სამართლის თვე

ილიაუნის იმიტირებული სასამართლო პროცესების კლუბისა და სამართლის ასოცირებული პროფესორის თინათინ გოლეთიანის ეგიდით წარმოგიდგენთ საერთაშორისო სამართლის თვეს: აღნიშნული პროექტის ფარგლებში დეკემბრის თვეში, ყოველკვირეულად საერთაშორისო სამართლის წამყვანი სპეციალისტები წაიკითხავენ ლექციებს საერთაშორისო სამართლის სხვადასხვა აქტუალურ თემებზე. ლექციები შეეხება ისეთ საკითხებს, როგორიც არის მოქალქეობის არქონის ფენომენი, ოკუპაცია, არბიტრაჟი და ა.შ. პირველი ლექცია, რომელიც გახსნის საერთაშორისო სამართლის თვეს, ეხება მოქალაქეობის […]

პროექტის „აუტიზმის სპექტრის მქონე პირებისათვის სერვისების გაფართოება და გაუმჯობესება საქართველოში“ შემაჯამებელი შეხვედრა

3 დეკემბერს, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის „აუტიზმის სპექტრის მქონე პირებისათვის სერვისების გაფართოება და გაუმჯობესება საქართველოში“ შემაჯამებელ შეხვედრას გამართავენ. ვრცლად პროექტის შესახებ: https://bit.ly/3cBPGdl დრო: 16:00 – 17:30 ფორმატი: ჰიბრიდული (უზრუნველყოფილი იქნება Live ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიაუნის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ფეისბუქის გვერდებზე) შეხვედრაზე დასასწრებად […]

საჯარო დისკუსია – „გამჭვირვალობის სტანდარტების მნიშვნელობა საზოგადოებრივი აზრის კვლევებში“

2021 წლის 6 დეკემბერს საქართველოს საზოგადოებრივი აზრის კვლევის ასოციაცია გამართავს საჯარო დისკუსიას, რომელზეც განხილული იქნება გამჭვირვალობის სტანდარტების შემუშავების მნიშვნელობა კვლევების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით. საქართველოს საზოგადოებრივი აზრის კვლევის ასოციაცია პროფესიული გაერთიანებაა, რომლის მიზანია ხარისხიანი და მაღალეთიკური სტანდარტების შესაბამისად საზოგადოებრივი აზრისა და სხვა სამეცნიერო კვლევების ჩატარების ხელშეწყობა. დისკუსიის დროს განსახილველ საკითხებს შორისაა გამჭვირვალობის სტანდარტები, მათი შემუშავებისა და […]

პროექტის „აუტიზმის სპექტრის მქონე პირებისათვის სერვისების გაფართოება და გაუმჯობესება საქართველოში“ შემაჯამებელი შეხვედრა

3 დეკემბერს, შშმ პირთა საერთაშორისო დღეს, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტმა გამართეს ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის „აუტიზმის სპექტრის მქონე პირებისათვის სერვისების გაფართოება და გაუმჯობესება საქართველოში“ შემაჯამებელი შეხვედრა. ღონისძიება გახსნეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა ნინო დობორჯგინიძემ, ილიაუნის ბავშვის განვითარების დირექტორმა ნინო ცინცაძემ, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მისიის ხელმძღვანელმა იან ბლინკამ. […]

საინფორმაციო შეხვედრა: ინტერაქტიული წიგნების ჰაკათონი

9 დეკემბერს, 19:00 საათზე, ინტერაქტიული წიგნების ჰაკათონში მონაწილეობით დაინტერესებულ მოსწავლეებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და ანიმა ჩეთბოტიქსი გიწვევთ საინფორმაციო შეხვედრაზე. შეხვედრაზე გაეცნობი ინფორმაციას, როგორ შექმნა მოლაპარაკე პროგრამები საკუთარი ძალებით, როგორ გააცოცხლო საყვარელი პერსონაჟები თუ ავტორები ციფრულ სამყაროში. თუ გსურს სკოლაში სწავლის პარალელურად შეიძინო პროფესია და შეუერთდე ახალგაზრდა ნარატივდიზაინერების გუნდს, გელოდებით დისტანციურ საინფორმაციო შეხვედრაზე, რომელზეც შევეცდებით ჰაკათონთან […]

კოდის ერთი საათი: ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბი გლობალურ კამპანიას უერთდება

