9-10 ნოემბერს, 9:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში, Erasmus+ის ეროვნული ოფისის ორგანიზებით, პარიზის პიერ და მარი კიურების უნივერსიტეტის პროფესორი, ჟან-დომინიკ პოლაკი (Jean-Dominique Polack), ჩაატარებს სემინარს თემაზე: სადოქტორო პროგრამების ინტერნაციონალიზაცია, როგორც ხარისხის გაუმჯობესების წინაპირობა (Internationalization of doctoral programmes as precondition for quality enhancement). სემინარის სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენს სადოქტორო პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილე აკადემიური და […]
9 ნოემბერს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში, ილიაუნის სოციალური და კულტურის კვლევის ინსტიტუტის მოწვევით, XX საუკუნის დიდ მოაზროვნეთა შესახებ ლექციათა ციკლის ფარგლებში, ბერლინის ლიტერატურისა და კულტურის კვლევის ცენტრის (ZfL) მკვლევარი, დრ. ფალკო შმიდერი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: ვალტერ ბენიამინი - „პასაჟების პროექტი“, "ისტორიის ცნების შესახებ". ვალტერ ბანიამინი შეგვიძლია განვიხილოთ ძირითად წარმომადგენლად იმისა, რასაც […]
9 ნოემბერს, 15:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარინა კალიურანდი, წაიკითხავს საჯარო ლექციას. ლექციის თემა: საგარეო პოლიტიკის გამოწვევები 2015-2016 ლექციის შემდეგ გაიმართება დისკუსია. სამუშაო ენა: ინგლისური დრო: 9 ნოემბერი, 15:30 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. №32) დასწრება თავისუფალია.
9 ნოემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და გამომცემლობა ”დიოგენე“ გიწვევთ უმბერტო ეკოს ესეების კრებულის პრეზენტაციაზე. კრებული, სახელწოდებით - ”მტრის ხატის შექმნა“, იტალიურიდან თარგმნეს ხათუნა ცხადაძემ, დარეჯან კიკოლიაშვილმა და ნათია ბერიშვილმა. კლუბის სტუმრები წიგნის მთარგმნელები იქნებიან. კრებულში შესული ესეების უმეტესობა დაწერილია ”შეკვეთით”, როგორც ჟურნალების თემატური ნომრებისთვის, ასევე კონფერენციებზე წაკითხული მოხსენებების საფუძველზე. ასე რომ, სხვადასხვა თემას სხვადასხვა შემთხვევა განსაზღვრავდა: რატომ იქმნიან ადამიანები დღემდე მტრის ხატს? როდის უჩნდება ადამიანის ემბრიონს სული? როგორ აისახება მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესი დიპლომატიურ სამსახურზე?.. უსაზღვრო ერუდიცია ხელს […]
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით, 10-17 ნოემბერს გაიმართება მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეული - საქართველო 2015. კვირეულის ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი არაერთ საინტერესო ღონისძიებას გთავაზობთ: ღონისძიების დასახელება ღონისძიების ჩატარების ადგილი/ მისამართი […]
10 ნოემბერს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში, ილიაუნის სოციალური და კულტურის კვლევის ინსტიტუტის მოწვევით, XX საუკუნის დიდ მოაზროვნეთა შესახებ ლექციათა ციკლის ფარგლებში, ბერლინის ლიტერატურისა და კულტურის კვლევის ცენტრის (ZfL) მკვლევარი, დრ. ფალკო შმიდერი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: ერნსტ ბლოხი - „ნაკვალევები“, „დღევანდელობის მემკვიდრეობა“, „პოლიტიკური მოზომვები, ჟამიანობა, ფორმერცი“. ერნსტ ბლოხი მიეკუთვნება იმ ფიგურათა რიცხვს, […]
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით, 10-17 ნოემბერს გაიმართება მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეული - საქართველო 2015. კვირეულის ფარგლებში, 10 ნოემბერს, 15:00 საათზე, ”ექსპო ჯორჯიას” მე-3 საგამოფენო პავილიონში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პალეოგარემოს რეკონსტრუქციისა და არქეოლოგიური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი ნიკოლოზ თუშაბრამიშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: “პირველყოფილ ადამიანთა უძველესი სადგომ-სახელოსნოები საქართველოში". ფუნქციურად და ტიპოლოგიურად უნიკალური, სტრატიფიცირებული […]
