LECTURA DANTIS /დანტეს წაკითხვა – ოცდამეათე ქება

22 მარტს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ყოველკვირეული შეხვედრების ციკლის Lectura Dantis ფარგლებში გაიმართება შეხვედრა, სადაც წავიკითხავთ და გავაანალიზებთ ოცდამეათე ქებას. შეხვედრების ციკლი ეძღვნება დანტეს „ღვთაებრივი კომედიის“ ნელსა და დაკვირვებულ წაკითხვა-ანალიზს. პროფესორმა ნოდარ ლადარიამ თითქმის დაასრულა ევროპული და მსოფლიო ლიტერატურის ამ უმნიშვნელოვანესი წიგნის ახალი პროზაული თარგმანი და სწორედ ეს, ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი […]

საინფორმაციო შეხვედრა დებატების კლუბში წევრების მიღებასთან დაკავშირებით

22 მარტს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დებატების კლუბში წევრების მიღებასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ინიციატივით 2018 წელს უნივერსიტეტში შეიქმნა დებატების კლუბი. ილიაუნის დებატების კლუბის წევრებს არჩევენ წელიწადში ერთხელ კონკურსის წესით. კლუბის წევრებისთვის მთელი წლის განმავლობაში კვირაში ერთხელ ორსაათიან ტრენინგებს ჩაატარებენ საქართველოს დებატებისა და […]

დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები – მოლოდინები და პერსპექტივები

23 მარტს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი" გაიმართება 21 მარტის – დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა და დისკუსია თემაზე: „დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები – მოლოდინები და პერსპექტივები“. დისკუსიაზე განხილული იქნება თემები: ბავშვთან დაკავშირებული მოლოდინები და ოჯახის ჩართულობა, და-ძმის როლი და მხარდაჭერა, კომუნიკაციისა და ენის განვითარების ხელშეწყობა, სამედიცინო მეთვალყურეობასთან დაკავშირებული საკითხები და […]

არქიტექტურა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროს დასაქმების ფორუმი

2019 წლის მარტში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება მარი ბურდულის სახელობის დასაქმების თვე, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია პროფილური დასაქმების ფორუმები სხვადასხვა მიმართულებით და დასაქმებასთან დაკავშირებული ღონისძიებები, ვორკშოპები და შეხვედრები. დასაქმების თვის ფარგლებში დაგეგმილ ფორუმებსა და ღონისძიებებში მონაწილეობა შეუძლიათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ნებისმიერი საფეხურის, კურსისა და მიმართულების სტუდენტებს, ასევე კურსდამთავრებულებს. 25 მარტს, 13:00-დან 16:00 საათამდე, ილიას სახელმწიდო უნივერსიტეტის […]

BUILD SOFTWARE, TEST SOFTWARE

მარი ბურდულის სახელობის დასაქმების თვის ფარგლებში 25 მარტს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში კომპანია Exactpro Systems-ის წარმომადგენელი შეხვდება ილიაუნის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს. შეხვედრის თემა: BUILD SOFTWARE, TEST SOFTWARE. Exactpro Systems, IT კომპანია, პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებას ემსახურება. პრეზენტაციაზე განხილული იქნება: კომპანია Exactpro Systems-ის ისტორია და მისი საქმიანობის სფერო; რა არის ტესტინგი; როგორ ზოგავს ტესტინგი […]

საჯარო ლექცია თემაზე: ,,ქვეწარმავლები და მათი როლი ეკოსისტემაში“

25 მარტს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინიციატივით გაიმართება საჯარო ლექციების კურსის „ყველაფერი შინაური ცხოველების შესახებ“ მორიგი ლექცია თემაზე: ,,ქვეწარმავლები და მათი როლი ეკოსისტემაში“. საჯარო ლექციას ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ჰერპეტოლოგი შოთა ზანდუკელი წაიკითხავს. ლექციის ძირითადი თემებია: ზოგადი ინფორმაცია ქვეწარმავლების შესახებ; საქართველოში გავრცელებული ქვეწარმავლები; გველების კატეგორიები და მათი ნიშან-თვისებები; გველებთან მოპყრობისა […]

საჯარო დისკუსია „სამართალწარმოების პროცესში გენდერული სტატისტიკის გამოყენების მნიშვნელობა“

25 მარტს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ,,ლიგამუსი“ გაიმართება საჯარო დისკუსია თემაზე „სამართალწარმოების პროცესში გენდერული სტატისტიკის გამოყენების მნიშვნელობა“. დისკუსიას მართავს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ქალთა ისტორიის თვისა და #EWMI #PROLOG-ის მხარდაჭერილი პროექტის ,,ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის გაუმჯობესება საქართველოში“ ფარგლებში. ღონისძიებაზე საუბარი შეეხება სტამბოლის კონვენციის რატიფიცირების შემდეგ საქართველოს მიერ […]

ბიზნესის საკონსულტაციო და ფინანსური სფეროს დასაქმების ფორუმი

2019 წლის მარტში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება მარი ბურდულის სახელობის დასაქმების თვე, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია პროფილური დასაქმების ფორუმები სხვადასხვა მიმართულებით და დასაქმებასთან დაკავშირებული ღონისძიებები, ვორკშოპები და შეხვედრები. დასაქმების თვის ფარგლებში დაგეგმილ ფორუმებსა და ღონისძიებებში მონაწილეობა შეუძლიათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ნებისმიერი საფეხურის, კურსისა და მიმართულების სტუდენტებს, ასევე კურსდამთავრებულებს. 26 მარტს, 13:00-დან 16:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის […]

საჯარო ლექცია „ სექსუალური ძალადობის დაუსჯელობა – ქართული კანონმდებლობის ხარვეზები“

ბოლო წლებში საქართველოში ძალადობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პოლიტიკა შეიცვალა, პროგრესია პრაქტიკის კუთხითაც, თუმცა სექსუალური ძალადობის მიმართულებით მიდგომა პრაქტიკულად იგივეა, რაც საბჭოთა კავშირის დროს. მიუხედავად იმისა, რომ სტამბოლის კონვენციის რატიფიცირების შემდეგ საკონონმდებლო დეფინიცია ნაწილობრივ დაიხვეწა, ის სრულყოფისგან კვლავ შორსაა. გაუპატიურება დეფინირებულია, როგორც სექსუალური კავშირი ძალადობით და სექსუალური კავშირი თანხმობის გარეშე გაუპატიურებად არ ითვლება, კვლავ ხდება მსხვერპლების სტიგმატიზაცია, […]

რატი ამაღლობელის „სიტყვის სახელოსნო“: შეხვედრა დათო ევგენიძესთან

26 მარტს, სამშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ პოეტი რატი ამაღლობელი სტუმრად იწვევს დათო ევგენიძეს, რომელიც წარადგენს თავის ახალ პოეტურ კრებულს „დე“. დრო: 26 მარტი, 19:00 საათი ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. №32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დასწრება თავისუფალია.