Loading Events

« All Events

  • This event has passed.

ჩო ჯუკვანის საჯარო ლექცია: თარგმნის მნიშვნელობა კულტურული ურთიერთობების ჩამოყალიბების პროცესში

მაისი 17, 2022 / 11:00

კორეის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლის იუბილეს აღსანიშნავად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დაგეგმილი კორეის კვირეულის ფარგლებში, 17 მაისს, 11:00 საათზე, იონსეის უნივერსიტეტის ყოფილი პროფესორი, „ვეფხისტყაოსნის“ კორეულ ენაზე მთარგმნელი ჩო ჯუკვანი გამართავს საჯარო ლექციას თემაზე: „თარგმნის მნიშვნელობა კულტურული ურთიერთობების ჩამოყალიბების პროცესში“.

პროფესორი ჩო ჯუკვანი დამსწრე აუდიტორიას გაუზიარებს „ვეფხისტყაოსნის“ თარგმნისას მიღებულ გამოცდილებას, გააკეთებს ისტორიულ და კულტურულ პარალელებს და ისაუბრებს საქართველო-კორეას შორის ურთიერთობებზე.

დრო: 17 მაისი, 11:00-12:00 საათი

სამუშაო ენები: კორეული, ქართული (უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი)

ფორმატი: ჰიბრიდული, უზრუნველყოფილი იქნება ფეისბუქლაივი https://www.facebook.com/Iliauni

Live – ღონისძიების ბმული: https://bit.ly/3LNf3ce

2022 წელი

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
მაისი 17, 2022
Time:
11:00
Event Category:
Event Tags: