
11 ნოემბერს, ოთხშაბათს, 09:30 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ენერგეტიკის და მდგრადი განვითარების ინსტიტუტის, ანალიტიკური ცენტრის – “მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ (WEG) – და ,,დელოიტ კონსალტინგის“ ერთობლივი ორგანიზებით, ”თიბისი ბანკის” სათაო ოფისში ჩატარდება კონფერენცია: ,,საქართველოს ენერგეტიკული სექტორი – სწრაფვა ევროკავშირისკენ და ელექტროენერგიით ვაჭრობის მექანიზმი“.
კონფერენციაზე განხილულ იქნება ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში საქართველოს გაწევრიანებისა და საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების საკითხები; მიმოიხილება ელექტროენერგიით ვაჭრობის მექანიზმის მიზანშეწონილობა, არსებული სტატუსი და მისი სამომავლო განვითარება.
ღონისძიების მხარდამჭერები არიან: აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო – ,,მმართველობა განვითარებისათვის“ და ევროკავშირი – „დიალოგი პროგრესისათვის.
დრო: 11 ნოემბერი, 09:30 საათი
ადგილმდებარეობა: ”თიბისი ბანკის” სათაო ოფისი (მარჯანიშვილის ქ. №7)
კონფერენციის სრული პროგრამა იხილეთ აქ.
[wpai_display_imported_files_here]