ილიაუნის ეკოლოგიის ინსტიტუტის ანგარიში

20 დეკემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში ილიაუნის ეკოლოგიის ინსტიტუტი სამი მოხსენებით წარდგება. პროფესორი ოთარ აბდალაძე წაიკითხავს საჯარო ლექციას: „მცენარეთა ადაპტაციური სტრატეგიები მაღალმთის სტრეს-დომინანტურ გარემოში“. მაღალმთის ორ ყველაზე სტრეს-დომინანტურ გარემოში – ნივალურ სარტყელსა და მშრალ კლდეებზე შესწავლილია მცენარეთა სტრუქტურულ-ფუნქციური ადაპტაციური მექანიზმები და სტრატეგიები. გამოვლენილია მცენარეთა ტემპერატურის რეჟიმის ადაპტაციის მაღალი ხარისხი. მკვლევარი ჟანა […]

ლეინკირკლანდის სასტიპენდიო პროგრამის პრეზენტაცია

20 დეკემბერს, 19:00 საათზე, რონდელის ფონდში გაიმართება პრეზენტაცია ლეინკირკლანდის სასტიპენდიო პროგრამის შესახებ. ლეინკირკლანდის სასტიპენდიო პროგრამა არის პოლონური პროგრამა, რომელიც ხელმძღვანელებსა და სხვადასხვა დარგის სპეციალისტებს აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის რეგიონისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან სთავაზობს სრულად დაფინანსებულ 2-სემესტრიან სწავლებას პოლონეთის წამყვან უნივერსიტეტებში. დამატებითი ინფორმაცია შეხვედრის შესახებ იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/2GoowJF პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ბმულს: http://www.kirkland.edu.pl/ დრო: […]

შეხვედრა საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის ვაკანსიების შესახებ

საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი IGG სტუდენტებს სთავაზობს დასაქმებას გაყიდვების აგენტის პოზიციაზე მოქნილი გრაფიკით. ამასთან დაკავშირებით 21 დეკემბერს, პარასკევს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E კორპუსის ახალ სტუდენტურ სივრცეში სტუდენტებთან შეხვედრას გამართავს საქართველოს სადაზღევო ჯგუფის HR მენეჯერი. შეხვედრაზე დამსაქმებელი მოგაწვდით ვაკანსიის შესახებ ამომწურავ ინფორმაციას და დაინტერესებულ პირებთან ჩანიშნავს გასაუბრებას. შეხვედრა დააინტერესებს ნებისმიერი კურსისა და ფაკულტეტის სტუდენტს, ასევე […]

სტუდენტებთან შეხვედრა თემაზე: ,,გენდერული ძალადობა და გენდერული სტატისტიკა საქართველოში, მათი მნიშვნელობა, არსებული მიგნებები და გამოწვევები“

21 დეკემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (#PHR-ი)“ გამართავს საჯარო შეხვედრას სტუდენტებთან. ორგანიზაციის იურისტები – მარიამ ქევხიშვილი და ანა თავხელიძე ისაუბრებენ თემაზე:,,გენდერული ძალადობა და გენდერული სტატისტიკა საქართველოში, მათი მნიშვნელობა, არსებული მიგნებები და გამოწვევები“. განიხილავენ საქართველოში ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებს; იმ ვალდებულებებს, რომლებსაც სტამბოლის კონვენცია ითვალისწინებს; ასევე […]

სემინარი „რეცენზიების წერის სტრუქტურა“

21 დეკემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ პროფესორი ტილმან კულკე გამართავს სემინარს რეცენზიების წერის სტრუქტურის შესახებ. სემინარი განკუთვნილია დოქტორანტებისთვის ისტორიის, კულტურის კვლევებისა და სოციოლოგიის პოლიტიკის მეცნიერებების მიმართულებით. სამუშაო ენა: ინგლისური დრო: 21 დეკემბერი, 17:00 საათი ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ N33), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დასწრება თავისუფალია.

დათო ქურიძის საჯარო ლექცია: „მაგნიტური ველის გაზომვა მზის კორონალურ მარყუჟებში“

21 დეკემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის კვლევის კონსულტანტი, აბერისტვისის უნივერსიტეტის (Aberystwyth University, Wales) მკვლევარი დავით ქურიძე წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „მაგნიტური ველის გაზომვა მზის კორონალურ მარყუჟებში“. მზის ზედა ატმოსფეროში (კორონაში) მაგნიტური ველის მაღალი სიზუსტით გაზომვა თანამედროვე ასტროფიზიკის ერთ-ერთი ცენტრალური ამოცანაა. გასული წლის სექტემბერში შვედური მზის ტელესკოპით ილიაუნის მეცნიერებმა ანთებული მაგნიტური მარყუჟების […]

ილიაუნის წიგნების გამოფენა

22 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გამართავს წლის შემაჯამებელ ღონისძიებას ილიაუნის წიგნების გამოფენა. ღონისძიებაზე ავტორები, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები, წარადგენენ წიგნებს სერიიდან „ილიაუნის გზამკვლევი“, ასევე სხვა წიგნებს, რომლებიც 2018 წლის განმავლობაში მათი ავტორობით გამოიცა ან ითარგმნა.   დრო აქტივობა 15:00-16:00 მიღება (welcome drinks) 16:00-16:15 ილიაუნის გზამკვლევი: ცისფერყანწელები / ავტორი: ბელა წიფურია (გამოცემულია) 16:15–16:30 ილიაუნის გზამკვლევი: საბჭოთა ეკონომიკა / […]

საჯარო დისკუსია: „პრეზიდენტის ინსტიტუტის როლი ქართულ სამართლებრივ სისტემაში – შეწყალების კონსტიტუციური უფლება”

24 დეკემბერს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ მართლმსაჯულების გაძლიერებისა და სამართლებრივი სწავლების ცენტრი უმასპინძლებს საჯარო დისკუსია თემაზე: „პრეზიდენტის ინსტიტუტის როლი ქართულ სამართლებრივ სისტემაში – შეწყალების კონსტიტუციური უფლება". მომხსენებლები: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი კონსტანტინე კუბლაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მკვლევარი გიორგი ჩიფჩიური, ექსპრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციის შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძე. მოდერატორი […]

რატი ამაღლობელის „სიტყვის სახელოსნო“: შეხვედრა მსახიობ ნინო კასრაძესთან

25 დეკემბერს, სამშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში„ლიგამუსი“ შეხვედრების ციკლის – „სიტყვის სახელოსნოს“ – ფარგლებში რატი ამაღლობელი სტუმრად იწვევს მსახიობ ნინო კასრაძეს, რომელიც წაიკითხავს მისთვის მნიშვნელოვან 5 ლექსს ქართული პოეზიიდან. საუბარი შეეხება წაკითხულ ლექსებს. დრო: 25 დეკემბერი, 19:00 საათი ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. №32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დასწრება თავისუფალია.

პროფესორ თინათინ კახნიაშვილის საჯარო ლექცია: „გრავიტაციულ ტალღებში „დანახული“ სამყარო“

27 დეკემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 დარბაზში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის პროფესორი თინათინ კახნიაშვილი გამართავს საჯარო ლექციას  თემაზე: „გრავიტაციულ ტალღებში „დანახული“ სამყარო“. მომხსენებელი ისაუბრებს სამყაროს დაბადებაზე, განიხილავს ფილოსოფიურ საკითხებს – რა არის დრო და რა არის სივრცე, ასევე შეეხება მომავლის ტექნოლოგიებს. თემის მოკლე აღწერა კოსმოსის შესწავლა დედამიწის ცივილიზაციის განვითარების […]