სამეცნიერო კონფერენცია „კორეა – საქართველო: ისტორიული პარალელები“

კორეის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლის იუბილეს აღსანიშნავად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე კორეის კვირეულის დღეებში ჰანკუკის უცხო ენათა უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, კორეის კვლევების აკადემიის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, 19-20 მაისს გაიმართება სამეცნიერო კონფერენცია „კორეა-საქართველო: ისტორიული პარალელები“. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ჰანკუკის უცხო ენათა უნივერსიტეტის მკვლევრები, ასევე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კორეული ენის კურსის […]

სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „დერმატოლოგიისა და ესთეტიკური მედიცინის მესამე საერთაშორისო ტრანსკავკასიური კონგრესი“

16-18 ივნისს თბილისში, სასტუმრო „ბილტმორში“, გაიმართება სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „დერმატოლოგიისა და ესთეტიკური მედიცინის მესამე საერთაშორისო ტრანსკავკასიური კონგრესი“. კონგრესი, რომელიც ტარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით, ხორციელდება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით . ასევე მინიჭებული აქვს დერმატოლოგთა საერთაშორისო საზოგადოების გრანტი. კონგრესში მონაწილეობას მიღებენ დარგის წამყვანი ექსპერტები აშშ-დან, ავსტრალიიდან, გერმანიიდან, ისრაელიდან და ა.შ. ახალგაზრდებისთვის დაწესებულია გრანტები. კონფერენციის […]

ერიკა ბენერის საჯარო ლექცია „სჭირდება თუ არა დემოკრატიას ნაციონალიზმი?“

25 მაისს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება მწერლისა და მკვლევრის ერიკა ბენერის ლექცია „სჭირდება თუ არა დემოკრატიას ნაციონალიზმი?“ ლექციას მოდერაციას გაუწევს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ჰანს გუტბროდი. დასწრების მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ არაუგვიანეს 23 მაისისა. რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://bit.ly/38JePnX ლექციის შესახებ: უკიდურესი ნაციონალიზმის აღზევება დღეს ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევაა დემოკრატიისთვის. მაგრამ როდესაც ლიბერალური დემოკრატიის დამცველთა […]

ვებინარების სერია: ადიქციის კვლევები – თეორია და პრაქტიკა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადიქციის კვლევების სამაგისტრო პროგრამა და ტომაშ ზაბრანსკის სახ. ადიქტოლოგიის ინსტიტუტი გთავაზობთ საგაზაფხულო ვებინარების სერიას „ადიქციის კვლევები: თეორია და პრაქტიკა”. ვებინარები ეხება ადიქტოლოგიის მეცნიერებისა და პრაქტიკის აქტუალური თემების განხილვას თანამედროვე კვლევებზე დაყრდნობით. ვებინარები ჩატარდება ჰიბრიდულ ფორმატში როგორც ფიზიკურ სივრცეში, ისე ონლაინ. მონაწილეობისთვის საჭირო წინასწარი რეგისტრაცია და დასწრების სასურველი ფორმატის მითითება. ვებინარზე ფიზიკურ სივრცეში […]

ერიკ ლის საჯარო ლექცია „რატომ არის მნიშვნელოვანი ქართული ექსპერიმენტი“

25 მაისს, 19:00 საათზე, საქართველოს დამოუკიდებლობის თარიღთან დაკავშირებით ამერიკელი მწერალი და ჟურნალისტი ერიკ ლი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე ''Why the Georgian Experiment Matters'' (რატომ იყო მნიშვნელოვანი ქართული ექსპერიმენტი).   მწერალი საქართველოში მწერალთა სახლისა და ამერიკის საელჩოს ერთობლივი სარეზიდენციო პროგრამის - Writer-in-Residence - ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით იმყოფება. ლექციის შემდეგ ერიკ ლის ილიას […]

ყველაფერი უკრაინის შესახებ: “უკრაინის ისტორია: უძველესი დროიდან დღემდე”

