15 ივნისს, ორშაბათს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის F 303 ოთახში, შუა საუკუნეების კვლევების პროგრამის ფარგლებში, გაიმართება სემინარი თემაზე - გვიანანტიკური და ადრექრისტიანული ხანის ქართული ეპიგრაფიკული ძეგლები. მომხსენებლები: მარიამ (მაია) ნინიძე, ლადო ჭელიძე თემა: არმაზული ლიგატურები მომხსენებელი: მარიამ (მაია) ნინიძე თემა: ნეკრესისა და რუსთავის წარწერები სემინარის დრო: 15 ივნისი, 18:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის […]
17 ივნისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი”, შეხვედრების სერიის - „ფსიქოანალიზი საუნივერსიტეტო სივრცეში“ - ფარგლებში, ილიაუნის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტი გიწვევთ ფსიქოანალიტიკოსისა და ფსიქოთერაპევტის, საქართველოს ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის საზოგადოების თავმჯდომარის, საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური ასოციაციის კანდიდატის, ხათუნა ივანიშვილის, საჯარო ლექციაზე - „ოიდიპოსის კომპლექსი დღეს“. ოიდიპოსის კომპლექსი ფსიქოანალიზში აღიარებულია პიროვნების სტრუქტურის მაორგანიზებელ ცენტრალურ ელემენტად. ის […]
18 და 19 ივნისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში მერილენდის უნივერსიტეტის პროფესორი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი მარიამ ლეკვეიშვილი ჩაატარებს ვორკშოპს თემაზე: ”ფილოგენეზის კვლევის თანამედროვე მეთოდები”. ვორკშოპი ჩატარდება ილიაუნის ზოოლოგიის ინსტიტუტის მიმდინარე პროექტის - ” საქართველოს ბუნებრივი და აგროსისტემების ცხოველთა მრავალფეროვნება, მონიტორინგი, ბიოკონტროლი” - ფარგლებში. ვორკშოპში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, შეავსოთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა და გამოაგზავნოთ შემდეგ […]
18 ივნისს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 407 აუდიტორიაში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით, გაიმართება შეხვედრა ყრუთა კავშირისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი ინიციატივის - ჟესტური ენის ბანკი (http://ge.signwiki.org) - პოპულარიზებისა და მისი დაინტერესებული მხარეებისთვის გაცნობის მიზნით. შეხვედრას დაესწრებიან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, შრომის, სოციალური დაცვისა და ჯანმრთელობის სამინისტროს, ყრუთა კავშირის წარმომადგენლები, ასევე -შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები, შშმ პირები და მათი მშობლები. დრო: 18 ივნისი, 15:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო […]
19 ივნისს, 9:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში სამხრეთ კავკასიის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი (არისკი) გიწვევთ საერთაშორისო სიმპოზიუმზე: „განათლება სამხრეთ კავკასიაში: მოდერნიზაცია, ინოვაცია და სამომავლო ტენდენციები“ სიმპოზიუმი ინტერდისციპლინურია და მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში განათლების რეფორმების, წარსული და მიმდინარე გამოწვევებისა და ახალი მიმართულებების კვლევას. სიმპოზიუმის მიზანია, განსაზღვროს განათლების წინაშე მდგარი კულტურულად სპეციფიური გამოწვევები სომხეთში, საქართველოსა […]
19 ივნისს, 11:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E117 აუდიტორიაში (ფსიქიკური ჯანმრთელობის რესურსცენტრში), საქართველოს ჯგუფური ფსიქოთერაპიის ასოციაციისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქიკური ჯანმრთელობის რესურსცენტრის მოწვევით, მეცნიერებათა დოქტორი, ამერიკის ჯგუფური ფსიქოთერაპიის ასოციაციის ვიცეპრეზიდენტი და ჯგუფური ფსიქოთერაპიის სახელმძღვანელოს თანარედაქტორი, ჯეფრი კლაინბერგი, წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „როგორ ახდენს ჯგუფური ფსიქოთერაპია ემოციური იარების განკურნებას კლინიკაში, თემსა და მთელ მსოფლიოში“. ლექცია […]