სანდრო გაბისონია – ბრენდია ადამიანი?!

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით 10-დან 16 დეკემბრის ჩათვლით სტუდენტური ცხოვრების კვირეული გაიმართება. ილიაუნის სტუდენტური ცხოვრების კვირეულის ფარგლებში 14 დეკემბერს, 16:00-18:00 საათზე, სტუდენტებს ციფრული სააგენტო „მარმელადსის“ კრეატიული დირექტორი სანდრო გაბისონია ესაუბრება თემაზე: „არქეტიპებისა და ავატარების ეფექტური კომუნიკაცია“. დრო: 14 დეკემბერი, 16:00-18:00 საათი ადგილმდებარეობა: ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5, ახალი სტუდენტური სივრცე, ილიაუნის E კორპუსი, […]

პროფესორ დაფნე ვიდანეცის ლექცია: „ეკონომიკის ფილოსოფიური საფუძვლები“

14 დეკემბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E235 აუდიტორიაში პროფესორი დაფნე ვიდანეცი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „ეკონომიკის ფილოსოფიური საფუძვლები“. დაფნე ვიდანეცი ბალთაზარის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის სრული პროფესორია; მისი საკვლევი სფეროებია ფილოსოფია, თეოლოგია, ეკონომიკა დ აბიზნესის ეთიკა. ამ მიმართულებით პროფესორს გამოქვეყნებული აქვს 6 წიგნი და 50-მდე სამეცნიერო ნაშრომი. სამუშაო ენა: ინგლისური დრო:14 დეკემბერი,16:00 საათი ადგილმდებარეობა: E235 აუდიტორია (ქ. […]

გამოფენის „მდგომარეობებს შორის / IN-BETWEEN CONDITIONS“ ტური ილიაუნის სტუდენტებისათვის

14 დეკემბერს, 17:00 საათზე, კლუბ KHIDI-ის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში სპეციალურად ილიაუნის სტუდენტებისთვის მოეწყობა საგამოფენო ტური, სადაც კურატორები თავად გააცნობენ სტუდენტებს გამოფენის „მდგომარეობებს შორის / IN-BETWEEN CONDITIONS“ კონცეფციასა და ნამუშევრებს. საგამოფენო ტური სტუდენტური ცხოვრების კვირეულის ფარგლებში მოეწყობა. მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე: https://bit.ly/2BcPcXP მონაწილეობის მიღებას პირველი 25 სტუდენტი შეძლებს. ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს ილიაუნი. გამოფენა „მდგომარეობებს შორის / IN-BETWEEN […]

საჯარო ლექცია: „რელიგიური თანასწორობის ახალი საქმეები საკონსტიტუციო სასამართლოში”

14 დეკემბერს, 17:00-საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე: „რელიგიური თანასწორობის ახალი საქმეები საკონსტიტუციო სასამართლოში". მომხსენებლები: მაკო ღავთაძე – ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) სამართლებრივი პროგრამის ხელმძღვანელი გიორგი ნონიაშვილი – კონსტიტუციური კვლევების ცენტრის მკვლევარი, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) სამართლებრივი ექსპერტი 2018 წლის 3 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ რელიგიური გაერთიანებების ორი სარჩელი […]

შეხვედრა კომპანიასთან “ჰოლო” – სტუდენტური ვაკანსიების შესახებ

14 დეკემბერს 18:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაბლაბში გაიმართება კომპანია „ჰოლოსთან“ შეხვედრა. კომპანია „ჰოლო“ ეძებს ახალ თანაგუნდელს გაყიდვების მიმართულებით. ჰოლო არის ინოვაციური მედია პლატფორმა, რომელიც ჰოლოგრამულ ტექნოლოგიებს იყენებს მარკეტინგული და საინფორმაციო კამპანიებისათვის. ათობით ლოკაციაზე კომპანიებს შეუძლიათ საკუთარი პროდუქტის ან სერვისის ვიზუალიზაცია მოახდინონ მილიონობით პოტენციურ მომხმარებელზე ჰოლოგრამული სახით. ჰოლოს სერვისებით უკვე სარგებლობენ საქართველოში არსებული წამყვანი კომპანიები. […]

