Loading Events

« All Events

  • This event has passed.

პროფესორ ელენა შევჩენკოს საჯარო ლექცია „უკრაინა-ევროკავშირის ურთიერთობები და ევროინტეგრაციის პროცესი“

ივნისი 8, 2022 / 19:00

8 ივნისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორ ელენა შევჩენკოს საჯარო ლექცია თემაზე: „უკრაინა-ევროკავშირის ურთიერთობები და ევროინტეგრაციის პროცესი“.

მომხსენებელი შეეხება დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ უკრაინასა და ევროპის ეკონომიკურ საზოგადოებას შორის ურთიერთობების დამყარების პირველ მცდელობებს, ნარინჯისფერი რევოლუციის შემდეგ განვითარებულ ურთიერთობებს, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატს, ასოცირების ხელშეკრულებას და ა.შ. ასევე ისაუბრებს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივებსა და გამოწვევებზე.

სამუშაო ენა: ინგლისური

ლექციაზე დასწრება თავისუფალია.

ლექცია გაიმართება ჰიბრიდულ ფორმატში, პლატფორმა ზუმის დახმარებით.

ზუმის შეხვედრის ბმული: https://bit.ly/3GQ5GXv

სწრაფი ბმულები: 

2022 წელი

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
ივნისი 8, 2022
Time:
19:00
Event Category:
Event Tags: