ილიაუნის თეორიული ფიზიკის ინსტიტუტის ანგარიში
18 დეკემბერს, 19:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში ილიაუნის თეორიული ფიზიკის ინსტიტუტი ორ ანგარიშს წარადგენს. ბექა თევდორაშვილი წაიკითხავს მოხსენებას: „კიბორჩხალას ნისლეულიდან მოსული გამოსხივება, თვითფოკუსირება და ექსტრაგალაქტიკური სწრაფი რადიო აფეთქებების ბუნება“. ბოლო პერიოდში მრავალჯერ დააკვირდნენ კიბორჩხალას ნისლეულიდან მოსულ გამოსხივებას. ითვლება, რომ გამოსხივების მთავარი მექანიზმი ინვერს-კომპტონის გაბნევაა. შესაძლოა ამ გამოსხივებას სხვა მექანიზმებიც ხსნიდეს, კერძოდ, თვითფოკუსირების […]