსაც მთლიანად ნიდერლანდების მთავრობა უზრუნველყოფს\, იანვარში დაიწყება. \nპროექტის მიზნები\nნიდერლანდების მთავრობასა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ურთიერთობის ამ ეტაპზე იგეგმება ინოვაციების ლაბორატორიების სფეროს კვლევა\, რომელიც ჰოლანდიელი ექსპერტების ხელშეწყობით განხორციელდება. მათი ინიციატივით მოხდა ტრენინგების საჭიროებების განსაზღვრა\, რათა ქართულმა მხარემ სამომავლოდ უკეთ შეძლოს ქვეყანაში ინოვაციურ განვითარებაზე ორიენტირება. პროექტის ფარგლებში ინოვაციებისლაბორატორიის წარმომადგენლები 3 თვის განმავლობაში გადამზადდებიან\, გაეცნობიან/გაიზიარებენ თანამედროვე გამოცდილებას და ახალ მეთოდებს საქართველოს ინოვაციებში დანერგავენ. ნიდერლანდების მთავრობა სრულად აფინანსებს ტრენინგს\, რომელსაც ჰოლანდიელი ექსპერტები ჩაატარებენ. ტრენინგების საშუალებით\, ინოვაციების ლაბორატორიების წამომადგენლებს საშუალება მიეცემათ\, ჰოლანდიელი პროფესიონალებისაგან მიიღონ თანამედროვე გამოცდილება. \nშეხვედრის დღის წესრიგი\nშეხვედრას გახსნის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელი. ასევე შეხვედრის ფარგლებში იგეგმება საქართველოში უკვე არსებული პროექტის ToT (trening of treners)შეჯამება\, რომლითაც საქართველოში დღეს უკვე 500 ტრენერი გადამზადდა. ქვეყანაში ინოვაციების სფეროში არსებული კადრების გადამზადება მნიშვნელოვანია როგორც სააგენტოსთვის\, ასევე მთლიანად ქვეყნის ეკონომიკისა და განვითარებისათვის.\nშეხვედრაზე ნიდერლანდების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სააგენტოს განვითარებისათვის მხარდაჭერის მზადყოფნაზე გაამახვილებს ყურადღებას. Orion Innovation Netherland-ის წარმომადგენელი\, მისტერ კლაასჰერნამდტი\, დეტალურად განიხილავს პროექტს და აღნიშნავს ნიდერლანდების მხარის ჩართულობასა და მნიშვნელობას. \nინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს შესახებ\nეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო დასახული მიზნების მიღწევას ინოვაციური ეკოსისტემის აქტორებთან თანამშრომლობით ახორციელებს. სააგენტოს პროექტები და პროგრამები დაფუძნებულია ბიზნესის წარმომადგენლებთან\, აკადემიურ წრეებთან\, სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან თანამშრომლობაზე. ნიდერლანდების მთავრობა ინოვაციებისა დატექნოლოგიების სააგენტოსთან ურთიერთობას მომავალშიც გეგმავს. \nდრო: 25 ნოემბერი\, 12:00 საათი \nადგილმდებარეობა: FABLAB ILIAUNI\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S კორპუსი (გ. წერეთლის ქ. #1) \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/fablab-iliauni-shi-niderlandebis-mthavrobis-tsevrebi-inovatsiebisa-da-teqnologiebis-saagentos-tsarmomadgenlebs-shekhvdebian/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/11/21247.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20151125T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20151125T170000
DTSTAMP:20260513T013929
CREATED:20151119T132056Z
LAST-MODIFIED:20240202T072258Z
UID:10003209-1448470800-1448470800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დისკუსია სამართლის სკოლაში: ევროპის საბჭოს კონვენცია „ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის შესახებ“
DESCRIPTION:25 ნოემბერს\, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში “ლიგამუსი” ილიაუნის სამართლის სკოლა\, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი საერთაშორისო კამპანიის დაწყების აღსანიშნავად\, აწყობს დისკუსიას ევროპის საბჭოს 2011 წლის კონვენციაზე – „ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის შესახებ”\, რომელიც“სტამბოლის კონვენციის” სახელით არის ცნობილი. \nსტამბოლის კონვენციას საქართველომ 2014 წელს მოაწერა ხელი და ამჟამად კონვენციის რატიფიკაციისათვის აუცილებელ საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობს. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი უკვე მოამზადასაქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და დისკუსიაზე სწორედ ეს კანონპროექტები იქნება განხილული. \nდისკუსიის ძირითადი სტუმარია ქეთევან სარაჯიშვილი – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის მრჩეველი\, რომელიც ისაუბრებს საკუთრივ სტამბოლის კონვენციაზე დაიმაზე\, თუ როგორ აპირებს სახელმწიფო შიდა კანონმდებლობის მისადაგებას ამ დოკუმენტზე. \nდისკუსიას გაუძღვება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი\, თამარ გურჩიანი. \nდრო: 25 ნოემბერი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი “ლიგამუსი” (ჭავჭავაძის გამზ. #32) \nდასწრება თავისუფალია. \nკურსზე – “გენდერი და ადამიანის უფლებები” – რეგისტრირებული სამართლის სკოლის სტუდენტებისთვის დასწრება სავალდებულოა. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/diskusia-samarthlis-skolashi-evropis-sabtchos-konventsia-qaltha-tsinaaghmdeg-dzaladobisa-da-ojakhshi-dzaladobis-aghkvethisa-da-preventsiis-shesakheb/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/11/19021.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20151125T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20151125T190000
