BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20150101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150622T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150622T140000
DTSTAMP:20260612T222510
CREATED:20150617T133429Z
LAST-MODIFIED:20240202T073005Z
UID:10003378-1434981600-1434981600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საერთაშორისო ექსპერტის\, ლარი ბლექის საჯარო ლექცია: მწვანე ეკონომიკა – რესურსების მდგრადი მართვა და ნარჩენების გადამუშავება
DESCRIPTION:22 ივნისს\, ორშაბათს\, 14:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი” საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ მოწვეული საერთაშორისო ექსპერტი\, Waste Management McDonough Innovation Collaborative-ს მთავარი მრჩეველი და ბიზნესდეველოპერი ლარი ბლექი (Larry Black) წაიკითხავს \nსაჯარო ლექციას თემაზე: მწვანე ეკონომიკა – რესურსების მდგრადი მართვა და ნარჩენების გადამუშავება. \nლექციაზე განხილული იქნება შემდეგი თემები: რა შესაძლებლობები არსებობს ნარჩენების გადამუშავების კუთხით; როგორ შეიძლება შევამციროთ პროდუქტების და მათი შესაფუთი მასალის მავნე ზემოქმედება გარემოზე; როგორ უნდა წავახალისოთ ნარჩენების გადამუშავება. \nდრო: 22 ივნისი\, 14:00 საათი\nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი ”ლიგამუსი” \nდასწრება თავისუფალია. \n  \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/saerthashoriso-eqspertis-lari-bleqis-sajaro-leqtsia-mtsvane-ekonomika-resursebis-mdgradi-marthva-da-narchenebis-gadamushaveba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/06/13517.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150622T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150622T190000
DTSTAMP:20260612T222510
CREATED:20150610T131957Z
LAST-MODIFIED:20240202T073001Z
UID:10003377-1434999600-1434999600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში - შეხვედრა მწერალ ნინო ხარატიშვილთან
DESCRIPTION:22 ივნისს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი” გამომცემლობა „ინტელექტი“ და ილიაუნის ლიტერატურული კლუბი გიწვევთ შეხვედრაზე მწერალ ნინო ხარატიშვილთან. \nგერმანულენოვანი ქართველი მწერალი\, ნინო ხარატიშვილი\, წარადგენს საკუთარ რომანს „ჟუჟა“\, რომელიც გამომცემლობა „ინტელექტმა“ გერმანულიდან თარგმნა და გამოსცა 2014 წელს. მწერალი\, მთარგმნელ ნინო ბურდულთან ერთად\, ისაუბრებს პიესების კრებულზე და რომანზე „ჩემი ნაზი ტყუპისცალი“\, რომელიც ქართულ ენაზე უახლოეს მომავალში გამოიცემა. \nნინო ხარატიშვილი დაიბადა 1983 წლის 8 ივნისს\, თბილისში. დაამთავრა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის კინოდოკუმენტალისტიკის ფაკულტეტი. 