ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტით მოწვევით, 16 ნოემბრიდან ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის (ბელგია) დოცენტი, დოქტორი ჯონ დადლი წაიკითხავს საჯარო ლექციებს არისტოტელეს შესახებ. ლექციათა ციკლი შედგება ფილოსოფიის პროგრამის საბაკალავრო კურსის - “ფილოსოფიის ისტორია 1” - ფარგლებში (კურსის ხელმძღვანელი - თამარ ცოფურაშვილი). ლექციათა განრიგი და თემატიკა: 16 ნოემბერი, ორშაბათი, 15:00 საათი, A 101 აუდიტორია არისტოტელეს ონტოლოგია 17 ნოემბერი, სამშაბათი, 17:00 საათი, A 101 აუდიტორია არისტოტელეს ეთიკა 19 ნოემბერი, ხუთშაბათი, 17:00 საათი, A 101 აუდიტორია საკითხისა და მეთოდოლოგიის არისტოტელესეული განსხვავება მეტაფიზიკას, ფიზიკას […]
17 ნოემბერს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში, ტექნოლოგიების კომერციალიზაციის ოფისის ორგანიზებით, შედგება ბიოლოგიისა და ბიოტექნოლოგიის დარგში საქართველოში მოღვაწე მკვლევართა შეხვედრა ფარმაცევტული კომპანია ”ავერსის” წარმომადგენლებთან. შეხვედრის ფარგლებში, ”ავერსის” წარმომადგენლები წარადგენენ კომპანიას და ისაუბრებენ როგორც მათ წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ, ისე სამომავლო გეგმებზე. პრეზენტაციის დასრულების შედგომ აუდიტორიას მიეცემა საშუალება, დასვას კითხვები და განიხილოს შესაძლო თანამშრომლობის პერსპექტივები. დრო: 17 ნოემბერი, 15:00 […]
17 ნოემბერს, სამშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის - ტოლერანტობის სკოლის ფარგლებში, ჩატარდება დისკუსია: ტოლერანტობის პრობლემა საქართველოში. დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პარლამენტის წევრები: თამარ კორძაია (”ქართული ოცნება”), ჩიორა თაქთაქიშვილი (”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”) და ნინო გოგუაძე (”თავისუფალი დემოკრატები”). მოდერატორი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული […]
18 და 19 ნოემბერს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში ”პროკრედიტ ბანკის” ადამიანური რესურსების განყოფილების თანამშრომლები დაინტერესებულ ახალგაზრდებს გააცნობენ ინფორმაციას ახალგაზრდა ბანკირების პროგრამის შესახებ. 18 ნოემბერს შედგება შეხვედრა ილიაუნის ბიზნესის სკოლის სტუდენტებისთვის, ხოლო 19 ნოემბერს - მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის. ”პროკრედიტ ბანკი” იწყებს კადრების შერჩევას დასაქმების საერთაშორისო პროგრამისთვის, რომელიც ჩატარდება ბულგარეთში, ქალაქ სოფიაში. შერჩევის […]
18 ნოემბერს, ოთხშაბათს, 19:00 საათზე, ილიაუნის თეატრში, შეხვედრების ციკლის - პოეზია და რეციტაცია - ფარგლებში, პოეტი რატი ამაღლობელი განაგრძობს ლექციათა ციკლს რუსთაველისა და ”ვეფხისტყაოსნის” შესახებ. ამჯერად, პოეტი მოწვეულ სტუმართან, მწერალ დათო ტურაშვილთან ერთად ისაუბრებს შემდეგ თემებზე: რუსთაველი და ვახტანგ მეექვსე; რუსთაველი და ქართველი მეფეები; ”ვეფხისტყაოსანი”, როგორც ქართული ენის შესაძლებლობათა სამყარო; ”ვეფხისტყაოსანი” თანამედროვე ქართულ ლიტერატურულ ტექსტებში. […]
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა და იმიტირებული სასამართლოს სტუდენტური კლუბი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან თანამშრომლობით და ევროკავშირის პროექტის - „საკონსტიტუციო სასამართლოს მხარდაჭერა“ - ფინანსური მხარდაჭერით, აცხადებს კონკურსს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ორდღიან სასწავლო ტრენინგტურში მონაწილეობის მისაღებად. აღნიშნული პროექტი სამართლის სკოლის 25 სტუდენტს აძლევს შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღონ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მიერ დაგეგმილ სასწავლო კურსში, რომელსაც მასპინძლობას […]
19 ნოემბერს, ხუთშაბათს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის იტალიური კულტურის ცენტრში (S 501 აუდიტორია), იტალიური ენის პედაგოგი, თინათინ ცაგარეიშვილი, წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: ”იტალიური ენის შესწავლა ჯუზეპე უნგარეტის პოეზიით”. ორგანიზატორია - მანანა სიფრაშვილი. დრო: 19 ნოემბერი, 13:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S 501 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. №3) დასწრება თავისუფალია.
19 ნოემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი” ილიაუნის ლიტერატურულ კლუბი მორიგ შეხვედრაზე გიწვევთ. 2015 წლის ნობელის პრემიის ლაურეატმა, ბელარუსმა მწერალმა სვეტლანა ალექსიევიჩმა ზეპირი ისტორიის მეთოდის გამოყენებით ახალი ლიტერატურული ჟანრი შექმნა - მწერალი „წითელ“ ადამიანს იკვლევს, უბრალო ხალხს ხვდება და მათი მონათხრობით საბჭოთა ისტორიის უმნიშვნელოვანეს ისტორიულ მოვლენებს აღადგენს: მეორე მსოფლიო ომს, ავღანეთში ინტერვენციას, […]
20 ნოემბერს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 406 აუდიტორიაში, ილიაუნის ბიზნესის სკოლის ორგანიზებით, ჩატარდება დასაქმების ფორუმი. სამედიცინო კომპანია ”ევექსი“ სტუდენტებს შესთავაზებს ვაკანსიებს/სტაჟირებას შემდეგი მიმართულებებით: ადამიანური რესურსების მართვა HR ანალიტიკა პერსონალის ადმინისტრირება პერსონალის შერჩევა სამუშაოს ანალიზი და შეფასება ტრენინგები საოპერაციო შესყიდვები და ლოჯისტიკა საწყობი და ინვენტარიზაცია არქივი მარკეტინგი ფინანსები და ბუღალტრული აღრიცხვა ინფორმაციული ტექნოლოგიები დაინტერესების შემთხვევაში, სტუდენტები ადგილზე შეავსებენ აპლიკაციებს. დრო: 20 ნოემბერი, 14:00 საათი
20 ნოემბერს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა ევროპის კოლეჯის წარმომადგენლებთან. შეხვედრას გაუძღვებიან ნატოლინის (პოლონეთი, ვარშავა) უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენლები, რომლებიც დაინტერესებულ პირებს დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან ნატოლინის სასწავლებელში სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის დაფინანსებისა და სტიპენდიების მოპოვების შესახებ. აღნიშნული ღონისძიება განსაკუთრებით საინტერესო იქნება სტუდენტებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან პოლიტიკის მეცნიერების, საერთაშორისო ურთიერთობების, დიპლომატიისა და […]