
5 ივლისს ქალაქ ბათუმში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექმეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრი და სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია „ფაბლაბი“ მრავალფეროვანი აქტივობებით მონაწილეობას მიიღებს სამეცნიერო-საგანმანათლებლო ღონისძიებაში „შავი ზღვის ლურჯი პოლიტიკა“, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართება.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექმეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრისა და სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია „ფაბლაბის” პავილიონში შესაძლებლობა გექნებათ, გაეცნოთ სხვადასხვა ტექნოლოგიურ მიმართულებას, როგორებიცაა 3D პრინტინგის მუშაობისა და დრონების გამოყენების პრინციპები. ასევე შეიტყოთ ინფორმაცია ინოვაციური კურსებისა და პროექტების შესახებ, რომლებიც ახალგაზრდების ხელშეწყობისა და განვითარებისთვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ფაბლაბის ორგანიზებით ხორციელდება.
ვორკშოპი მომავლის პროფესიების შესახებ IX-XII კლასების მოსწავლეებისთვის
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექმეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ავთანდილ მღებრიშვილი IX-XII კლასების მოსწავლეებს შესთავაზებს ვორკშოპს „მომავლის პროფესიები“, რომელზეც მონაწილეები შეიტყობენ, რომელი ტექპროფესიებია დღესდღეობით განსაკუთრებით აქტუალური, რა პერსპექტივები არსებობს დასაქმების მხრივ და როგორ შეიძლება აღნიშნული მიმართულებით განვითარება.
ვორკშოპში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია. უპირატესობა მიენიჭებათ ადრე დარეგისტრირებულ კანდიდატებს.
რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://bit.ly/3NpT8aL
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2 ივლისი, 23:59 საათი
ვორკშოპის ჩატარების დრო: 5 ივლისი, 15:00-15:30 საათი
დრონების მართვისა და პროგრამირების ვორკშოპი
აქტივობის ფარგლებში დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ დრონების მართვისა და პროგრამირების ვორკშოპში, როდესაც მათ:
ვორკშოპი ჩატარდება ორ ნაკადად:
ვორკშოპში მონაწილეობისთვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია.
რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://bit.ly/3A9DE82
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2 ივლისი, 23:59 საათი
თითოეულ ნაკადს ეყოლება მხოლოდ 10 მონაწილე (3-3 მოსწავლე თითოეულ გუნდში).
მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცემათ იმ კანდიდატებს, რომლებიც უფრო ადრე დარეგისტრირდებიან.
3D პრინტინგის აქტივობები
ფაბლაბის სტენდზე შეგიძლიათ იხილოთ 3D პრინტერის მუშაობის პროცესი. დაინტერესებულ პირებს
ელექტრონიკის კომპონენტებით აქტივობები
რობოტების (OttoBot) სტენდი
[wpai_display_imported_files_here]