კორეის კვირეული ილიაუნიში: QUIZ ON KOREA 2022

თბილისში კორეის რესპუბლიკის საელჩოს ოფისის ორგანიზებითა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით 14 მაისს გაიმართება მასშტაბური ღონისძიება Quiz on Korea, რომელიც კორეული კულტურისა და ენის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. ღონისძიება შედგება ვიქტორინისა (Quiz on Korea) და კულტურული- ღონისძიებისგან (K-Culture Contest), რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ კორეული კულტურითა და კორეული ენის შესწავლით დაინტერესებული წინასწარ რეგისტრირებული მონაწილეები. ღონისძიება ჰიბრიდულ ფორმატში წარიმართება და […]

ჩო ჯუკვანის საჯარო ლექცია: თარგმნის მნიშვნელობა კულტურული ურთიერთობების ჩამოყალიბების პროცესში

კორეის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლის იუბილეს აღსანიშნავად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დაგეგმილი კორეის კვირეულის ფარგლებში, 17 მაისს, 11:00 საათზე, იონსეის უნივერსიტეტის ყოფილი პროფესორი, „ვეფხისტყაოსნის“ კორეულ ენაზე მთარგმნელი ჩო ჯუკვანი გამართავს საჯარო ლექციას თემაზე: „თარგმნის მნიშვნელობა კულტურული ურთიერთობების ჩამოყალიბების პროცესში“. პროფესორი ჩო ჯუკვანი დამსწრე აუდიტორიას გაუზიარებს „ვეფხისტყაოსნის“ თარგმნისას მიღებულ გამოცდილებას, გააკეთებს ისტორიულ და […]

ოთარ ბერეჟიანის საჯარო ლექცია: კორეული ტალღა – როგორ შეიქმნა და რა მოუტანა სამხრეთ კორეას კულტურული ექსპორტის წარმატებულმა პოლიტიკამ

კორეის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლის იუბილეს აღსანიშნავად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დაგეგმილი კორეის კვირეულის ფარგლებში, 17 მაისს, 12:00 საათზე. ჰანკუკის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი ოთარ ბერეჟიანი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე „კორეული ტალღა – როგორ შეიქმნა და რა მოუტანა სამხრეთ კორეას კულტურული ექსპორტის წარმატებულმა პოლიტიკამ“. ლექციის შესახებ ბოლო წლების განმავლობაში კორეულმა ფილმებმა, მომღერლებმა და […]

ერიკ ლის ვორქშოფი: „ისტორიული პროზა: რატომ და როგორ ვწერ”

საქართველოს მწერალთა სახლი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და გამომცემლობა „ზიარი“ გიწვევთ ამერიკელი ავტორისა და მკვლევრის, ერიკ ლის ვორქშოფზე „ისტორიული პროზა: რატომ და როგორ ვწერ”, რომელიც შედგება 17 მაისს, 14:00-დან 18:00 საათამდე, მწერალთა სახლში, თბილისში (ი. მაჩაბლის ქ. N13). ერიკ ლი მრავალი სტატიის, წიგნისა და კვლევის ავტორია. ის იკვლევს მე-20 საუკუნის ისტორიას; საქართველოზე გამოქვეყნებული აქვს ორი წიგნი: „ექსპერიმენტი, მივიწყებული ქართული […]

დახურული ვორკშოპი ილიაუნის კორეული ენის კურსის სტუდენტებისთვის

კორეის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლის იუბილეს აღსანიშნავად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დაგეგმილი კორეის კვირეულის ფარგლებში, 17 მაისს, 14:00 საათზე, ჰანკუკის უცხო ენათა უნივერსიტეტის (კორეის რესპუბლიკა) წარმომადგენლები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კორეული ენის კურსის სტუდენტებისთვის გამართავენ დახურული ვორკშოპების სერიას თემებზე: კორეული ენისა და დამწერლობის პრაქტიკული თავისებურებები; ქალ მწერალთა როლი ტრადიციულ კორეულ საზოგადოებაში. ვორკშოპი 3 […]

უკრაინელი პროფესორები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში

უკრაინის სამეცნიერო საზოგადოების სოლიდარობისთვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა მიმდინარე წლის მარტში დააარსა პროგრამა რისკის ქვეშ მყოფი აკადემიური პერსონალის მხარდასაჭერად. პროგრამა მიზნად ისახავდა საფრთხის ქვეშ მყოფ უკრაინელ მეცნიერთა და მათი ოჯახების წევრთათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფას. პროგრამის ფარგლებში 2022 წლის მაისიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვივნენ კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორი ელენა შევჩენკო და უკრაინის ეროვნული საავიაციო […]

კონკურსი კორეულ მეტყველებაში საკვირაო სკოლის მოსწავლეებისთვის

კორეის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლის იუბილეს აღსანიშნავად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დაგეგმილი კორეის კვირეულის ფარგლებში, 18 მაისს, 11:00 საათზე, ილიაუნის საკვირაო სკოლის კორეული ენის (A1-1 დონე) შემსწავლელი პროგრამის კურსდამთავრებულებისთვის გაიმართება კონკურსი კორეულ მეტყველებაში. ილიაუნის კორეული ენისა და კულტურის სტუდენტური კლუბის ორგანიზებით ილიაუნის საკვირაო სკოლის ფარგლებში კორეული ენის A1-1 დონეს კონკურსის წესით შერჩეული […]

კორეული ტრადიციული თამაშები

კორეის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლის იუბილეს აღსანიშნავად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი პარტნიორი კორეული უნივერსიტეტების, ასოციაციებისა და დიპლომატიური უწყებების მხარდაჭერით ორგანიზებას გაუწევს კორეის კვირეულს, რომელიც გაიმართება 2022 წლის 14-20 მაისს. კვირეულის ფარგლებში 18 მაისს, 15:30 საათზე, გიწვევთ კორეულ ტრადიციულ თამაშებში მონაწილეობის მისაღებად. თქვენ შეძლებთ გაეცნოთ ინტრუქციებს და მონაწილეობა მიიღოთ ისეთ თამაშებში, როგორებიცაა: ჰანბოკი, […]

საზაფხულო ვებინარების სერია

18 მაისიდან 2 ივლისის ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადიქციის კვლევების სამაგისტრო პროგრამის სამუშაო ჯგუფისა და ტომაშ ზაბრანსკის სახ. ადიქტოლოგიის ინსტიტუტის ინიციატივით იგეგმება საზაფხულო ვებინარების სერია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ამავე პროგრამის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლები, სტუდენტები და კურსდამთავრებულები. ვებინარები ეხება თანამედროვე კვლევებზე დაყრდნობით ადიქტოლოგიის მეცნიერებისა და პრაქტიკის აქტუალური თემების განხილვას.  ვებინარების კალენდარი 18 […]

საზაფხულო ვებინარების სერია: „კანაფის პოლიტიკა და თანამედროვე კვლევები“

18 მაისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადიქციის კვლევების სამაგისტრო პროგრამის სამუშაო ჯგუფისა და ტომაშ ზაბრანსკის სახ. ადიქტოლოგიის ინსტიტუტის ინიციატივით დაგეგმილი საზაფხულო ვებინარების სერიის ფარგლებში გაიმართება ვებინარი თემაზე: „კანაფის პოლიტიკა და თანამედროვე კვლევები“. მომხსენებელი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი დავით ოთიაშვილი მონაწილეები: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი ირმა კირთაძე, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის […]