
27 ნოემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში გაიმართება დისკუსია თემაზე: „რადიკალური პოლიტიკური ისლამი და მისი ოპოზიცია პარიზისა და ბეირუთის ფონზე“.
მომხსენებლები და თემები:
დისკუსიის შესახებ:
პარიზისა (13/11) და ბეირუთის (12/11.) ტერაქტებმა მსოფლიო ყურადღება მიიპყრეს. ტერაქტებს ჯამში 200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. 15 ნოემბერს საფრანგეთმა ქალაქი რაყა (სირია) დაბომბა, რითაც ღიად მიიტანა იერიში ISIS-ზე. ISIS-მა აიღო პასუხისმგებლობა ბეირუთის ტერაქტზეც, სადაც, პრემიერ-მინისტრის, ტამამ სალამის ინიციატივით, 13 ნოემბერი გლოვის ეროვნულ დღედ გამოცხადდა. უკანასკნელი მოვლენების საფუძველზე საჭიროდ მიგვაჩნია, ISIS-ისა და, უფრო ზოგადად, რადიკალური პოლიტიკური ისლამის ფენომენზე სერიოზული მსჯელობა საქართველოშიც დაიწყოს. ამ აზრით, ისლამიზმისა და მისი ოპოზიცი(ებ)ის მრავალწახნაგოვან მიმართებათა გაანალიზებისა და განსჯის მცდელობას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება. დისკუსიაზე ამგვარი მსჯელობის წამოწყებას აკადემიურ სივრცეში შევეცდებით. მნიშვნელოვნად მიგვაჩნია დისკუსიის ცენტრალური კითხვების გარშემო – რა არის რადიკალური პოლიტიკური ისლამი და რა ტრანს-ლოკალურ კონიუქტურაში ჩამოყალიბდა ის? ვინ არის მისი ოპოზიცია? რა გეოპოლიტიკური ცვლილებები მოიტანა ISIS-ის გამოჩენამ და, უფრო კონკრეტულად, პარიზისა და ბეირუთის ტერაქტებმა, გეოპოლიტიკურ ველზე? რა პოზიციები იკვეთება ქართულ ისლამურ თემში? საჭიროა თუ არა, ვიმსჯელოთ ტერაქტის პოლიტიკურ ბენეფიციარებზე ევროპაში აღზევებული ანტიიმიგრაციული განწყობებისა და ისლამოფობიის ფონზე? – ფართო საზოგადოებრივი მსჯელობის წამოწყების ინიციატივა გაჩნდეს.
დრო: 27 ნოემბერი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. #1)
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]