ილიაუნი 16 წლისაა – დაბადების დღე ლისის ტბაზე

ილიაუნი 16 წლის იუბილეს 24 ივლისს ლისის ტბაზე აღნიშნავს. გვეწვიეთ საინტერესო და მრავალფეროვან ღონისძიებაზე მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად. განრიგი 15:00 - 19:00 - ლიგამუსის საჯარო ლექციის ზონა 15:00 - 19:00 - უნიმარკეტი #StandWithUkraine 15:00 - 19:00 - შემეცნებითი-გასართობი პროგრამა ბავშვებისთვის პლანეტარიუმი ასტროზონა საბავშვო ზონა (ზღაპრის საათი, ანიმატორების პროგრამა) სახალისო მეცნიერება სახალისო არქეოლოგია 19:00 - […]

ევროპა და საქართველო: საუნივერსიტეტო პერსპექტივა

24 ივლისს, 15:00-დან 19:00 საათის ჩათვლით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 16 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ილიაუნის პროფესორები, მკვლევრები გამართავენ პანელური დისკუსიების სერიას თემაზე: „ევროპა და საქართველო: საუნივერსიტეტო პერსპექტივა“. განრიგი 15:00 – 15:10 - გახსნა პროფესორი ნინო დობორჯგინიძე, რექტორი 15:10 – 15:40 – სესია 1 პანელური დისკუსიის მონაწილეები: გიგა ზედანია, თამარ ცოფურაშვილი, ზაალ ანდრონიკაშვილი 15:40 – 16:10 […]

ილიაუნის ბაკალავრებისა და მაგისტრების გამოსაშვები ცერემონია 2022

24 ივლისს, 20:00 საათზე, გიწვევთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 2022 წლის კურსდამთავრებულების გამოსაშვებ ცერემონიაზე. ლისზე ძლიერი ქარის გამო ჩვენი გეგმები და კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონიის ადგილმდებარეობა შეიცვალა. ცერემონია ჩატარდება 24 ივლისს, შეცვლილი ადგილმდებარეობით: 20:00 საათზე გელოდებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E კორპუსის შიდა ეზოში (ქ.ჩოლოყაშვილის 3/5, ვაკის პარკის მოპირდაპირედ), სადაც გაიმართება ღონისძიების ოფიციალური ნაწილი.  ღონისძიებას გახსნის და სტუდენტებს უნივერსიტეტის დასრულებასა […]

Impact Hub Tbilisi-ს სტარტაპ პრე-აქსელერატორი

Impact Hub Tbilisi-ს სტარტაპ პრეაქსელერატორი განახლებული ფორმატით იწყება. 12-კვირიანი პროგრამა მიზნად ისახავს ადრეულ ეტაპზე მყოფი ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას და მათთვის ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობის გაზრდას. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ადრეულ საფეხურზე მყოფ სტარტაპებს, რომლებიც ქმნიან ან ეფუძნებიან ტექნოლოგიებს და მზად აქვთ პირველადი პროტოტიპი (MVP) ან ჩამოყალიბებული სამოქმედო გეგმა მის შესაქმელად. პრეაქსელერაციის პროგრამაზე განაცხადების მიღება დაწყებულია და გაგრძელდება […]

პირველკურსელების მიღების ცერემონია – WELCOME PARTY 2022

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველკურსელების მიღების ცერემონია 24 სექტემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E კორპუსის შიდა ეზოში გაიმართება. ღონისძიებას გახსნის და ახალწვეულებს ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ნინო დობორჯგინიძე მიულოცავს. ტრადიციულად, ღონისძიების მთავარ სცენაზე წელსაც დავაჯილდოებთ ერთიან ეროვნულ გამოცდებსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კონკურსებში წარმატებულ პირველკურსელებს. დაჯილდოების შემდეგ Bedford Falls-ის ლაივი […]

კონფერენცია „COVID-19 პანდემიისას წინა ხაზზე მომუშავე პირთა ფსიქოსოციალური საჭიროებანი“

