რატი ამაღლობელის „სიტყვის სახელოსნო“: შეხვედრა ნიკა მაჩაიძესთან

19 მარტს, სამშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ შეხვედრების ციკლის „სიტყვის სახელოსნო“ ფარგლებში პოეტი რატი ამაღლობელი სტუმრად იწვევს მუსიკოს ნიკა მაჩაიძეს. საუბრის თემა იქნება „ტექსტი და მუსიკა”. ავტორი შეასრულებს რამდენიმე მუსიკალურ კომპოზიციას. დრო: 19 მარტი, 19:00 საათი ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. №32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დასწრება თავისუფალია.

ელენორ რუზველტის ტექსტების საჯარო კითხვა – „მომავალი ეკუთვით მათ, ვისაც საკუთარი ოცნებების მშვენიერების სჯერა“

ილიაუნის A კორპუსის ეზოში, ელენორ რუზველტის 13-მეტრიანი მურალის წინ, გაიმართება მისი ტექსტების საჯარო კითხვა, რათა ვიზეიმოთ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის ავტორისა და აქტივისტის ცხოვრება, მოღვაწეობა და მრავალწლიანი ბრძოლა ქალთა უფლებებისთვის. „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ პროგრამის ფარგლებში არსებულ კონკურსში ამ საჯარო დისკუსიაში მონაწილეობა შეფასდება 1%-ით. დრო: 20 მარტი, 16:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიაუნის A კორპუსის შიდა ეზო დასწრება […]

მესამე ინტერდისციპლინური დისკუსია ხელოვნური ინტელექტის შესახებ ილიაუნიში

21 მარტს, 11:00 საათზე, ილიაუნის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კორპორაციული და კომერციული სამართლის ცენტრი უმასპინძლებს მესამე ინტერდისციპლინურ დისკუსიას ხელოვნურ ინტელექტზე. დისკუსიის სპიკერები იქნებიან როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ექსპერტები. შეხვედრაზე გამომსვლელები ისაუბრებენ ხელოვნურ ინტელექტსა და დასაქმებას შორის კავშირზე, ხელოვნური ინტელექტის როლზე საწარმოთა შეძენისა და შერწყმის პროცესის დროს სათანადო წინდახედულების განხორციელებისას, პერსონალურ მონაცემთა […]

საზოგადოებასთან ურთიერთობის, მარკეტინგისა და მედიის სფეროს დასაქმების ფორუმი

2019 წლის მარტში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება მარი ბურდულის სახელობის დასაქმების თვე, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია პროფილური დასაქმების ფორუმები სხვადასხვა მიმართულებით და დასაქმებასთან დაკავშირებული ღონისძიებები, ვორკშოპები და შეხვედრები. დასაქმების თვის ფარგლებში დაგეგმილ ფორუმებსა და ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ნებისმიერი საფეხურის, კურსისა და მიმართულების სტუდენტებს, ასევე კურსდამთავრებულებს. 21 მარტს, 13:00-დან 16:00 საათამდე, ილიაუნის E […]

პროფესორ ჟაკ გოდიეს საჯარო ლექცია „სახალხო ამბოხის თემა ფრანგულ ლიტერატურაში”

21 მარტს, ხუთშაბათს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ფრანკოფონიის დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ფრანგი პროფესორი, ლიტერატურის სპეციალისტი ჟაკ გოდიე უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პროფესორებისათვის წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე "Quelques révoltes populaires dans la littérature française" („სახალხო ამბოხის თემა ფრანგულ ლიტერატურაში"). სამუშაო ენა: ფრანგული (უზრუნველყოფილი იქნება ქართული თარგმანი) დრო: 21 მარტი, 15:00 საათი ადგილმდებარეობა: […]