DTSTAMP:20260513T013929
CREATED:20151124T085316Z
LAST-MODIFIED:20240202T072250Z
UID:10003207-1448478000-1448478000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:რატი ამაღლობელის “სიტყვის სახელოსნო”: რუსთაველი და რუსთველოლოგია
DESCRIPTION:25 ნოემბერს\, ოთხშაბათს\, 19:00 საათზე\, ილიაუნის თეატრში\, შეხვედრების ციკლის – პოეზია და რეციტაცია – ფარგლებში\, პოეტი რატი ამაღლობელი განაგრძობს ლექციათა ციკლს რუსთაველისა და ”ვეფხისტყაოსნის” შესახებ. ამჯერად\, პოეტი მოწვეულ სტუმართან\, კონსტანტინე გამსახურდიასთან\, ერთად ისაუბრებს შემდეგ თემებზე: რუსთაველი და რუსთველოლოგია. „ვეფხისტყაოსანი“ და ქართველთ მეფეთა ცხოვრება და შემოქმედება. პოეტი და მეფე. ქართველი მეფე პოეტები. „ვეფხისტყაოსანი“ და ზვიად გამსახურდია. \nდრო: 25 ნოემბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიაუნის თეატრი (ჭავჭავაძის გამზ. №32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/rati-amaghlobelis-sitqhvis-sakhelosno-rusthaveli-da-rusthvelologia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/11/21228.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20151126T110000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20151126T110000
DTSTAMP:20260513T013929
CREATED:20151125T105616Z
LAST-MODIFIED:20241122T110918Z
UID:10003186-1448535600-1448535600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნი თბილისის წიგნის დღეებზე
DESCRIPTION:26-29 ნოემბერს\, 11:00-დან 19:00 საათამდე\,  საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ მე- 3\, მე-4\, მე-5\, მე-6 და მე-11 პავილიონებში გაიმართება „თბილისის წიგნის დღეები“. აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიც\, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკისა და გამომცემლობის სახით. ფესტივალის ფარგლებში\, დაგეგმილია არაერთი ღონისძიება\, მათ შორის: წიგნის ბაზრობა\, გამოფენები\, საჯარო ლექციები და საბავშვო ღონისძიებები. \nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობის წიგნები\, „თბილისის წიგნის დღეების“ ფარგლებში\, 20%-იანი ფასდაკლებით გაიყიდება. იხილეთ კატალოგი\n\nდრო: 26-29 ნოემბერი\, 11:00-19:00 საათი \nადგილმდებარეობა: საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“\, წერეთლის გამზ #118 \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliauni-thbilisis-tsignis-dgheebze/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/11/21252.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20151126T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20151126T190000
DTSTAMP:20260513T013929
CREATED:20151124T101343Z
LAST-MODIFIED:20240202T072041Z
UID:10003185-1448564400-1448564400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში: შეხვედრა პოეტ გიორგი კეკელიძესთან
DESCRIPTION:26 ნოემბერს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი გიწვევთ შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორთან\, პოეტ გიორგი კეკელიძესთან. \nსაუბრის თემა: ”უკვდავების შიში” ანუ მიწა თავისას მოითხოვს“ \nრომელია უფრო საშიში ნაცნობი პერსონაჟებისთვის – სიკვდილი თუ უკვდავება? სტუმარი მსოფლიო ლიტერატურის ანალოგიებით ისაუბრებს უკვდავების თემაზე ქართულ ლიტერატურაში. \nდრო: 26 ნოემბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი ”ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-literaturul-klubshi-shekhvedra-poet-giorgi-kekelidzesthan/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/11/21233.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20151127T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20151127T160000
DTSTAMP:20260513T013929
CREATED:20151125T114254Z
LAST-MODIFIED:20240202T072038Z
UID:10003184-1448640000-1448640000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ ნუცა ბათიაშვილის საჯარო ლექცია: "უსასრულო მოგონება თუ სასრული მეხსიერება?"