2003 წელს ჩააბარა ჰამბურგის თეატრის აკადემიაში\, დრამის რეჟისურის ფაკულტეტზე. \n2008 წელს\, ჰამბურგში მისი პიესა\, სახელწოდებით ”Z”\, ისეთი წარმატებული აღმოჩნდა\, რომ მიწვეულ იქნა რამდენიმე ფესტივალზე. მას ასევე\, მიღებული აქვს თეატრალური პრემიები: როლფ-მარეს პრიზი ”აგონიის” დადგმისათვის ჰამბურგის ლიხტჰოფის თეატრში და ჰაიდელბერგის თეატრალური ფესტივალის მთავარ პრიზი პიესისათვის ”ლივშტაინი”. ნინო ხარატიშვილმა სწორედ მაშინ მიიქცია გამომცემლობის ”ფერლაგ დერ აუტორენ” ყურადღება. მისი პიესები წარმატებით იდგმება ვენაში\, მოსკოვში\, ვისბადენში\, ბერლინში\, ჰამბურგში\, თბილისში\, ბრუხზალში\, გიოტინგენში\, საარბრიუკენში. \n2010 წელს ნინო ხარატიშვილს გადაეცა გერმანული წიგნის პრემია სადებიუტო რომანისთვის ”ჟუჟა”. ის გახდა ადალბერტ ფონ შამისოს პრემიის ლაურეატიც\, რომელსაც ბავარიის ხელოვნების აკადემია და რობერტ ბოშის ფონდი გადასცემს ლიტერატორებს. \n2011 წელს რომანისთვის ”ჩემი ნაზი ტყუპისცალი” ნინო ხარატიშვილმა დამოუკიდებელ გერმანელ გამომცემელთა პრემია მიიღო. \n2014 წელს გერმანულ ენაზე გამოსულმა მესამე რომანმა – ”მერვე სიცოცხლე (ბრილკასთვის)” – ავტორს დიდი პოპულარობა მოუტანა მთელ გერმანიასა და მის საზღვრებს გარეთ. \nნინო ხარატიშვილის წიგნები თარგმნილი და გამოცემულია ინგლისურ\, იტალიურ\, ფრანგულ\, პოლონურ\, ბერძნულ\, ჰოლანდიურ\, თურქულ\, ბულგარულ და ქართულ ენებზე. \nდრო: 22 ივნისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი ”ლიგამუსი” (ჭავჭავაძის გამზ. №32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-literaturul-klubshi-shekhvedra-mtseral-nino-kharatishvilthan/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/06/13556.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150623T103000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150623T103000
DTSTAMP:20260612T222510
CREATED:20150619T141222Z
LAST-MODIFIED:20241122T110916Z
UID:10003376-1435055400-1435055400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ირანული ენების კვლევის VI საერთაშორისო კონფერენცია
DESCRIPTION:23-26 ივნისს\, 10:30 საათიდან\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში ჩატარდება ირანული ენების კვლევის VI საერთაშორისო კონფერენცია. კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება მოხსენებები ირანული ენების სხვადასხვა ასპექტის შესახებ – ირანული ლინგვისტიკის ფორმალური თეორიული პერსპექტივები\, კომპიუტერული ლინგვისტიკა\, ნეიროლინგვისტიკა\, ტიპოლოგიური\, დიაქრონული და ფუნქციონალური პერსპექტივები\, სოციალური და ეთნოლინგვისტიკა\, ქართულ-ირანული ენობრივი ურთიერთობები და ა.შ. კონფერენციაში ქართველ მეცნიერებთან ერთად\, მონაწილეობას მიიღებენ გერმანელი\, ფრანგი\, ირანელი\, შვედი\, ფინელი\, ამერიკელი\, ინგლისელი და სხვა უცხოელი მეცნიერები. \nკონფერენციის პროგრამა იხილეთ აქ. \nდრო: 23-26 ივნისი\, 10:30 საათიდან \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. №1) \nდასწრება თავისუფალია. \n  \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iranuli-enebis-kvlevis-vi-saerthashoriso-konpherentsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/06/13552.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150623T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150623T140000
DTSTAMP:20260612T222510
CREATED:20150621T095800Z
LAST-MODIFIED:20240202T072955Z
UID:10003375-1435068000-1435068000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:კახაბერ გოშაძის საჯარო ლექცია: პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა - მითი თუ რეალობა?
