დილემა მთარგმნელის წინაშე – შეხვედრა ლელა დუმბაძესთან

17 დეკემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ გეპატიჟებით ილიაუნის ლიტერატურული კლუბის შეხვედრაზე მთარგმნელ ლელა დუმბაძესთან. ლელა დუმბაძეს თარგმნილი აქვს ისეთი ნაწარმოებები, როგორებიცაა: დევიდ ლორენსის „პრუსიელი ოფიცერი", ჰარპერ ლის „ნუ მოკლავ ჯაფარას" და „მიდი, დააყენე დარაჯი", მოჰანდას კარაჩანდ განდის (მაჰათმა) „ჩემი ავტობიოგრაფია, ანუ როგორ ვეძიებდი ჭეშმარიტებას", ჯერომ სელინჯერის „სიმორი – შესავალი", სოლ ბელოუს […]

პროფესორ გიორგი სანიკიძის პრეზენტაცია „ქართულ-ირანული ურთიერთობები და აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის: ირანელი და ფრანგი ავტორები საქართველოს შესახებ“

17 დეკემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში ილიაუნის გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის პროფესორი გიორგი სანიკიძე გამართავს პრეზენტაციას „ქართულ-ირანული ურთიერთობები (ისტორია, პოლიტიკა, კულტურა, მეცნიერება) და აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის: ირანელი და ფრანგი ავტორები საქართველოს შესახებ“ პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება ორ პროექტზე – „ქართულ-ირანული ურთიერთობები (ისტორია, პოლიტიკა, კულტურა, მეცნიერება)" და „აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის: ირანელი […]

გიორგი ხერგიანის შეხვედრა თემაზე: „ვირუსული კამპანია ხო არ გესიამოვნებათ?”

სოციალური მედიის მენეჯერი, ქოფირაითერი და „ნაირნაირის“ დამფუძნებელი გიორგი ხერგიანი გამართავს შეხვედრას თემაზე: „ვირუსული კამპანია ხო არ გესიამოვნებათ?”. ლექციაზე საუბარი იქნება კომპანიათა „ვირუსულ“ კამპანიებზე. შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება რამდენიმე გამორჩეული ქეისი, რომლებშიც მომხსენებელს საკუთარი წვლილი შეუტანია. საუბარი ასევე შეეხება სხვადასხვა ბრენდის წარმატების ისტორიას, მომხმარებელთან მაქსიმალურად ინდივიდუალური დამოკიდებულების აუცილებლობას, ასევე ეს ყველაფერი როგორ ეხმარება ვირუსული კამპანიების განხორციელებას. დრო: […]

მკვლევარ ლევან ლომიძის საჯარო ლექცია „QPA დნმ-ს გრძელი სეგმენტის ამპლიფიკაციისათვის“

17 დეკემბერს, 19:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში ბიოფიზიკის ინსტიტუტის მკვლევარი ლევან ლომიძე წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „QPA დნმ-ს გრძელი სეგმენტის ამპლიფიკაციისათვის“ დრო: 17 დეკემბერი, 19:30 საათი ადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის 3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დასწრება თავისუფალია.

საინფორმაციო შეხვედრა უნგრეთის სასტიპენდიო პროგრამის შესახებ

18 დეკემბერს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში საერთაშორისო განათლების ცენტრი გამართავს საინფორმაციო შეხვედრას უნგრეთის სასტიპენდიო პროგრამა Stipendium Hungaricum-ის შესახებ. პროგრამაში მონაწილეობისთვის მიმდინარეობს განაცხადების მიღება 2019-20 აკადემიური წლისათვის. უნგრეთის მთავრობის სტიპენდია Stipendium Hungaricum 2013 წელს დააარსა უნგრეთის მთავრობამ. პროგრამის მიზანია უცხოელი სტუდენტთა რაოდენობის ზრდა უნგრეთში, უნგრული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წახალისება და საერთაშორისო ასპარეზზე გაყვანა […]

ისტორია და საერთაშორისო ურთიერთობები იტალიას, საქართველოსა და ევროპას შორის

18 დეკემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S501-502 აუდიტორიაში (გ. წერეთლის ქ. N3) იტალიური კულტურის ცენტრი გიწვევთ შეხვედრაზე: ისტორია და საერთაშორისო ურთიერთობები იტალიას, საქართველოსა და ევროპას. დასწრება თავისუფალია.

ასოცირებული მკვლევრის, ნიკოლოზ ლაჩაშვილის საჯარო ლექცია „თბილისის მიდამოების ხეები და ბუჩქები“

18 დეკემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში ილიაუნის ბოტანიკური ინსტიტურის ასოცირებული მკვლევარი ნიკოლოზ ლაჩაშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას „თბილისის მიდამოების ხეები და ბუჩქები“. მომხსენებელი ისაუბრებს თბილისის მიდამოების დენდროფლორის შემადგენლობასა და გავრცელების კანონზომიერებაზე. განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს ენდემურ სახეობებს, აგრეთვე იშვიათი/გენეტიკური ეროზიის საფრთხის წინაშე მდგომ სახეობებსა და ამ მცენარეთა კონსერვაციის პრობლემებს. დრო: 18 დეკემბერი, 18:00 […]

ილიაუნის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის „ძილ-ღვიძილის ციკლის შემსწავლელი თენგიზ ონიანის ლაბორატორიის“ ანგარიში

18 დეკემბერს, 18:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში ილიაუნის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის „ძილ-ღვიძილის ციკლის შემსწავლელი თენგიზ ონიანის ლაბორატორია“ ორ ანგარიშს წარადგენს. პროფესორი ნატო დარჩია წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „მოზარდებში თავის ტვინის მომწიფების პროცესის ელექტროფიზიოლოგიური ინდექსი“. ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი (ADHD) ფართოდ განიხილება, როგორც თავის ტვინის მომწიფების პროცესის შენელებასთან დაკავშირებული დარღვევა. ამ მოსაზრების ყველაზე […]

რატი ამაღლობელის საჯარო ლექცია „საშობაო განწყობები ლიტერატურაში“

18 დეკემბერს, სამშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ პოეტი რატი ამაღლობელი წაიკითხავს საჯარო ლექციას „საშობაო განწყობები ლიტერატურაში“. მომხსენებელი ისაუბრებს შემდეგ თემებზე: შობის სცენების თეატრალიზებული დადგმების ტრადიცია ევროპულ ქალაქებსა და დაბებში; ფრიდრიხ რიუკერტის ''Kindertodtenlieder'', (სიმღერები გარდაცვლილ ბავშვებზე) და დოსტოევსკის „ბიჭუნა ქრისტესთან ნაძვის ხეზე“; შობა ანდერსენსა და დიკენსთან; პასტერნაკისა და ბროდსკის საშობაო ციკლები; ქართული […]

ილიაუნის ლინგვისტურ ენათა ინსტიტუტის ანგარიში

18 დეკემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნინო დობორჯგინიძე და ასისტენტ-მკვლევარი თამარ კალხიტაშვილი წაიკითხავენ მოხსენებას: „ენობრივი/კულტურული მემკვიდრეობის დოკუმენტირება და კვლევა“. დრო: 18 დეკემბერი, 19:00 საათი ადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის 3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დასწრება თავისუფალია.