DESCRIPTION:27 ნოემბერს\, პარასკევს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A103 აუდიტორიაში\, ანთროპოლოგიური შეხვედრების ფარგლებში\, პროფესორი ნუცა ბათიაშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: “უსასრულო მოგონება თუ სასრული მეხსიერება?”. მომხსენებელი თავისი კვლევის მაგალითზე ისაუბრებს\, თუ რამდენად აგენტზე დამოკიდებულია მეხსიერების ნარატივების კონსტრუირება. \nმომხსენებლის შესახებ \nთავისუფალი უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის პროფესორს\, ნუცა ბათიაშვილს\, დოქტორის ხარისხი ანთროპოლოგიაში მიენიჭა ვაშინგტონის უნივერსიტეტში (სენტ-ლუისი). მისი დისერტაციის თემა იყო: “We Were AlwaysUnited\, Except When We Were Not: Bivocal Memory and Georgia’s Geopolitical Dilemma”. ნუცას კვლევა განიხილავს მეხსიერების დებატს\, როგორც კულტურულად განპირობებულ პრაქტიკას\, რომელიც მიმართულია იმისკენ\, რომ ერმა გადალახოს და გაარღვიოს არსებული პოლიტიკური და გეოპოლიტიკური შეზღუდვები (limitations). მკვლევარი ცდილობს\, ანახოს\, როგორ წარმოისახავენ ადამიანები “წარსულს” როგორც რეალობის ალტერნატიულ ველს\, რომლის შიგნითაც შეიძლება მოხერხდეს ერის\, ეროვნულობის\, პოლიტიკის და პოლიტიკურობის “გამოსწორება” და მოცემული სტრუქტურის რღვევა. ნუცას ბაკალავრის და მაგისტრის ხარისხი მიენიჭა სოციალურ მეცნიერებაში და მისი ინტერესი მეხსიერების კვლევაში ერთგვარად ასახავს ამ კვეთას კოგნიტურ მექანიზმებსა და კულტურულ პრაქტიკას შორის. \nამჟამად ნუცა ბათიაშვილი არის თავისუფალი უნივერსიტეტის სამაგისტრო და სადოქტორო სკოლის ხელმძღვანელი და ასწავლის რამდენიმე ინტერდისციპლინარულ და ანთროპოლოგიურ კურსს ბაკალავრიატის\, მაგისტრატურისდა დოქტორანტურის დონეზე. \nდრო: 27 ნოემბერი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A103 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. #32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-nutsa-bathiashvilis-sajaro-leqtsia-usasrulo-mogoneba-thu-sasruli-mekhsiereba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/11/21256.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20151127T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20151127T170000
DTSTAMP:20260513T013929
CREATED:20151125T133704Z
LAST-MODIFIED:20240202T072034Z
UID:10003183-1448643600-1448643600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:Erasmus + გაცვლითი პროგრამა - საინფორმაციო შეხვედრა
DESCRIPTION:27 ნოემბერს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა Erasmus + გაცვლითი პროგრამის მიმდინარე კონკურსების შესახებ. \nErasmus + გაცვლითი პროგრამა გულისხმობს ბაკალავრების\, მაგისტრანტების\, დოქტორანტებისა და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობას ევროპის ქვეყნების უმაღლეს სასწავლებლებში. \nმიმდინარე კონკურსების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე \nდამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობების სამსახურს. \nსაკონტაქტო ინფორმაცია:\nმისამართი: ქ. ჩოლოყაშვილის 3/5\, ოთახი E 208\nტელ: 2 14 13 88\nელფოსტა: erasmusplus@iliauni.edu.ge \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/erasmus-gatsvlithi-programa-sainphormatsio-shekhvedra/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20151127T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20151127T190000
DTSTAMP:20260513T013929
CREATED:20151121T100222Z
LAST-MODIFIED:20240202T072028Z
UID:10003182-1448650800-1448650800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დისკუსია თემაზე: „რადიკალური პოლიტიკური ისლამი და მისი ოპოზიცია პარიზისა და ბეირუთის ფონზე“