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერლაბორატორია უნილაბი ციფრული სამყაროთი დაინტერესებულ II-VIII კლასების მოსწავლეებს მთელი საქართველოდან შესაძლებლობას აძლევს, მონაწილეობა მიიღონ გლობალურ კამპანიაში „კოდის ერთი საათი“, გაეცნონ პროგრამულ კოდთან მუშაობის საწყისებს და მოსინჯონ საკუთარი შესაძლებლობები. კოდის ერთი საათი, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ტარდება კომპიუტერული მეცნიერებების საგანმანათლებლო კვირეულის ფარგლებში, ეძღვნება კომპიუტერული მეცნიერებების ერთ-ერთი პიონერის, აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების კონტრადმირალი ქალის, გრეის […]

ინტერაქტიული წიგნების ჰაკათონის ღია ლექცია: ჩეთბოტების შექმნის ისტორია

16 დეკემბერს, 19:00 საათზე, ილიაუნისა და ანიმა ჩეთბოტიქსის ერთობლივი პროექტის „ინტერაქტიული წიგნების ჰაკათონის“ ფარგლებში მეორე ღია ლექციას გამართავს ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბის დირექტორი სანდრო ასათიანი. შეხვედრის თემაა ჩეთბოტების განვითარების პროცესი „დაბადებიდან“ დღემდე. ლექციაზე განხილული იქნება, როგორი იყო მოწყობილობები, რომლებიც შეიძლება ჩეთბოტების წინამორბედებად მივიჩნიოთ, როდის შეიქმნა პირველი ჩეთბოტი და რა გამოცდილება არსებობს ამ მიმართულებით. თუ გსურს ნარატივდიზაინერების […]

ზურა ჯიშკარიანის გზამკვლევის „აია“ პრეზენტაცია

20 დეკემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება ზურა ჯიშკარიანის „აიას“ პრეზენტაცია. გზამკვლევი კოლხეთის წარსულს, აწმყოსა და წარმოსახვით მომავალს ეხება. ავტორს წიგნზე მუშაობისას კონსულტაციებს უწევდა მეცნიერთა ინტერდისციპლინური ჯგუფი. გზამკვლევში ინტეგრირებულია „დამატებითი რეალობის“ (AR) გრაფიკული ნიმუშები. „აია“ გამოსცა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობამ USAID/Zrda-ს მხარდაჭერით. გზამკვლევის „აია“ შესახებ გზამკვლევში შესულია კოლხეთის ისტორია, მითები და ღვთაებები, უახლოესი წარსული, […]

საინფორმაციო შეხვედრა პროექტის „გიდების სკოლა“ შესახებ

ტურისტულ კომპანიას „მიმინო კავკასიაში“ საქართველოში ტურისტები შემოჰყავს შემდეგი ქვეყნებიდან: საფრანგეთი, პოლონეთი, იტალია, ესპანეთი, სამხრეთ ამერიკა, დიდი ბრიტანეთი, შვედეთი, შვეიცარია, ბალტიის ქვეყნები, ჰოლანდია, UAE, ჩინეთი. კომპანია აცხადებს მესამე სეზონის მიღებას პროექტში „გიდების სკოლა“, რაც გულისხმობს ტურიზმით დაინტერესებული პირებისთვის გიდის პროფესიის უფასოდ დაუფლებას და დასაქმებას მაღალანაზღაურებად, მოქნილი გრაფიკის მქონე პოზიციაზე. კურსი განკუთვნილია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, რომელმაც რომელიმე […]

უნიმარკეტი Stand With Ukraine

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით 3 მარტს, ხუთშაბათს, 13:00-დან 19:00 საათამდე უკრაინის მხარდასაჭერად გაიმართება უნიმარკეტი #StandWithUkraine. უნიმარკეტზე ნებისმიერ მსურველს ექნება შესაძლებლობა: საქველმოქმედო ყუთში ჩააგდოს ნებისმიერი მოცულობის შემოწირულება; შეიძინოს საინტერესო ნივთები, გამოცემები, რომელთაც ჩვენი სტუდენტები და ლექტორები უკრაინელი ხალხის სოლიდარობის ნიშნად გასაყიდად გამოიტანენ; დარეგისტრირდეს უნიმარკეტის მონაწილედ, მოითხოვოს ჩვენგან ინვენტარით მხარდაჭერა და გაყიდოს ნივთები, შემოსული თანხა კი შემოწირულების […]