
Impact Hub Tbilisi-ს სტარტაპ პრეაქსელერატორი განახლებული ფორმატით იწყება. 12-კვირიანი პროგრამა მიზნად ისახავს ადრეულ ეტაპზე მყოფი ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას და მათთვის ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობის გაზრდას.
მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ადრეულ საფეხურზე მყოფ სტარტაპებს, რომლებიც ქმნიან ან ეფუძნებიან ტექნოლოგიებს და მზად აქვთ პირველადი პროტოტიპი (MVP) ან ჩამოყალიბებული სამოქმედო გეგმა მის შესაქმელად.
პრეაქსელერაციის პროგრამაზე განაცხადების მიღება დაწყებულია და გაგრძელდება 18 სექტემბრის ჩათვლით. განაცხადის შესავსებად გადადით ბმულზე: https://bit.ly/3QIcWbT.
13 სექტემბერს, 16:00 საათზე, ონლაინ გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა, რომელზეც დაინტერესებულ პირებს ექნებათ შესაძლებლობა გაიგონ დეტალები პროგრამის შესახებ, გაიცნონ ორგანიზატორები და დასვან პროგრამასთან დაკავშირებული ნებისმიერი შეკითხვა: https://fb.me/e/24U4GOSlL
პრეაქსელერატორი ჩატარდება ჰიბრიდულ ფორმატში (ონლაინ და ოფლაინშეხვედრები), გაგრძელდება 12 კვირა (ოქტომბერი-დეკემბერი 2022) და შედგება შემდეგი ძირითადი კომპონენტებისგან:
პროგრამის შესახებ მეტი ინფორმაცია იხილეთ აქ: https://preacceleration.com
2022 წელი
[wpai_display_imported_files_here]