22 ივნისს, ორშაბათს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი” საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ მოწვეული საერთაშორისო ექსპერტი, Waste Management McDonough Innovation Collaborative-ს მთავარი მრჩეველი და ბიზნესდეველოპერი ლარი ბლექი (Larry Black) წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: მწვანე ეკონომიკა – რესურსების მდგრადი მართვა და ნარჩენების გადამუშავება. ლექციაზე განხილული იქნება შემდეგი თემები: რა შესაძლებლობები არსებობს ნარჩენების გადამუშავების კუთხით; […]
22 ივნისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი” გამომცემლობა „ინტელექტი“ და ილიაუნის ლიტერატურული კლუბი გიწვევთ შეხვედრაზე მწერალ ნინო ხარატიშვილთან. გერმანულენოვანი ქართველი მწერალი, ნინო ხარატიშვილი, წარადგენს საკუთარ რომანს „ჟუჟა“, რომელიც გამომცემლობა „ინტელექტმა“ გერმანულიდან თარგმნა და გამოსცა 2014 წელს. მწერალი, მთარგმნელ ნინო ბურდულთან ერთად, ისაუბრებს პიესების კრებულზე და რომანზე „ჩემი ნაზი ტყუპისცალი“, რომელიც ქართულ ენაზე […]
23-26 ივნისს, 10:30 საათიდან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში ჩატარდება ირანული ენების კვლევის VI საერთაშორისო კონფერენცია. კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება მოხსენებები ირანული ენების სხვადასხვა ასპექტის შესახებ - ირანული ლინგვისტიკის ფორმალური თეორიული პერსპექტივები, კომპიუტერული ლინგვისტიკა, ნეიროლინგვისტიკა, ტიპოლოგიური, დიაქრონული და ფუნქციონალური პერსპექტივები, სოციალური და ეთნოლინგვისტიკა, ქართულ-ირანული ენობრივი ურთიერთობები და ა.შ. კონფერენციაში ქართველ მეცნიერებთან ერთად, […]
23 ივნისს, სამშაბათს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის ორგანიზებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სპეციალისტი, კახაბერ გოშაძე, წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე - “პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა - მითი თუ რეალობა?” საჯარო ლექციის ფარგლებში განხილული იქნება პირადი ცხოვრებისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული აქტუალური და საკვანძო საკითხები. ლექციის შემდეგ გათვალისწინებულია დისკუსია. დრო: 23 ივნისი, 14:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას […]
23 ივნისს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი”, სტუდენტური პროექტის - “Sapere Aude” - ფარგლებში, ახალი ეკონომიკის სკოლის პრეზიდენტი და თავისუფალი ეკონომიკის ინსტიტუტის თანადირექტორი, პაატა შეშელიძე, წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „ბასტია, მიზესი, ლეონი - სამი ნაბიჯი თავისუფლებისკენ“. დრო: 23 ივნისი, 18:00 საათი ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი ”ლიგამუსი” (ჭავჭავაძის გამზ. №32) დასწრება თავისუფალია.
24 ივნისს, ოთხშაბათს, 19:00 საათზე, ილიაუნის თეატრში, შეხვედრების ციკლის - პოეზია და რეციტაცია - ფარგლებში, რატი ამაღლობელი ისაუბრებს შემდეგ თემებზე: მე-19 და მე-20 საუკუნეების მიჯნა - ტექნიკური პროგრესი; ქრისტიანობისა და წარმართობის ხელახალი შეხვედრა ვაგნერთან და პრე-რაფაელიტებთან; მფრინავი ჰოლანდიელი და ტანჰოიზერი; პოეტების შეჯიბრი ვარტბურგის ციხე-კოშკში; ვენუსი და გრაალი; ვაგნერიანული და პრე-რაფაელიტური იმპულსები გალაკტიონის ”არტისტულ ყვავილებში”. მოწვეული […]
24 ივნისს, ოთხშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, ილიაუნის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით, გაიმართება კალიფორნიის (ბერკლის) უნივერსიტეტის შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის პროფესორის, ჰარშა რამის საჯარო ლექცია - „ქართული ლხინის ლიტერატურული საწყისები: ნაციონალური ტრადიციის კოსმოპოლიტური პოეტიკა“. ლექცია გაიმართება ინგლისურ ენაზე, თანმიმდევრული ქართული თარგმანით. ჰარშა რამი - ბერკლის (კალიფორნიის) უნივერსიტეტის შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობისა და სლავური […]
25 ივნისს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B202 აუდიტორიაში, ილიაუნის სამართლის სკოლას, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ეგიდით, ეწვევიან სტრასბურგის მოსამართლეები: Mr. Josep Casadevall- Vice-President of European Court of Human Rights (Andorra) accompanied by his spouse Ms. Maria Cinta Palle Allis. Ms. Ganna Yudkivska – Judge of European Court of Human Rights (Ukraine) Ms. Nona Tsotsoria - Judge of European Court of Human Rights (Georgia) Ms. Fatos Araci - Deputy Section Registrar ) სტრასბურგის მოსამართლეები გამართავენ შეხვედრას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებთან. შეხვედრა წარიმართება კითხვა-პასუხის რეჟიმში. შეხვედრის ენა: ფრანგული (თანმიმდევრული ქართული თარგმანით) დრო: 25 ივნისი, 15:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B202 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. №32)
25 ივნისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში, სამხრეთ კავკასიის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (არისკი) საქართველოს ფილიალი გიწვევთ საჯარო ლექციაზე - "მიღება სამაგისტრო პროგრამებზე ამერიკულ უნივერსიტეტებში". ლექციას წაიკითხავს ტალინ ლინდსი (სამხრეთ კავკასიის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი და პარდუს უნივერსიტეტი). დრო: 25 ივნისი, 17:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. №32) ლექციის ენა: ინგლისური […]
25 ივნისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი” ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და გამომცემლობა” დიოგენე“ გიწვევთ სერია ”ამერიკელების“ მორიგი წიგნის, ჯეფრი იუჯინიდისის რომანის - ”თვითმკვლელი ქალწულები“ - პრეზენტაციაზე. რომანს მთარგმნელი თამარ ლომიძე და პოეტი და მთარგმნელი გია ჯოხაძე წარადგენენ. ”თვითმკვლელი ქალწულები” ბერძნული წარმოშობის ამერიკელი მწერლის, ჯეფრი იუჯინიდისის (1960) პირველი რომანია, რომლის მიხედვითაც ცნობილმა ამერიკელმა […]
26 ივნისს 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი”, ტოლერანტობის სკოლის ფარგლებში, გიორგი მელაძე წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე - რელიგიის ორგანიზაცია. საჯარო ლექციების ციკლი ტოლერანტობის სკოლის ფარგლებში ახალი პროექტია, რომელსაც ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად, 2015 წლის თებერვლიდან ახორციელებს ყოველ პარასკევს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“. ტოლერანტობის […]
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი-სა და ილიაუნის სტუდენტური კლუბის, ერთიანი ძალის, ორგანიზებით, 27 ივნისს, შაბათს, 12:00 საათიდან 16:00 საათამდე გაიმართება უნიმარკეტი#13ივნისი , რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველას. გასაყიდ ნივთებს გამოიტანენ ილიაუნის ლექტორები, ადმინისტრაცია, სტუდენტები და სხვა დაინტერესებული ადამიანები. უნიმარკეტი#13ივნისი - დან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს. იმისთვის, რომ სივრცე შესაბამისად მოწყობილი დაგახვედროთ და განსაზღვრული […]