სამეცნიერო კაფე: „როგორ ამოვიცნოთ და გამოვიყენოთ სისტემები ჩვენ გარშემო“

21 მარტს, 19:00 საათზე, ვაკის მედიათეკაში პროფესორი მურმან მარგველაშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „როგორ ამოვიცნოთ და გამოვიყენოთ სისტემები ჩვენ გარშემო“. თემის მოკლე აღწერა დაკვირვებული თვალი ადვილად დაინახავს, რომ ჩვენ სისტემებში ვცხოვრობთ. ჩვენი სხეული, კლასი, ფეხბურთის გუნდი, დედამიწის ატმოსფერო, უნივერსიტეტი, ბინის გათბობის სისტემა, ტყე და ა. შ. სისტემებია, რომლებიც, მათი სტრუქტურიდან გამომდინარე, სხვადასხვანაირად იქცევიან. მომხსნებელი განიხილავს […]

შეხვედრა მთარგმნელ თამარ კვიჟინაძესთან

21 მარტს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი გეპატიჟებათ თამარ კვიჟინაძესთან შეხვედრაზე. მთარგმნელი ისაუბრებს საკუთარ გამოცდილებაზე, პროფესიულ უნარ-ჩვევებზე, თარგმნის პროცესზე და მის თანმდევ სირთულეებსა და გამოწვევებზე. თამარ კვიჟინაძეს ნორვეგიული ენიდან თარგმნილი აქვს შემდეგი ნაწარმოებები: კნუტ ჰამსუნის „მისტერიები“, ერლენდ ლუს „დოპლერი“ და „ნაივური სუპერი“, კარლ უვე კნაუსგორის „ჩემი ბრძოლა“ და სხვ. […]

ერიკ რომერის ფილმის „გაზაფხულის ზღაპარი“ ჩვენება და დისკუსია

21 მარტს, ხუთშაბათს, 19:30 საათზე, ილიაუნის A101 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური კინოკლუბი “CinExpress” წარმოგიდგენთ ფრანგული ახალი ტალღის რეჟისორის, ერიკ რომერის ფილმს „გაზაფხულის ზღაპარი“ (1990 წ.). ღონისძიების სტუმარია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გოგი გვახარია, რომელიც რეჟისორსა და მის შემოქმედებაზე ისაუბრებს. ჟანა ფილოსოფიის ლექტორია, რომელიც წვეულებაზე სტუდენტ ნატაშას გაიცნობს. ისინი დამეგობრდებიან და ნატაშა ჟანას მამის სახლში […]

ტურიზმის სფეროს დასაქმების ფორუმი

2019 წლის მარტში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება მარი ბურდულის სახელობის დასაქმების თვე, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია პროფილური დასაქმების ფორუმები სხვადასხვა მიმართულებით და დასაქმებასთან დაკავშირებული ღონისძიებები, ვორკშოპები და შეხვედრები. დასაქმების თვის ფარგლებში დაგეგმილ ფორუმებსა და ღონისძიებებში მონაწილეობაა შეუძლიათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ნებისმიერი საფეხურის, კურსისა და მიმართულების სტუდენტებს, ასევე კურსდამთავრებულებს. 22 მარტს, 13:00-დან 16:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის […]

ფილმის „მე მქვია მალალა“ ჩვენება და დისკუსია ადამიანის უფლებათა კინოკლუბში

ფილმი „მე მქვია მალალა“ პაკისტანელი აქტივისტის, ქალთა და გოგონათა უფლებების დამცველის, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატის, მალალა იუსუფზაის შესახებ მოგვითხრობს. ეს არის ისტორია მის ბრძოლაზე განათლების უფლებისთვის, რომელიც მალალას ლამის სიცოცხლის ფასად დაუჯდა. ჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსია. თრეილერი: https://www.youtube.com/watch?v=vE5gSHJkusU „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ პროგრამის ფარგლებში არსებულ კონკურსში ამ საჯარო დისკუსიაში მონაწილეობა შეფასდება 1%-ით. მომხსენებლები: სალომე გურგენიძე, […]