
10 ნოემბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი” ჩატარდება გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორის, ზურაბ ჯანელიძის, წიგნის პრეზენტაცია. წიგნი – სახელწოდებით, ”საქართველოს შავიზღვის სანაპირო ზონა. რეტროსპექტრულ-პროგნოზული ანალიზი” – ეხება სანაპირო ზონის განვითარების პალეოგეოგრაფიული პირობების ანალიზს, სანაპირო ზონის თანამედროვე დინამიკას და მის პროგნოზირებას მომავალში.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორის, ზურაბ ჯანელიძის, სამეცნიერო იტერესის სფეროებია: ზღვის სანაპირო პროცესები; პროცესები საქართველოში; გეოეკოლოგიური პრობლემები და სხვ.
დრო: 10 ნოემბერი, 16:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი ”ლიგამუსი” (ჭავჭავაძის გამზ. №32)
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]