Loading Events

« All Events

  • This event has passed.

ილიაუნის ტექმეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრი და სამრეწველო ინოვაციების პავილიონი

ივლისი 5, 2022 / 15:00

5 ივლისს ქალაქ ბათუმში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექმეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრი და სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია „ფაბლაბი“ მრავალფეროვანი აქტივობებით მონაწილეობას მიიღებს სამეცნიერო-საგანმანათლებლო ღონისძიებაში „შავი ზღვის ლურჯი პოლიტიკა“, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართება.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექმეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრისა და სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია „ფაბლაბის” პავილიონში შესაძლებლობა გექნებათ, გაეცნოთ სხვადასხვა ტექნოლოგიურ მიმართულებას, როგორებიცაა 3D პრინტინგის მუშაობისა და დრონების გამოყენების პრინციპები. ასევე შეიტყოთ ინფორმაცია ინოვაციური კურსებისა და პროექტების შესახებ, რომლებიც ახალგაზრდების ხელშეწყობისა და განვითარებისთვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ფაბლაბის ორგანიზებით ხორციელდება.

ვორკშოი მომავლის პროფესიების შესახებ IX-XII კლასების მოსწავლეებისთვის

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექმეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ავთანდილ მღებრიშვილი IX-XII კლასების მოსწავლეებს შესთავაზებს ვორკშოპს „მომავლის პროფესიები“, რომელზეც მონაწილეები შეიტყობენ, რომელი ტექპროფესიებია დღესდღეობით განსაკუთრებით აქტუალური, რა პერსპექტივები არსებობს დასაქმების მხრივ და როგორ შეიძლება აღნიშნული მიმართულებით განვითარება.

ვორკშოპში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია. უპირატესობა მიენიჭებათ ადრე დარეგისტრირებულ კანდიდატებს.

რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://bit.ly/3NpT8aL

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2 ივლისი, 23:59 საათი

ვორკშოის ჩატარების დრო: 5 ივლისი, 15:00-15:30 საათი


დრონების მართვისა და პროგრამირების ვორკშოი 

აქტივობის ფარგლებში დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ დრონების მართვისა და პროგრამირების ვორკშოპში, როდესაც მათ:

  • ჩაუტარდებათ დრონების მართვისა და გამოყენების ტრენინგი;
  • Ბლოკური პროგრამირების მეშვეობით დააპროგრამებენ დრონებს;
  • შეძლებენ თავად მართონ დრონები და შეასრულებინონ წინასწარ დაპროგრამებული ფუნქციები.

ვორკშოპი ჩატარდება ორ ნაკადად:

  • 5 ივლისი, 16:00 – 16:45
  • 5 ივლისი, 17:00 – 17:45

ვორკშოპში მონაწილეობისთვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია.

რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://bit.ly/3A9DE82

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2 ივლისი, 23:59 საათი

თითოეულ ნაკადს ეყოლება მხოლოდ 10 მონაწილე (3-3 მოსწავლე თითოეულ გუნდში).

მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცემათ იმ კანდიდატებს, რომლებიც უფრო ადრე დარეგისტრირდებიან.


3D პრინტინგის აქტივობები 

ფაბლაბის სტენდზე შეგიძლიათ იხილოთ 3D პრინტერის მუშაობის პროცესი.  დაინტერესებულ პირებს

  • ჩაუტარდებათ მცირე ტრენინგი 3D მოდელირებასა და მისი სხვადასხვა სფეროში გამოყენების შესახებ;
  • საშუალება ექნებათ, გაიარონ ყველა ეტაპი, რომლებსაც 3D დიზაინერი გადის (3D მოდელის აწყობა, ფაილის გამზადება და ფორმატირება, 3D პრინტერზე ობიექტის დამზადება).

ელექტრონიკის კომპონენტებით აქტივობები 

  • მონაწილეები სპეციალური თამაშების საშუალებით შეძლებენ ითამაშონ და გაეცნონ ელექტრონიკის შესახებ ინფორმაციას, თეორიულ მასალასთან ერთად მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება.

რობოტების (OttoBot) სტენდი

  • მონაწილეებს საშუალება ექნებათ არდუინოსა და ბლოკური პროგრამირების მეშვეობით დააპროგრამონ და მართონ OttoBot, Mbot, მანქანა, გემი და სხვა ელექტრონული მოწყობილობები.
2022 წელი

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
ივლისი 5, 2022
Time:
15:00
Event Category:
Event Tags: