LECTURA DANTIS /დანტეს წაკითხვა – ოცდამერვე ქება

14 დეკემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ყოველკვირეული შეხვედრების ციკლის Lectura Dantis ფარგლებში გაიმართება შეხვედრა, სადაც წავიკითხავთ და გავაანალიზებთ ოცდამერვე ქებას. შეხვედრების ციკლი ეძღვნება დანტეს „ღვთაებრივი კომედიის“ ნელსა და დაკვირვებულ წაკითხვა-ანალიზს. პროფესორმა ნოდარ ლადარიამ თითქმის დაასრულა ევროპული და მსოფლიო ლიტერატურის ამ უმნიშვნელოვანესი წიგნის ახალი პროზაული თარგმანი და სწორედ ეს, ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი […]

პროფესორ რევაზ სოლომონიას ლექცია: „პრედისპოზიცია და მეხსიერება მხედველობითი იმპრინტინგის დროს: მიკრო-რნმ-ები და მათი სამიზნე ცილები“

14 დეკემბერს, 19:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში გაიმართება ქიმიური ბიოლოგიის ინსტიტუტის პროფესორ რევაზ სოლომონიას ლექცია თემაზე: „პრედისპოზიცია და მეხსიერება მხედველობითი იმპრინტინგის დროს: მიკრო-რნმ-ები და მათი სამიზნე ცილები“ წიწილებში მხედველობითი იმპრინტინგის დასწავლის პროცესისა და მეხსიერების ჩამოყალიბების შემდეგ უამრავი სპეციფიკური მოლეკულური განსხვავება აღინიშნება დასწავლის ხარისხის მიხედვით და, მით უმეტეს, საკოტროლო ცხოველებთან შედარებით. ყველა ეს […]

ბრენდის შენება სოციალურ მედიაში

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით 10-დან 16 დეკემბრის ჩათვლით სტუდენტური ცხოვრების კვირეული გაიმართება. ილიაუნის სტუდენტური ცხოვრების კვირეულის ფარგლებში 14 დეკემბერს, 20:00-21:00 საათზე, პროექტ „ADS Georgia – კრეატიული სააგენტოები საქართველოში“ ფარგლებში Leavingstone-ის სოციალური მედიისა და ციფრული რეკლამის განყოფილების ხელმძღვანელი პავლე გაბრიჭიძე შეხვდება სტუდენტებს და ისაუბრებს ბრენდის შექმნის/შენების სპეციფიკასა და პრინციპებზე სოციალურ მედიაში. დრო: 14 […]

Cannes Lions – International Festival of Creativity

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით 10-დან 16 დეკემბრის ჩათვლით სტუდენტური ცხოვრების კვირეული გაიმართება. ილიაუნის სტუდენტური ცხოვრების კვირეულის ფარგლებში 14 დეკემბერს, 21:00-21:30 საათზე, Leavingstone-ისსოციალური მედიისა და ციფრული რეკლამის განყოფილების ხელმძღვანელი პავლე გაბრიჭიძე და Giovanni Morra-ს დამფუძნებელი ნათია სვანიძე ისაუბრებენ კანის ლომების საერთაშორისო ფესტივალზე, მის მნიშვნელობასა და საკუთარ გამოცდილებაზე, რომელიც კონკურსში მონაწილეობის დროს მიიღეს. კანის […]

სტუდენტური ცხოვრების ფორუმი

სტუდენტური ცხოვრების კვირეულის ფარგლებში (10-16 დეკემბერი) 15 დეკემბერს, 12:00-დან 15:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორიაში გაიმართება სტუდენტური ცხოვრების ფორუმი, რომელზეც წარმოდგენილი იქნება ილიაუნის ყველა აქტიური სტუდენტური კლუბი და სხვადასხვა სამსახური. სტუდენტური ცხოვრების ფორუმზე სტუდენტებს საშუალება ექნებათ კლუბების წარმომადგენლებისგან მიიღონ ინფორმაცია მათი საქმიანობისა და კლუბში გაწევრიანების შესაძლებლობის შესახებ. ასევე, დაინტერესებული პირები შეძლებენ ინდივიდუალური კონსულტაციების გავლას […]