26 სექტემბერს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება პროექტის „ცოდნისა და პარტნიორობის გაძლიერება დამხმარე პერსონალის ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ფსიქოსოციალური მხარდაჭერის შესახებ პანდემიის პირობებში“ (IPP) შემაჯამებელი კონფერენცია „COVID-19 პანდემიისას წინა ხაზზე მომუშავე პირთა ფსიქოსოციალური საჭიროებანი“. კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი გამოცდილება – პროექტის გუნდის, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ფსიქოსოციალური დახმარების საკოორდინაციო […]

NASA-ს მარშალის ცენტრის ასტრობიოლოგის, რიჩარდ ჰუვერის საჯარო ლექცია

28 სექტემბერს, 12:00 საათზე, გაიმართება ცნობილი ამერიკელი ასტროფიზიკოსისა და ასტრობიოლოგის, პროფესორ რიჩარდ ჰუვერის (NASA) საჯარო ლექცია „ასტრობიოლოგია: მიკროფოსილების კვლევა მეტეორიტებში“. პროფესორი ჰუვერი იკვლევს მეტეორიტების ნივთიერებას, პლანეტების ყინულოვან თანამგზავრებს, კომეტებს და სხვა ციურ სხეულებს ასტრობიოლოგიის ინტერესთა ფარგლებში. პროფესორი ჰუვერი 15 გამოგონების ავტორია. მის მიერ შექმნილი ოპტიკური ინსტრუმენტები და სისტემები დღემდე გამოიყენება კოსმოსურ მისიებში. არის მრავალი სამეცნიერო […]

სანდრო ასათიანის წიგნის სახელოსნო ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკზე

1-ელ ოქტომბერს, 13:30-15:00 საათამდე, ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკზე სანდრო ასათიანის წიგნის სახელოსნო უმასპინძლებს 5-9 წლის ბავშვებს. პატარებს შეუძლიათ გაეცნონ „სანდროს წიგნებს“. შეხვედრაზე ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბის დირექტორი, პროფესორი სანდრო ასათიანი ბავშვებს წაუკითხავს საკუთარ წიგნებს და მათთან გაიმართება დისკუსია. პატარებს დაურიგებენ გასაფერადებლებს, რომლებზეც გამოსახული იქნებიან წიგნის ის გმირები, რომლებსაც ავტორთან შეხვედრაზე გაიცნობენ. დრო: 1 ოქტომბერი, 13:30-15:00 საათი სამუშაო ენა: ქართული ადგილმდებარეობა: ქ. ჩოლოყაშვილის […]

ასტრონომიისა და ასტროფიზიკის შესახებ – ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკზე

1-ელ ოქტომბერს, 15:00-15:30 საათამდე, ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკზე ბავშვებს უმასპინძლებს ასტრონომი, პროფესორი გია ჯავახიშვილი, რომელიც უამბობს ამბებს ასტრონომიასა და ასტროფიზიკაზე: ასტრონომიისა და ასტროფიზიკის მოკლე ისტორიას; როგორ ზომავენ კოსმოსურ მანძილებს; ზოგიერთი სახიფათო კოსმოსური მოვლენის შესახებ; ციური სხეულების ევოლუციის, საინტერესო ციური ობიექტებისა და მათზე დაკვირვების შესახებ; ჯეიმს ვების კოსმოსურ ტელესკოპზე და რით სჯობია ის ჰაბლის ტელესკოპს. დრო: 1 ოქტომბერი, 15:00-15:30 საათი სამუშაო […]

ახლო კოსმოსისა და მზე-დედამიწის კავშირების შესახებ – ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკზე

1-ელ ოქტომბერს, 15:30-16:00 საათამდე, ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკზე  უფროსკლასელებს უმასპინძლებს ილიაუნის ასოცირებული პროფესორი მაია თოდუა, რომელიც მათ კოსმოსში მიმდინარე მოვლენის – კოსმოსური ამინდის შესახებ მოუყვება. ახლო კოსმოსი დიდ გავლენას ახდენს დედამიწასა და მის ატმოსფეროზე. დღეს კაცობრიობის ცხოვრება წარმოუდგენელია კომუნიკაციების, სანავიგაციო სისტემების, დედამიწის თანამგზავრების გარეშე. მათი ფუნქციონირება კი დამოკიდებულია მზესა და ახლო კოსმოსში მიმდინარე მოვლენებზე, რომლებიც ასევე […]