DESCRIPTION:23 ივნისს\, სამშაბათს\, 14:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის ორგანიზებით\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სპეციალისტი\, კახაბერ გოშაძე\, წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე – “პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა – მითი თუ რეალობა?” \nსაჯარო ლექციის ფარგლებში განხილული იქნება პირადი ცხოვრებისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული აქტუალური და საკვანძო საკითხები. ლექციის შემდეგ გათვალისწინებულია დისკუსია. \nდრო: 23 ივნისი\, 14:00 საათი\nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B 101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ.: №32)\nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/kakhaber-goshadzis-sajaro-leqtsia-piradi-tskhovrebis-khelsheukhebloba-mithi-thu-realoba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/06/12973.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150623T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150623T180000
DTSTAMP:20260612T222510
CREATED:20150619T061244Z
LAST-MODIFIED:20240202T072952Z
UID:10003374-1435082400-1435082400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პაატა შეშელიძის საჯარო ლექცია: „ბასტია\, მიზესი\, ლეონი - სამი ნაბიჯი თავისუფლებისკენ“
DESCRIPTION:23 ივნისს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი”\, სტუდენტური პროექტის – “Sapere Aude” – ფარგლებში\, ახალი ეკონომიკის სკოლის პრეზიდენტი და თავისუფალი ეკონომიკის ინსტიტუტის თანადირექტორი\, პაატა შეშელიძე\, წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „ბასტია\, მიზესი\, ლეონი – სამი ნაბიჯი თავისუფლებისკენ“. \nდრო: 23 ივნისი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი ”ლიგამუსი” (ჭავჭავაძის გამზ. №32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/paata-sheshelidzis-sajaro-leqtsia-bastia-mizesi-leoni-sami-nabiji-thavisuphlebisken/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/06/13546.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150624T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150624T190000
DTSTAMP:20260612T222510
CREATED:20150622T133300Z
LAST-MODIFIED:20240202T072948Z
UID:10003373-1435172400-1435172400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:რატი ამაღლობელის “სიტყვის სახელოსნო”: ვაგნერი და პრე-რაფაელიტები გალაკტიონის ”არტისტულ ყვავილებში”
DESCRIPTION:24 ივნისს\, ოთხშაბათს\, 19:00 საათზე\, ილიაუნის თეატრში\, შეხვედრების ციკლის – პოეზია და რეციტაცია – ფარგლებში\, რატი ამაღლობელი ისაუბრებს შემდეგ თემებზე: მე-19 და მე-20 საუკუნეების მიჯნა – ტექნიკური პროგრესი; ქრისტიანობისა და წარმართობის ხელახალი შეხვედრა ვაგნერთან და პრე-რაფაელიტებთან; მფრინავი ჰოლანდიელი და ტანჰოიზერი; პოეტების შეჯიბრი ვარტბურგის ციხე-კოშკში; ვენუსი და გრაალი; ვაგნერიანული და პრე-რაფაელიტური იმპულსები გალაკტიონის ”არტისტულ ყვავილებში”. მოწვეული სტუმარი\, მსახიობი ნატო მურვანიძე დამსწრე აუდიტორიას წაუკითხავს ლექსებს გალაკტიონ ტაბიძის კრებულიდან ”არტისტული ყვავილები”. \nდრო: 24 ივნისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიაუნის თეატრი (ჭავჭავაძის გამზ. №32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/rati-amaghlobelis-sitqhvis-sakhelosno-vagneri-da-pre-raphaelitebi-galaktionis-artistul-qhvavilebshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/06/13379.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150624T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150624T190000
DTSTAMP:20260612T222510
CREATED:20150622T134532Z
