
26 სექტემბერს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება პროექტის „ცოდნისა და პარტნიორობის გაძლიერება დამხმარე პერსონალის ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ფსიქოსოციალური მხარდაჭერის შესახებ პანდემიის პირობებში“ (IPP) შემაჯამებელი კონფერენცია „COVID-19 პანდემიისას წინა ხაზზე მომუშავე პირთა ფსიქოსოციალური საჭიროებანი“.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი გამოცდილება – პროექტის გუნდის, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ფსიქოსოციალური დახმარების საკოორდინაციო პლატფორმის წევრი სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების, თავად მორეაგირეთა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მხრიდან.
პროექტი განხორციელდა საქართველოს წითელი ჯვრის, სომხეთის წითელი ჯვრისა და ავსტრიის წითელი ჯვრის ჩართულობით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ინსბრუკის უნივერსიტეტთან პარტნიორობით.
პროექტს ფინანსური მხარდამჭერი იყო ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმი (ECHO) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობა (ADA).
პროექტის შესახებ სრული ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: Who Cares (whocares-pss.info)
განრიგი
I პანელი
ყავის შესვენება
II პანელი
ყავის შესვენება
III პანელი
კონფერენციაზე დასასწრებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია.
რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://bit.ly/3xE6IlQ
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 23 სექტემბერი, 17:00 საათი
სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური (უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი ინგლისურ ენაზე)
დრო: 26 სექტემბერი, 10:00 – 16:30 საათი
რეგისტრაციისას მითითებულ საკონტაქტო მისამართზე გამოგეგზავნებათ ღონისძიებაზე დასასწრებად საჭირო ინფორმაცია.
2022
[wpai_display_imported_files_here]