Loading Events

« All Events

  • This event has passed.

მერაბ სვანაძის ლექცია: „თერმოდრეკადობის თეორიის ამოცანები სამგვარი ფოროვნობის სტრუქტურის მქონე მასალებისათვის“

დეკემბერი 14, 2018 / 18:30

14 დეკემბერს, 18:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფუნდამენტური და ინტერდისციპლინარული მათემატიკური კვლევების ინსტიტუტის პროფესორი მერაბ სვანაძე წაიკითხავს ლექციას თემაზე: „თერმოდრეკადობის თეორიის ამოცანები სამგვარი ფოროვნობის სტრუქტურის მქონე მასალებისათვის“.

მოხსენება ეხება სამგვარი ფოროვნობის სტრუქტურის მქონე მასალების თერმოდრეკადობის თეორიის მდგრადი რხევის გამოკვლეულ ამოცანებსა და მიღებულ შედეგებს, ესენია:

  • აიგო სამგვარი ფოროვნობის სტრუქტურის მქონე მასალების თერმოდრეკადობის თეორიის მათემატიკური მოდელი და ამ მოდელის მდგრადი რხევის განტოლებათა სისტემის ფუნდამენტური ამონახსნი ელემენტარული ფუნქციების საშუალებით. ამასთან დადგინდა ამ ამონახსნის ძირითადი თვისებები;
  • მიღებულია მდგრადი რხევის განტოლებათა სისტემის ზოგადი ამონახსნის წარმოდგენის ფორმულები;
  • აიგო გრინის ფორმულები და დადგინდა რეგულარული ვექტორის უსასრულობაში ქრობის პირობები (გამოსხივების პირობები);
  • დამტკიცდა მდგრადი რხევის შიგა და გარე სასაზღვრო ამოცანების რეგულარული (კლასიკური) ამონახსნების ერთადერთობის თეორემები;
  • აიგო მარტივი ფენის, ორმაგი ფენისა და მოცულობითი პოტენციალები და დადგინდა მათი თვისებები;

დრო: 14 დეკემბერი, 18:30 საათი

ადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის 3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
დეკემბერი 14, 2018
Time:
18:30
Event Category:
Event Tags: