ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექსიკოგრაფიისა და ენობრივი ტექნოლოგიების ცენტრის პრეზენტაცია

13 აპრილს ქართული ენის დღესთან დაკავშირებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ჰიბრიდულ ფორმატში გამართავს ლექსიკოგრაფიისა და ენობრივი ტექნოლოგიების ცენტრის პრეზენტაციას. დამსწრე აუდიტორიას შესაძლებლობა ექნება, გაეცნოს 2021-2022 წლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივითა და მხარდაჭერით ლექსიკოგრაფიის, როგორც დარგის, განვითარების მიმართულებით განხორციელებულ ტექნოლოგიურ პროექტებს; გამოცემულ წიგნებსა და სახელმძღვანელოებს. ღონისძიებაზე დაფუძნდება სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პრემია ლექსიკოგრაფიის დარგში, რომლის კონცეფციასაც წარადგენს ილიას […]

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „საქართველოს მკვლევართა მხარდაჭერის პროგრამის“ საინფორმაციო შეხვედრა

15 აპრილს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „საქართველოს მკვლევართა მხარდაჭერის პროგრამის“ შესახებ. პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სექტორის ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობას საერთაშორისო კავშირების დამყარების პროცესში საქართველოს მკვლევართა მხარდაჭერის გზით. ამ მიზნების მისაღწევად პროგრამით დაგეგმილია მკვლევართა მობილობის საგრანტო კონკურსის ადმინისტრირება. შეხვედრაზე მსმენელები გაეცნენ საგრანტო კონკურსის პირობებს, რომლებიც ითვალისწინებს […]

პირველი ეროვნული საუნივერსიტეტო სტარტაპკონკურსი

საქართველოში იწყება პირველი ეროვნული საუნივერსიტეტო სტარტაპკონკურსი, რომელიც ქართველი სტუდენტებისთვის საინტერესო გამოწვევა და განვითარებისა და წინსვლის საუკეთესო შესაძლებლობაა. ეროვნული საუნივერსიტეტო სტარტაპკონკურსი ეწყობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, კლივლენდის სახელმწიფო უნივერსიტეტის (აშშ), რეგიონული განვითარების სააგენტოს, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ამერიკის საელჩოს თანამშრომლობით. კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში სამეწარმეო ეკოსისტემის გაუმჯობესება- განვითარებას და სტუდენტებისთვის პრაქტიკული სამეწარმეო განათლებისა და […]

საჯარო დებატები უმაღლეს სასწავლებლებში სკოლის ატესტატის ნიშნებით ჩარიცხვის შესახებ

29 აპრილს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი (GIDE) ილიაუნისთან თანამშრომლობით საჯარო დებატებს გამართავს. საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი (GIDE), პროექტის „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, მართავს საჯარო დებატებს. ღონისძიება გაიმართება დებატების სკოლის ეგიდით და თბილისის სხვადასხვა […]

ლექციები მდგრადი ურბანული მობილობის თემაზე

საქართველოს უნივერსიტეტები და დრეზდენის ტექნიკური უნივერსიტეტი 2020 წლიდან თანამშრომლობენ ურბანული მობილობის შესახებ სალექციო კურსის შესამუშავებლად. 2022 წლის მაისსა და ივნისში დრეზდენის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები და აკადემიური პერსონალი ქართველ ლექტორებთან ერთად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს ტექნიკურ და საქართველოს უნივერსიტეტებში 14 ლექციას წაიკითხავენ. ლექციები დაყოფილია ოთხ თემატურ ბლოკად და ეხება მობილობის უსაფრთხოებისა და ქცევის საკითხებს, ტრანსპორტის მოძრაობით […]

კორეის კვირეული ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში

კორეის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლის იუბილეს აღსანიშნავად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი პარტნიორი კორეული უნივერსიტეტების, ასოციაციებისა და დიპლომატიური უწყებების მხარდაჭერით ორგანიზებას გაუწევს კორეის კვირეულს, რომელიც გაიმართება 2022 წლის 14-20 მაისს. კვირეულის პარტნიორები საქართველოს საელჩო კორეის რესპუბლიკაში; კორეის რესპუბლიკის საელჩოს ოფისი თბილისში; კორეის კვლევების აკადემია (AKS); ჰანკუკის უცხო ენათა უნივერსიტეტი; ინჰას უნივერსიტეტი; ქართულ-კორეული ხიდი. […]

შეხვედრების სერია ილიაუნის ალუმნი ჯგუფთან

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სადოქტორო სკოლა იწყებს ალუმნი საუბრების სერიას, რომლის ფარგლებშიც ილიაუნის კურსდამთავრებულებს, მკვლევრებსა და დოქტორანტებს შესაძლებლობა ექნებათ, არაფორმალურ გარემოში შეხვედრები გამართონ უნივერსიტეტის წარმატებულ კურსდამთავრებულებთან. შეხვედრები ხელს შეუწყობს დისკუსიებს დოქტორანტის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, იქნება ეს სადოქტორო დისერტაციაზე მუშაობის პროცესი, პუბლიკაციების გამოქვეყნება საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალებში, ურთიერთობები სამეცნიერო ხელმძღვანელთან, კარიერული და პროფესიული განვითარების პერსპექტივები და სხვ. […]

სამოქალაქო და სამშენებლო ინჟინერიის სტუდენტური კლუბის საქმიანობის ანგარიში და სამოქმედო გეგმის წარდგენა

5 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის სკოლასთან არსებული სამოქალაქო და სამშენებლო ინჟინერიის სტუდენტური კლუბი Ilia State ASCE Student Chapter ახალ პრეზიდენტს აირჩევს და კლუბის სამოქმედო გეგმას წარადგენს. Ilia State ASCE Student Chapter შესახებ სამოქალაქო და სამშენებლო ინჟინერიის სტუდენტური კლუბი Ilia State ASCE Student ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის სკოლასთან აფილიაციით 2020 წელს დაფუძნდა. კლუბმა საქმიანობის ერთი […]

Alumni Talks: შეხვედრა გიორგი გვალიასთან

6 მაისს, 17:00 საათზე, ალუმნი საუბრების პირველი სტუმარი-მომხსენებელი იქნება პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების პროფესორი გიორგი გვალია. გიორგი მრავალი წლის მანძილზე მუშაობს ილიაუნიში სხვადასხვა ადმინისტრაციულ თანამდებობაზე. ამჟამად სწავლების დარგში რექტორის მოადგილის თანამდებობა უკავია. იგი ილიაუნის კურსდამთავრებულია და 2013 წელს მიენიჭა დოქტორის ხარისხი პოლიტიკურ მეცნიერებებში. მომხსენებელი გაგვიზიარებს დოქტორანტურაში სწავლის გამოცდილებას, ისაუბრებს წარმატების გზებისა თუ გამოწვევების შესახებ, […]

კორეის კვირეული ილიაუნიში: QUIZ ON KOREA 2022

თბილისში კორეის რესპუბლიკის საელჩოს ოფისის ორგანიზებითა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით 14 მაისს გაიმართება მასშტაბური ღონისძიება Quiz on Korea, რომელიც კორეული კულტურისა და ენის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. ღონისძიება შედგება ვიქტორინისა (Quiz on Korea) და კულტურული- ღონისძიებისგან (K-Culture Contest), რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ კორეული კულტურითა და კორეული ენის შესწავლით დაინტერესებული წინასწარ რეგისტრირებული მონაწილეები. ღონისძიება ჰიბრიდულ ფორმატში წარიმართება და […]