პროფესორ ელენა შევჩენკოს საჯარო ლექცია „აშშ-უკრაინის ორმხრივი ურთიერთობები“
1-ელ ივნისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორი ელენა შევჩენკო წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „აშშ-უკრაინის ორმხრივი ურთიერთობები“. მომხსენებელი შეეხება შემდეგ საკითხებს: ადრეული 90-იანი წლები: „იმედებისა და მოლოდინების ხანა ცივი გაზაფხულის ფონზე“; 90-იანი წლების შუა პერიოდი: „თაფლობის თვე“; ადრეული 2000-იანი წლები: „უკრაინული „მულტივექტორი“; იუშჩენკოს ერა: იმედები და იმედგაცრუებები, სტრატეგიული პარტნიორობა; […]