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გთავაზობთ საჯარო ლექციათა სერიას „ყველაფერი უკრაინის შესახებ“. სერიის მიზანია, დაინტერესებულმა პირებმა მეტი ინფორმაცია მიიღონ უკრაინის, კერძოდ, მისი ისტორიის, ენის, ლიტერატურის, კულტურის, პოლიტიკური სისტემის, საგარეო პოლიტიკის, ეკონომიკისა და იმ გამოწვევების შესახებ, რომელთა წინაშეც ბოლო პერიოდში ქვეყანა აღმოჩნდა. კურსს გაუძღვებიან კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორი ელენა შევჩენკო და უკრაინის ეროვნული საავიაციო უნივერსიტეტის პროფესორი ალლა გოლოვნია. […]

პირველი ბიობლიცი თბილისში

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 11:00-დან 17:00 საათამდე საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ღია სადღესასწაულო სივრცეში (event square) კავკასიის სიცოცხლის ბარკოდირების (CaBOL) პროექტის ფარგლებში გაიმართება ღონისძიება ბიობლიცი. ღონისძიების მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, ახლოდან გაიცნონ საქართველოში მობინადრე ცოცხალი ორგანიზმები და სურვილისამებრ ჩაერთონ სხვადასხვა სამუშაო ჯგუფში: მფრინავი მწერები ნიადაგის უხერხემლოები წყლის უხერხემლოები მცენარეები ქვეწარმავლები და ფრინველები სამუშაო ჯგუფები ერთსაათიანი შუალედით გავლენ […]

სამუშაო შეხვედრა „როგორ ვისარგებლოთ ელსევიერის სამეცნიერო ბაზებით ScienceDirect და Scopus“

30 მაისს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკისა და წამყვანი საერთაშორისო გამომცემლობის (Elsevier) თანამშრომელთა მონაწილეობით გაიმართება სამუშაო შეხვედრა „როგორ ვისარგებლოთ ელსევიერის სამეცნიერო ბაზებით ScienceDirect და Scopus“. შეხვედრაზე განხილული იქნება სამეცნიერო ბაზების (ScienceDirect; Scopus) ეფექტური გამოყენების საკითხი, ასევე პუბლიკაციის მომზადებისა და გამოქვეყნების დეტალები. სემინარი საინტერესო იქნება უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის, სადოქტორო საფეხურის სტუდენტებისთვის, ბიბლიოთეკის თანამშრომლებისთვის. შეხვედრა წარიმართება […]

პროფესორ ალლა გოლოვნიას საჯარო ლექცია „უკრაინული ენა“

31 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში უკრაინის საავიაციო უნივერსიტეტის პროფესორი ალლა გოლოვნია წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „უკრაინული ენა“. მომხსენებელი შეეხება ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: უკრაინული ენის წარმოშობა, მისი განვითარების ძირითადი ეტაპები, უკრაინული ენის ლინგვოციდის მცდელობები, რეგიონების მიხედვით ენობრივი განსხვავებები და ა.შ. სამუშაო ენა: ინგლისური ლექციაზე დასწრება თავისუფალია და შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ Zoom-ის საშუალებით. მოსაწვევი იხილეთ აქ. […]

ვებინარების სერია: „კანაფის პოლიტიკა და თანამედროვე კვლევები“

1 ივნისს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადიქციის კვლევების სამაგისტრო პროგრამის სამუშაო ჯგუფისა და ტომაშ ზაბრანსკის სახ. ადიქტოლოგიის ინსტიტუტის ინიციატივით დაგეგმილი საზაფხულო ვებინარების სერიის ფარგლებში გაიმართება ვებინარი თემაზე: „კანაფის პოლიტიკა და თანამედროვე კვლევები“. მომხსენებელი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი დავით ოთიაშვილი მონაწილეები: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი ირმა კირთაძე, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი ზვიად ზალიკიანი მოდერატორი: ილიას […]