საინფორმაციო შეხვედრა ილიაუნის იტალიური კულტურის ცენტრში

15 დეკემბერს, შაბათს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის იტალიური კულტურის ცენტრში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა იტალიური ენის შემსწავლელ ერთთვიან კურსებთან დაკავშირებით. კურსებს გაუძღვებიან იტალიელი და ქართველი პედაგოგები. დრო: 15 დეკემბერი, 17:00 საათი ადგილმდებარეობა: S501-502 აუდიტორიები (გ. წერეთლის ქ. N3), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დასწრება თავისუფალია.  

ილიაუნის თეატრი სტუდენტური ცხოვრების კვირეულის ფარგლებში წარმოადგენს სადიპლომო სპექტაკლს „თარგმანები“

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით 10-დან 16 დეკემბრის ჩათვლით სტუდენტური ცხოვრების კვირეული გაიმართება. ილიაუნის თეატრი სტუდენტური ცხოვრების კვირეულის ფარგლებში 15 დეკემბერს, 20:00 საათზე, წარმოადგენს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალური ხელოვნების პროგრამის სადიპლომო სპექტაკლს „თარგმანები“. წარმოდგენაზე დასწრებას უფასოდ შეძლებს ილიაუნის 100 სტუდენტი, რომლებიც პირველად დარეგისტრირდებიან. სპექტაკლში მოქმედება ვითარდება 1833 წელს ირლანდიის პატარა დასახლება ბეილი ბეგიში, […]

საჯარო ლეცია თემაზე: „ხორცის მჭამელთა ჭირი, პარვოვირუსული ენტერიტი და ჭიებით ინვაზია“

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინიციატივით მიმდინარეობს საჯარო ლექციების კურსი: „ყველაფერი შინაური ცხოველების შესახებ“. 17 დეკემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ექიმი-ვეტერინარი დავით ნანობაშვილი წაიკითხავს ამ კურსის მერვე ლექციას თემაზე: ხორცის მჭამელთა ჭირი, პარვოვირუსული ენტერიტი და ჭიებით ინვაზია“. ლექციის ძირითადი თემებია: • ჭიებით ინვაზია – სიმპტომები, მკურნალობა და პროფილაქტიკა; • ხორცის მჭამელთა […]

ასოცირებული პროფესორის, ბელა ჯაფოშვილის საჯარო ლექცია „საქართველოს მტკნარი წყლების ბიომრავალფეროვნების კვლევა“

17 დეკემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოოლოგიის ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი ბელა ჯაფოშვილი წაიკითხავს ლექციას თემაზე: „საქართველოს მტკნარი წყლების ბიომრავალფეროვნების კვლევა“. მოხსენებაში განხილული იქნება ჯავახეთის რეგიონის ტბების ფაუნისტური მრავალფეროვნების კვლევის მონაცემები, კერძოდ, მაკროუხერხემლოების მნიშვნელოვანი ტაქსონების შესწავლის პროგრესი, სენსიტიური და ტოლერანტული ჯგუფები და წყლის ხარისხის შეფასების ინდექსები. იქთიო ფაუნის თანამედროვე […]

ასოცირებული პროფესორის, თეა გოდოლაძის საჯარო ლექცია „საქართველოს სეისმური საფრთხის შეფასება“

17 დეკემბერს, 18:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტუტუტის ასოცირებული პროფესორი თეა გოდოლაძე წაიკითხავს საჯარო ლექციას „საქართველოს სეისმური საფრთხის შეფასება“. 2018 წლის ოქტომბერში გაიმართა საქართველოსა და აშშ-ის ერთობლივი პროექტის „კავკასიის სეისმური საფრთხის შეფასება“ შემაჯამებელი მოხსნების წარდგენა. პროექტის ფარგლებში მოეწყო 6 სამეცნიერო ტრენინგი რეგიონის სამუშაო ჯგუფებისათვის. მიღებული რუკები წინაპირობაა ქვეყნის სამშენებლო […]