LAST-MODIFIED:20240202T072947Z
UID:10003371-1435172400-1435172400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორის\, ჰარშა რამის\, საჯარო ლექცია - „ქართული ლხინის ლიტერატურული საწყისები: ნაციონალური ტრადიციის კოსმოპოლიტური პოეტიკა“
DESCRIPTION:24 ივნისს\, ოთხშაბათს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“\, ილიაუნის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით\, გაიმართება კალიფორნიის (ბერკლის) უნივერსიტეტის შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის პროფესორის\, ჰარშა რამის საჯარო ლექცია – „ქართული ლხინის ლიტერატურული საწყისები: ნაციონალური ტრადიციის კოსმოპოლიტური პოეტიკა“. ლექცია გაიმართება ინგლისურ ენაზე\, თანმიმდევრული ქართული თარგმანით. \nჰარშა რამი – ბერკლის (კალიფორნიის) უნივერსიტეტის შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობისა და სლავური ენებისა და ლიტერატურების ფაკულტეტის პროფესორი. ჰარშა რამის აკადემიური საქმიანობა და ინტერესი მრავალ დისციპლინაზე\, რამდენიმე საუკუნესა და თითქმის სამყაროს ნახევარზე ვრცელდება\, მათ შორის რუსულ\, ქართულ ინდურ და იტალიურ ლიტერატურებზე\, შედარებით მოდერნულობებსა და ნაციონალიზმის\, იმპერიალიზმისა და კოსმოპოლიტიზმის თეორიებზე. მის ნაშრომებში რუსული და ევროპულ რომანტიზმი\, სიმბოლიზმი და ავანგარდია განხილული. ამ დროისთვის მისი ბოლო ნაშრომია „იმპერიული ამაღლებული: იმპერიის რუსული პოეტიკა“ (2003). მისი მომავალი პროექტის სათაურია „გზაგასაყართა ქალაქი: ტიფლისური მოდერნიზმი და რუსულ-ქართული შეჯახება“. \n„ქართული ლხინის ლიტერატურული საწყისები: ნაციონალური ტრადიციის კოსმოპოლიტური პოეტიკა“\nლხინის\, სმისა და სადღეგრძელოს გაერთიანებით ქართულმა ნადიმობამ ნაციონალური შტრიხის სტატუსი შეიძინა. მაგრამ რამდენად უნიკალურია ქართული ლხინი? როგორც ჩანს\, სადღეგრძელოს ქართული პრაქტიკა ღრმად ლიტერატურული მიმოცვლის ნაყოფია\, რომელიც კავკასიის რეგიონის ფარგლებს სცდება და რომანტიკული პოეზიის რუსულ და ბრიტანულ ტრადიციებზე მიუთითებს. ამ გენეალოგიის გამოკვლევა აჩვენებს\, თუ როგორ გამოიწრთო „ნაციონალური“ ზნე-ჩვეულება მეცხრამეტე საუკუნის ქართულ და რუსულ ელიტებს შორის წარმართული სოციალური ინტერაქციებისგან. ამგვარად\, ჩემი მოხსენება კონტრიბუციაა ნაციონალურს\, იმპერიულსა და კოსმოპოლიტურს შორის არსებული მიმართებების გარშემო მიმდინარე დებატებში და ცდილობს\, აჩვენოს\, თუ როგორ შეიძლება ლიტერატურის ისტორიამ და ფილოლოგიამ პროდუქტიული დიალოგი აწარმოოს პოსტსაბჭოთა ანთროპოლოგიასა და რუსული ისტორიოგრაფიის „იმპერიულ შემობრუნებასთან“. \nდრო: 24 ივნისი\, 19:00 საათი\nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/kaliphorniis-universitetis-prophesoris-harsha-ramis-sajaro-leqtsia-qarthuli-lkhinis-literaturuli-satsqhisebi-natsionaluri-traditsiis-kosmopolituri-poetika/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/06/13560.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150625T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150625T150000
DTSTAMP:20260612T222510
CREATED:20150622T105340Z
LAST-MODIFIED:20240202T072942Z
UID:10003369-1435244400-1435244400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:შეხვედრა სტრასბურგის მოსამართლეებთან