DESCRIPTION:27 ნოემბერს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში გაიმართება დისკუსია თემაზე: „რადიკალური პოლიტიკური ისლამი და მისი ოპოზიცია პარიზისა და ბეირუთის ფონზე“. \nმომხსენებლები და თემები: \n\nბექა ყორშია – რადიკალური პოლიტიკური ისლამი და მისი ოპოზიცია პარიზისა და ბეირუთის ფონზე\nთამთა მიქელაძე – ისლამიზმი და ქართული ისლამური თემი: ლოკალური განწყობები და დამოკიდებულებები\nმიხეილ სვანიძე – ტერაქტების პოლიტიკური ბენეფიციარები: მემარჯვენე პოპულიზმი და ისლამოფობია\nლაშა დარსალია -პოლიტიკური ისლამის შედეგები საერთაშორისო პოლიტიკაზე: რა ცვლილებები მოიტანა ISIS-ის გამოჩენამ და უფრო კონკრეტულად\, პარიზისა და ბეირუთის ტერაქტებმა\, საერთაშორისო პოლიტიკის არეალში?\n\n\nდისკუსიის შესახებ: \nპარიზისა (13/11) და ბეირუთის (12/11.) ტერაქტებმა მსოფლიო ყურადღება მიიპყრეს. ტერაქტებს ჯამში 200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. საფრანგეთის პრეზიდენტმა\, ფრანსუა ოლანდმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. 15 ნოემბერს საფრანგეთმა ქალაქი რაყა (სირია) დაბომბა\, რითაც ღიად მიიტანა იერიში ISIS-ზე. ISIS-მა აიღო პასუხისმგებლობა ბეირუთის ტერაქტზეც\, სადაც\, პრემიერ-მინისტრის\, ტამამ სალამის ინიციატივით\, 13 ნოემბერი გლოვის ეროვნულ დღედ გამოცხადდა. უკანასკნელი მოვლენების საფუძველზე საჭიროდ მიგვაჩნია\, ISIS-ისა და\, უფრო ზოგადად\, რადიკალური პოლიტიკური ისლამის ფენომენზე სერიოზული მსჯელობა საქართველოშიც დაიწყოს. ამ აზრით\, ისლამიზმისა და მისი ოპოზიცი(ებ)ის მრავალწახნაგოვან მიმართებათა გაანალიზებისა და განსჯის მცდელობას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება. დისკუსიაზე ამგვარი მსჯელობის წამოწყებას აკადემიურ სივრცეში შევეცდებით. მნიშვნელოვნად მიგვაჩნია დისკუსიის ცენტრალური კითხვების გარშემო – რა არის რადიკალური პოლიტიკური ისლამი და რა ტრანს-ლოკალურ კონიუქტურაში ჩამოყალიბდა ის? ვინ არის მისი ოპოზიცია? რა გეოპოლიტიკური ცვლილებები მოიტანა ISIS-ის გამოჩენამ და\, უფრო კონკრეტულად\, პარიზისა და ბეირუთის ტერაქტებმა\, გეოპოლიტიკურ ველზე? რა პოზიციები იკვეთება ქართულ ისლამურ თემში? საჭიროა თუ არა\, ვიმსჯელოთ ტერაქტის პოლიტიკურ ბენეფიციარებზე ევროპაში აღზევებული ანტიიმიგრაციული განწყობებისა და ისლამოფობიის ფონზე? – ფართო საზოგადოებრივი მსჯელობის წამოწყების ინიციატივა გაჩნდეს. \nდრო: 27 ნოემბერი\, 19:00 საათი\nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. #1)\nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/diskusia-themaze-radikaluri-politikuri-islami-da-misi-opozitsia-parizisa-da-beiruthis-phonze/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/11/21224.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20151128T120000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20151128T120000
DTSTAMP:20260513T013929
CREATED:20151124T064902Z
LAST-MODIFIED:20240202T072027Z
UID:10003181-1448712000-1448712000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ფილოსოფოს ჯონ ჰილის საჯარო ლექცია: ტრავმა\, ტრანსფერი და ტრანსფორმაცია
DESCRIPTION:28 ნოემბერს\, 12:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი”\, შეხვედრების სერიის – „ფსიქოანალიზი საუნივერსიტეტო სივრცეში“ – ფარგლებში\, ილიაუნის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტი გიწვევთ დოქტორი ჯონ ჰილის საჯარო ლექციაზე: „ტრავმა\, ტრანსფერი და ტრანსფორმაცია“.\nფილოსოფიის დოქტორმა\, ფსიქოანალიტიკოსმა და პედაგოგმა\, ჯონ ჰილმა\, ხარისხი ფილოსოფიაში დუბლინისა და აშშ-ის კათოლიკურ უნივერსიტეტებში მოიპოვა. მან ასევე დაამთავრა ციურიხის კ.გ. იუნგის ინსტიტუტი. ის მოქმედი ტრენინგ-ანალიტიკოსია. ციურიხში ჯონ ჰილს გამოქვეყნებული აქვს შრომები კელტურ მითზე\, ჯეიმს ჯოისზე\, ქრისტიანულ მისტიციზმზე\, იუნგის ასოციაციურ ექსპერიმენტზე\, სიზმრებზე და სხვ. \nლექციაზე გელით მათ\, ვინც დაინტერესებულია სიღრმის ფსიქოლოგიით\, განსაკუთრებით კი\, ურთიერთობით\, რომელიც ვითარდება ანალიტიკურ პროცესში ღრმა ტრანსფერის დროს. \nდრო: 28 ნოემბერი\, 12:00 საათი\nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/philosophos-jon-hilis-sajaro-leqtsia-travma-transpheri-da-transphormatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/11/21225.png
END:VEVENT
END:VCALENDAR