
18 მაისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადიქციის კვლევების სამაგისტრო პროგრამის სამუშაო ჯგუფისა და ტომაშ ზაბრანსკის სახ. ადიქტოლოგიის ინსტიტუტის ინიციატივით დაგეგმილი საზაფხულო ვებინარების სერიის ფარგლებში გაიმართება ვებინარი თემაზე: „კანაფის პოლიტიკა და თანამედროვე კვლევები“.
მომხსენებელი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი დავით ოთიაშვილი
მონაწილეები: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი ირმა კირთაძე, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი ზვიად ზალიკიანი
მოდერატორი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ჯანა ჯავახიშვილი
ვებინარში მონაწილეობას მიიღებენ ამავე პროგრამის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლები, სტუდენტები და კურსდამთავრებულები.
დრო: 18 მაისი, 16:00 საათი
ფორმატი: ჰიბრიდული, წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე
ვებინარზე დასასწრებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია. რეგისტრაციისას მითითებულ საკონტაქტო მისამართზე გამოგეგზავნებათ ღონისძიებაზე დასასწრებად საჭირო ინფორმაცია.
სარეგისტრაციო ფორმა: https://bit.ly/3wxUmdN
Live – ღონისძიების ბმული: https://bit.ly/3wzbU9f
2022 წელი
[wpai_display_imported_files_here]