DESCRIPTION:25 ივნისს\, 15:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B202 აუდიტორიაში\, ილიაუნის სამართლის სკოლას\, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ეგიდით\, ეწვევიან სტრასბურგის მოსამართლეები: \n\nMr. Josep Casadevall- Vice-President of European Court of Human Rights (Andorra) accompanied by his spouse Ms. Maria Cinta Palle Allis.\nMs. Ganna Yudkivska – Judge of European Court of Human Rights (Ukraine)\nMs. Nona Tsotsoria – Judge of European Court of Human Rights (Georgia)\nMs. Fatos Araci – Deputy Section Registrar )\n\nსტრასბურგის მოსამართლეები გამართავენ შეხვედრას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებთან. შეხვედრა წარიმართება კითხვა-პასუხის რეჟიმში. \nშეხვედრის ენა: ფრანგული (თანმიმდევრული ქართული თარგმანით) \nდრო: 25 ივნისი\, 15:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B202 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. №32) \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/shekhvedra-strasburgis-mosamarthleebthan/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/06/13559.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150625T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150625T170000
DTSTAMP:20260612T222510
CREATED:20150611T080155Z
LAST-MODIFIED:20240202T072938Z
UID:10003367-1435251600-1435251600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ტალინ ლინდსი: "მიღება სამაგისტრო პროგრამებზე ამერიკულ უნივერსიტეტებში"
DESCRIPTION:25 ივნისს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში\, სამხრეთ კავკასიის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (არისკი) საქართველოს ფილიალი გიწვევთ საჯარო ლექციაზე – “მიღება სამაგისტრო პროგრამებზე ამერიკულ უნივერსიტეტებში”. \nლექციას წაიკითხავს ტალინ ლინდსი (სამხრეთ კავკასიის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი და პარდუს უნივერსიტეტი). \nდრო: 25 ივნისი\, 17:00 საათი\nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. №32)\nლექციის ენა: ინგლისური\nდასწრება თავისუფალია. \nდამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ www.arisc.org. \n*****\nარისკი ეწინააღმდეგება ადამიანთა დისკრიმინაციას რასის\, ფერის\, ეროვნების\, რელიგიის\, სქესის\, ფიზიკური და ფსიქიკური შეზღუდულობის\, ჯანმრთელობის მდგომარეობის\, წინაპრების\, ოჯახური მდგომარეობის\, ასაკის\, სექსუალური ორიენტაციის\, ან ვეტერანის სტატუსის გამო. \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/talin-lindsi-migheba-samagistro-programebze-amerikul-universitetebshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/06/13233.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150625T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150625T190000
DTSTAMP:20260612T222510
CREATED:20150622T075617Z
LAST-MODIFIED:20240202T072936Z
UID:10003366-1435258800-1435258800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ჯეფრი იუჯინიდისის ”თვითმკვლელი ქალწულები“ - წიგნის პრეზენტაცია
DESCRIPTION:25 ივნისს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი” ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და გამომცემლობა” დიოგენე“ გიწვევთ სერია ”ამერიკელების“ მორიგი წიგნის\, ჯეფრი იუჯინიდისის რომანის – ”თვითმკვლელი ქალწულები“ – პრეზენტაციაზე. რომანს მთარგმნელი თამარ ლომიძე და პოეტი და მთარგმნელი გია ჯოხაძე წარადგენენ. \n”თვითმკვლელი ქალწულები” ბერძნული წარმოშობის ამერიკელი მწერლის\, ჯეფრი იუჯინიდისის (1960) პირველი რომანია\, რომლის მიხედვითაც ცნობილმა ამერიკელმა რეჟისორმა\, სოფია კოპოლამ სრულმეტრაჟიანი ფილმი გადაიღო. გასული საუკუნის 70-იან წლებში\, მიჩიგანის შტატის ქალაქ გროს-პოინტში\, ლისბონების ოჯახში მომხდარ ტრაგიკულ მოვლენებს ერთმნიშვნელოვანი ახსნა არ აქვს. ლისბონების გოგონების – ერთი შეხედვით\, ჩვეულებრივი ამერიკელი მოზარდების – თითოეული ნაბიჯი თავზარდამცემად ლოგიკურიცაა და\, ამავე დროს\, ალოგიკურიც. სიცოცხლისა და სიყვარულის წყურვილი\, სქესობრივი ლტოლვა\, თავისუფლებისკენ სწრაფვა საბედისწეროდ სახეცვლილი წარმოგვიდგება ჯეფრი იუჯინიდისის ამ წიგნში. \nდრო: 25 ივნისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი ”ლიგამუსი” (ჭავჭავაძის გამზ. №32) \nდასწრება თავისუფალია. \n  \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/jephri-iujinidisis-thvithmkvleli-qaltsulebi-tsignis-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/06/13555.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150626T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150626T190000
