პროფესორ ელენა შევჩენკოს საჯარო ლექცია „რუსეთ-უკრაინის ურთიერთობები“
15 ივნისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში კიევის ტარას შევჩენკოსსახელობის ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორი ელენა შევჩენკო წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „რუსეთ-უკრაინის ურთიერთობები“. მომხსენებელი შეეხება შემდეგ თემებს: რუსეთ-უკრაინის ურთიერთობების ისტორიული ფონი; რუსეთ-უკრაინის ურთიერთობები სსრკ-ის დაშლის შემდეგ; ორმხრივი ურთიერთობების პრობლემური საკითხები: საზღვრები, შავი ზღვის ფლოტის სტატუსი, განიარაღება, ბუნებრივი აირის ომები, გოლოდომორი, ყირიმის კონფლიქტი, ევრომაიდანი, შეიარაღებული კონფლიქტი აღმოსავლეთ უკრაინაში; […]