გასვლითი ვორკშოპი ყაზბეგში ,,კულტურები და სისტემები“
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი კვლევების ცენტრი ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერების სტუდენტებისთვის აცხადებს კონკურსს ვორკშოპში „კულტურები და სისტემები“ მონაწილეობისთვის. ვორკშოპი ჩატარდება 12-14 ივლისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტეფანწმინდის (ყაზბეგი) სასწავლო ბაზაზე. ვორკშოპის მთავარი თემები იქნება: ქართველ სტუდენტთა ღირებულებები; ფანტასტიკის ჟანრის ლიტერატურა. ვორკშოპში მონაწილეობა შეუძლიათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საბაკალავრო საფეხურის პირველი, მეორე და მესამე […]