DTSTAMP:20260612T222510
CREATED:20150618T063900Z
LAST-MODIFIED:20240202T072934Z
UID:10003365-1435345200-1435345200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:გიორგი მელაძის საჯარო ლექცია: რელიგიის ორგანიზაცია
DESCRIPTION:26 ივნისს 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი”\, ტოლერანტობის სკოლის ფარგლებში\, გიორგი მელაძე წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე – რელიგიის ორგანიზაცია. \nსაჯარო ლექციების ციკლი ტოლერანტობის სკოლის ფარგლებში ახალი პროექტია\, რომელსაც ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად\, 2015 წლის თებერვლიდან ახორციელებს ყოველ პარასკევს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“. \nტოლერანტობის სკოლის სალექციო კურსი მოიცავს 12 საჯარო ლექციას და ხორციელდება ჰოლანდიის საელჩოს მხარდაჭერით\, პროექტის -„ტოლერანტობის\, რელიგიის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების დაცვის ხელშეწყობა საქართველოში“ – ფარგლებში. \nტოლერანტობის სკოლის მიზანია\, ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში ტოლერანტობის\, რელიგიის თავისუფლებისა და სეკულარული პრინციპების შესახებ ცოდნის გაღრმავებასა და აღნიშნულ საკითხებზე დისკუსიას. \nლექციებს აღნიშნულ თემებზე წაიკითხავენ მოწვეული ლექტორები და მკვლევრები როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან\, ასევე სხვა უნივერსიტეტებიდან და კვლევითი ორგანიზაციებიდან. ლექციების შემდეგ გათვალისწინებულია დისკუსია. \nლექციის დრო: 26 ივნისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი ”ლიგამუსი” (ჭავჭავაძის გამზ. №32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/giorgi-meladzis-sajaro-leqtsia-religiis-organizatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/06/13448.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150627T120000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150627T120000
DTSTAMP:20260612T222510
CREATED:20150619T101131Z
LAST-MODIFIED:20240202T072932Z
UID:10003363-1435406400-1435406400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:უნიმარკეტი  სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი-სა და ილიაუნის სტუდენტური კლუბის\, ერთიანი ძალის\, ორგანიზებით\, 27 ივნისს\, შაბათს\, 12:00 საათიდან 16:00 საათამდე გაიმართება უნიმარკეტი#‎13ივნისი \, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველას. გასაყიდ ნივთებს გამოიტანენ ილიაუნის ლექტორები\, ადმინისტრაცია\, სტუდენტები და სხვა დაინტერესებული ადამიანები. \nუნიმარკეტი#‎13ივნისი – დან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს. \nიმისთვის\, რომ სივრცე შესაბამისად მოწყობილი დაგახვედროთ და განსაზღვრული იყოს ყველას ადგილი და გათვალისწინებული საჭიროებები\, შეგვივსეთ მარტივი\, რამდენიმეველიანი სარეგისტრაციო ფორმა. \nადგილმდებარეობა: ილიაუნის A კორპუსის წინა ეზო (ილია ჭავჭავაძის გამზ. # 32) \nსაკონტაქტო ინფორმაცია:\n599 222 871\npr@iliauni.edu.ge \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/unimarketi-stiqiith-dazaralebultha-dasakhmareblad/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/06/13548.png
END:VEVENT
END:VCALENDAR