10 ნოემბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი” ჩატარდება გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორის, ზურაბ ჯანელიძის, წიგნის პრეზენტაცია. წიგნი - სახელწოდებით, ”საქართველოს შავიზღვის სანაპირო ზონა. რეტროსპექტრულ-პროგნოზული ანალიზი" - ეხება სანაპირო ზონის განვითარების პალეოგეოგრაფიული პირობების ანალიზს, სანაპირო ზონის თანამედროვე დინამიკას და მის პროგნოზირებას მომავალში. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორის, ზურაბ ჯანელიძის, სამეცნიერო […]
10 ნოემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში გაიმართება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენელთა საკონსულტაციო შეხვედრა ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველებთან. შეხვედრის ფარგლებში, მომხსენებლები მიზნობრივ აუდიტორიას განუმარტავენ საგრანტო კონკურსის პირობებსა და წესს. კონკურსის მიზანია ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო-კვლევითი პროექტების მხარდაჭერის გზით კვლევების ხარისხის ზრდის ხელშეწყობა, კვლევითი უნარ-ჩვევებისა და თემატური ან ინტერდისციპლინური მიმართულებით […]
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით, 10-17 ნოემბერს გაიმართება მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეული - საქართველო 2015. კვირეულის ფარგლებში, 10-დან 17 ნოემბრის ჩათვლით, ყოველდღე, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ ილიაუნის სამეცნიერო კაფეს შეხვედრებს უმასპინძლებს. ილიაუნის სამეცნიერო კაფე გთავაზობთ საინტერესო, ცოცხალ შეხვედრებს ყავისა და ჩაის თანხლებით, სადაც გექნებათ შესაძლებლობა, კვალიფიციური მეცნიერებისგან მიიღოთ თქვენთვის საინტერესო […]
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით, 10-17 ნოემბერს გაიმართება მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეული - საქართველო 2015. კვირეულის ფარგლებში, 10-დან 16 ნოემბრის ჩათვლით, ყოველდღე, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში გაიმართება აქსელერაციის აკადემიის სესიები. სესიების განრიგი: მიხეილ კელენჯერიძე - „ციფრული სამყაროს შესაძლებლობები დიზაინში“ 10 ნოემბერი, 18:00 საათი ეკა ლეფსვერიძე - „ინტელექტუალური საკუთრება“ 11 ნოემბერი, 18:00 […]
11 ნოემბერს, 09:30-დან 17:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია - „აუტიზმი: არსებული სიტუაცია და გამოწვევები საქართველოში“. ერთდღიანი კონფერენცია ხორციელდება ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტისა და საქართველოს აუტიზმის ასოციაციის მხარდაჭერით, პროექტის - „აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვებისა და მოზარდებისათვის სერვისების ჩამოყალიბება საქართველოში“ - ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია ჩეხეთის რესპუბლიკის […]
11 ნოემბერს, ოთხშაბათს, 09:30 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ენერგეტიკის და მდგრადი განვითარების ინსტიტუტის, ანალიტიკური ცენტრის - “მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ (WEG) - და ,,დელოიტ კონსალტინგის“ ერთობლივი ორგანიზებით, ”თიბისი ბანკის” სათაო ოფისში ჩატარდება კონფერენცია: ,,საქართველოს ენერგეტიკული სექტორი - სწრაფვა ევროკავშირისკენ და ელექტროენერგიით ვაჭრობის მექანიზმი“. კონფერენციაზე განხილულ იქნება ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში საქართველოს გაწევრიანებისა და საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულებით […]
11 ნოემბერს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში, ილიაუნის მეწარმე კურსდამთავრებულთა ცენტრის ორგანიზებით, პროექტის - EANET TALKS - ფარგლებში, ილიაუნის მეწარმე კურსდამთავრებული, კომპანია “outline”-ის დამფუძნებელი და “GIFFER”-ის შემქმნელი, გიორგი კონტუაძე, ჩაატარებს ვორკშოპს: გზა სტუდენტობიდან ინოვატორ ბიზნესმენობამდე. დრო: 11 ნოემბერი, 13:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5)
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით, 10-17 ნოემბერს გაიმართება მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეული - საქართველო 2015. კვირეულის ფარგლებში, 12 ნოემბერს, 11:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბოტანიკის ინსტიტუტში ჩატარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირებული იმ ახალგაზრდა მეცნიერების კონფერენცია, რომლებმაც 2014-2015 წლებში მოიპოვეს პასკალის პრემია. კონფერენციის პროგრამა კონფერენციის გახსნა - რექტორი გიგა ზედანია პასკალის პრემიის ახალი ლაურეატების წარდგენა […]