სოფი ვილი ილიაუნიში

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით 10-დან 16 დეკემბრის ჩათვლით სტუდენტური ცხოვრების კვირეული გაიმართება. სტუდენტური ცხოვრების კვირეულის ფარგლებში 14 დეკემბერს, 18:00 საათზე, სტუდენტებს ექნებათ საშუალება შეხვდნენ ქართველ მუსიკოსს, სოფი ვილის (Sophie Villy). ქართველი მუსიკოსი საქმიანობს უკრაინასა და აშშ-ში. სოფი ვილი ქართული, ფრანგული და უკრაინული ფილმებისათვის შექმნილი მუსიკის ავტორია. მომღერალი სტუდენტებს ესაუბრება თავის კარიერაზე, გაუზიარებს […]

პროფესორ დავით თარხნიშვილის საჯარო ლექცია: „სიცოცხლის ბარკოდინგი – ერთობლივი ქართულ-გერმანული ინიციატივა და მისი კავშირი ეკოლოგიის ინსტიტუტში მიმდინარე კვლევებთან“

14 დეკემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიის ინსტიტუტის პროფესორი დავით თარხნიშვილი წაიკითხავს ლექციას თემაზე: „სიცოცხლის ბარკოდინგი – ერთობლივი ქართულ-გერმანული ინიციატივა და მისი კავშირი ეკოლოგიის ინსტიტუტში მიმდინარე კვლევებთან“. დრო: 14 დეკემბერი, 18:00 საათი ადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის 3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დასწრება თავისუფალია.

მერაბ სვანაძის ლექცია: „თერმოდრეკადობის თეორიის ამოცანები სამგვარი ფოროვნობის სტრუქტურის მქონე მასალებისათვის“

14 დეკემბერს, 18:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფუნდამენტური და ინტერდისციპლინარული მათემატიკური კვლევების ინსტიტუტის პროფესორი მერაბ სვანაძე წაიკითხავს ლექციას თემაზე: „თერმოდრეკადობის თეორიის ამოცანები სამგვარი ფოროვნობის სტრუქტურის მქონე მასალებისათვის“. მოხსენება ეხება სამგვარი ფოროვნობის სტრუქტურის მქონე მასალების თერმოდრეკადობის თეორიის მდგრადი რხევის გამოკვლეულ ამოცანებსა და მიღებულ შედეგებს, ესენია: აიგო სამგვარი ფოროვნობის სტრუქტურის მქონე […]

Giovanni Morra – ბრენდის ხასიათი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით 10-დან 16 დეკემბრის ჩათვლით სტუდენტური ცხოვრების კვირეული გაიმართება. ილიაუნის სტუდენტური ცხოვრების კვირეულის ფარგლებში 14 დეკემბერს, 19:00-20:00 საათზე, სტუდენტებს შეხვდება Giovanni Morra-ს დამფუძნებელი ნათია სვანიძე თემაზე: „როგორ გადმოვცეთ ბრენდის ხასიათი“. Storytelling, ანუ ამბის მოყოლის ხელოვნება და ბრენდის პერსონიფიცირება – Giovanni Morra-ს, მამაკაცის აქსესუარებისა და საჩუქრების ქართული სტარტაპის, ავტორებმა მომხმარებელთან […]

ელენე ჟურავლოვას ლექცია: „სიგმა-1 რეცეპტორი, როგორც ნერვული უჯრედის აქტივობის რეგულატორი“

14 დეკემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში ქიმიური ბიოლოგიის ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი ელენე ჟურავლოვა წაიკითხავს მოხსენებას „სიგმა-1 რეცეპტორი, როგორც ნერვული უჯრედის აქტივობის რეგულატორი“. სიგმა-1 რეცეპტორი (σ1R), ჩაპერონული ცილა, მემბრანული და მიტოქონდრიული პროცესების ერთგვარ კოორდინატორს წარმოადგენს. σ1R რეცეპტრორები მაღალი ხარისხით ექსპრესირდებიან ცენტრალურ ნერვულ სისტემაში და მათი აქტივაცია ასტიმულირებს ნეირომოდულაციასა და ნეიროპროტექციას, მაგალითად, ალცჰეიმერის […]