12 ნოემბერს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში, ილიაუნის სოციალური და კულტურის კვლევის ინსტიტუტის მოწვევით, XX საუკუნის დიდ მოაზროვნეთა შესახებ ლექციათა ციკლის ფარგლებში, ბერლინის ლიტერატურისა და კულტურის კვლევის ცენტრის (ZfL) მკვლევარი, დრ. ფალკო შმიდერი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: თეოდორ ადორნო - „განმანათლებლობის დიალექტიკა“, „ნეგატიური დიალექტიკა“. თეოდორ ადორნო, შეიძლება ითქვას, კრიტიკული თეორიის ძირითადი ფიგურაა. მისთვის […]
12 ნოემბერს, ხუთშაბათს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A408 აუდიტორიაში, კურსის - გენდერი და ადამიანის უფლებები - ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა უმასპინძლებს სსიპ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსს, ირმა ალადაშვილს. ქალბატონი ირმა ალადაშვილი ისაუბრებს ოჯახში ძალადობის თემაზე, ფონდის საქმიანობაზე და სერვისებზე, რომელთაც […]
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით, 10-17 ნოემბერს გაიმართება მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეული - საქართველო 2015. კვირეულის ფარგლებში, 13 ნოემბერს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი” გაიმართება ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ქსელში გაწევრიანებული მოსწავლეების კონფერენცია. კონფერენციაზე მოსწავლეები წარადგენენ თავიანთ სკოლაში განხორციელებულ პროექტებს და მიმდინარე კვლევების შედეგებს. კონფერენციაზე მონაწილეობას მიიღებენ მოსწავლეები საქართველოს 13 სკოლიდან, კერძოდ: ბორჯომის N […]
13 ნოემბერს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში, ილიაუნის სოციალური და კულტურის კვლევის ინსტიტუტის მოწვევით, XX საუკუნის დიდ მოაზროვნეთა შესახებ ლექციათა ციკლის ფარგლებში, ბერლინის ლიტერატურისა და კულტურის კვლევის ცენტრის (ZfL) მკვლევარი, დრ. ფალკო შმიდერი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: მიშელ ფუკო - „სიტყვები და საგნები“, არქეოლოგია, გენეალოგია. ფუკო ცოდნის ისტორიის ახალი კვლევის საკვანძო ფიგურაა, კულტურის […]
13 ნოემბერს, პარასკევს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 103 აუდიტორიაში, სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის წვერის, ქეთი გურჩიანის, ორგანიზებით, ანთროპოლოგიური შეხვედრების ფარგლებში, პროფესორი ოლივერ რაისნერი წაიკითხავს მოხსენებას თემაზე - ”ეთნოსი და დემოსი თბილისში: ეთნიკური ჯგუფების ურთიერთდამოკიდებულება ქალაქის დუმაში 1890-1897 წლებში”. მოხსენების ენა: ქართული დრო: 13 ნოემბერი, 16:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 103 აუდიტორია […]
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით, 10-17 ნოემბერს თბილისის საერთაშორისო სამეცნიერო კვირეული გაიმართება. კვირეულის ფარგლებში, 14-15 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ატარებს საქართველოში პირველ ონლაინ GameJam Iliauni-ს, რომელიც კომპიუტერული თამაშების განვითარებით დაინტერესებულ ყველა ადამიანს აერთიანებს. მონაწილეობის პირობები: მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიარონ წინასწარი რეგისტრაცია. სარეგისტრაციო ფორმა: https://goo.gl/JNjNdM რეგისტრაციის ბოლო ვადა: 13 ნოემბერი, 23:59 საათი თამაშის წესები: რეგისტრაციის […]
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით, 10-17 ნოემბერს გაიმართება მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეული - საქართველო 2015. კვირეულის ფარგლებში, 14 ნოემბერს, 13:00 საათზე, ”ექსპო ჯორჯიას”, მე-4 და მე-5 საგამოფენო პავილიონებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეორიული ფიზიკის ინსტიტუტის პროფესორი, ემერიტუსი გია მაჩაბელი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: "კიბორჩხალას ნისლეულის მაღალსიხშირული გამოსხივება". კიბორჩხალას ნისლეული ჩვენი გალაკტიკის ყველაზე გამორჩეული ობიექტია. […]