გალაკტიონ ტაბიძის „არტისტული ყვავილები“: პოეტიკა და სიმბოლიკა

14 მარტს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი გეპატიჟებათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, გერმანისტ კონსტანტინე ბრეგაძის ლექციაზე „გალაკტიონ ტაბიძის „არტისტული ყვავილები“: პოეტიკა და სიმბოლიკა“. გალაკტიონ ტაბიძის (1891-1959) „არტისტული ყვავილები“ (1919) ზედმიწევნით ასახავს მოდერნის ეპოქაში მიმდინარე მენტალობის ცვალებადობით განპირობებულ მყარ წარმოდგენათა, ანუ თეოცენტრისტულ და ანთროპოცენტრისტულ წარმოდგენათა, რღვევას და ამით გამოწვეულ […]

წიგნის აკადემია

კონრად ადენაუერის ფონდი და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი სტუდენტებისთვის ერთობლივ პროექტს „წიგნის აკადემია“ იწყებს. სამი თვის განმავლობაში პროექტში მონაწილე სტუდენტებს საშუალება ექნებათ, იმუშაონ თანამედროვე მწერლებთან, დეტალურად და სიღრმისეულად გაეცნონ მათ შემოქმედებას და მათ ნაწარმოებებზე დაყრდნობით განიხილონ მნიშვნელოვანი და აქტუალური თემები. ავტორები სპეციალური ლექციების ფარგლებში მონაწილეებს მისცემენ წერილობით დავალებას, რომელსაც მომდევნო შეხვედრაზე მათთან ერთად განიხილავენ. პროექტის […]

შეხვედრა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურ დირექტორთან

15 მარტს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება შეხვედრა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურ დირექტორ ზვიად გაბისონიასა და ფონდის წარმომადგენლებთან. შეხვედრის მიზანია განათლების რეფორმის ფარგლებში მეცნიერების მიმართულებით არსებული მდგომარეობის, გამოწვევებისა და სამომავლო პერსპექტივების გაცნობა. დრო: 15 მარტი, 16:00 საათი ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი […]

დოქტორანტ სერგეი სალუშევის კვლევის წარდგენა

15 მარტს, პარასკევს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A103 აუდიტორიაში ანთროპოლოგიური კვლევითი სემინარების ფარგლებში სერგეი სალუშევი, კალიფორნიის უნივერსიტეტის დოქტორატი სანტა-ბარბარაში, წარადგენს კვლევას: Reluctant Abolitionists: Captivity, Slavery, and the Slave Trade in the 19th Century Caucasus. სერგეი სალუშევის ვრცელი ბიოგრაფია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/2O39yJ5 სამუშაო ენა: ინგლისური დრო: 15 მარტი, 17:00 საათი ადგილმდებარეობა: A103 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. […]

საჯარო ლექცია თემაზე:„ძაღლების მოშენების პრინციპები“

15 მარტს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინიციატივით გაიმართება საჯარო ლექციების კურსის „ყველაფერი შინაური ცხოველების შესახებ“ მომდევნო ლექცია თემაზე: „ძაღლების მოშენების პრინციპები“. ლექციას კინოლოგი და მომშენებელი სალომე მუჯირი წაიკითხავს. ლექციის ძირითადი თემებია: ძაღლისა და ადამიანის ურთიერთობის ისტორია; შინაურ ცხოველთა პოპულაციის ზრდა და დღევანდელი რეალობა; რა სხვაობაა ძაღლების მოშენებასა და უკონტროლო […]

პროექტის „ქალაქ თბილისის ჰოსპიტალური სექტორის და მისი ღირებულებათა ჯაჭვის კონკურენტუნარიანობის ანალიზი – Smart Specialisations-ის მეთოდოლოგიის კომპონენტების გამოყენებით“ კვლევითი ანგარიშის პრეზენტაცია

18 მარტს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი" გაიმართება ბიზნესის, ტექნოლოგიის და განათლების ფაკულტეტის ბიზნესის კვლევების ცენტრისა და PMC კვლევითი ცენტრის ღონისძიება, რომელზეც წარმოდგენილი იქნება პროექტის „ქალაქ თბილისის ჰოსპიტალური სექტორის და მისი ღირებულებათა ჯაჭვის კონკურენტუნარიანობის ანალიზი – Smart Specialisations-ის მეთოდოლოგიის კომპონენტების გამოყენებით“ კვლევითი ანგარიშის პრეზენტაცია. მომხსენებელი – გიორგი ხიშტოვანი, ბიზნესის, ტექნოლოგიის და განათლების […]

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დებატების კლუბი აცხადებს წევრთა მიღებას

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ინიციატივით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში შეიქმნა დებატების კლუბი. ილიაუნის დებატების კლუბის წევრებს არჩევენ წელიწადში ერთხელ კონკურსის წესით. კლუბის წევრებისთვის მთელი წლის განმავლობაში, კვირაში ერთხელ, ორსაათიან ტრენინგებს ჩაატარებენ საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტისმაღალკვალიფიციური ტრენერ-კონსულტანტები. დებატების კლუბის სრული პროგრამა იხილეთ აქ. კლუბის წევრები მონაწილეობას მიიღებენ საჯარო დებატებში, ტურნირებში, დისკუსიებში; დაესწრებიან შეხვედრებს ექსპერტებთან; […]

საჯარო დისკუსია „ოჯახში ძალადობა და ქალთა წინააღმდეგ მიმართული დანაშაული“

დისკუსიაზე საუბარი შეეხება ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახურ დანაშაულებთან დაკავშირებით საქართველოში არსებულ საკანონმდებლო ბაზას, პრაქტიკაში არსებულ პრობლემებსა და ამ პრობლემების გადაჭრის გზებზე. განხილური იქნება, თუ როგორია ოჯახში ძალადობისა და ქალთა წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ბოლო პერიოდის სტატისტიკა. ღონისძიებაზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ სისხლის სამართლის სასამართლო პროცესების მონიტორინგის ფარგლებში ოჯახში ძალადობის, ოჯახური დანაშაულისა და ქალთა მიმართ […]

საბანკო-საფინანსო და აუდიტორული სფეროს დასაქმების ფორუმი

2019 წლის მარტში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მარი ბურდულის სახელობის დასაქმების თვე გაიმართება, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია პროფილური დასაქმების ფორუმები სხვადასხვა მიმართულებით და დასაქმებასთან დაკავშირებული ღონისძიებები, ვორკშოპები და შეხვედრები. დასაქმების თვის ფარგლებში დაგეგმილ ფორუმებსა და ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ნებისმიერი საფეხურის, კურსისა და მიმართულების სტუდენტებს, ასევე კურსდამთავრებულებს. 19 მარტს, 12:00-დან 15:00 საათამდე, ილიაუნის E […]

სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამის სამუშაო ვერსიის განხილვა

19 მარტს, სამშაბათს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში მოეწყობა სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამის სამუშაო ვერსიის განხილვა. პროგრამა შეიმუშავა სახელმწიფო ენის დეპარტამენტთან შექმნილმა ექსპერტთა კომისიამ. პროგრამა განკუთვნილია გრძელვადიანი მოქმედებისათვის, დაფუძნებულია სახელმწიფოს ენობრივ პოლიტიკაზე და ითვალისწინებს დარგის სპეციალისტებისა და ფართო საექსპერტო საზოგადოების რეკომენდაციებსა და დასკვნებს. დრო: 19 მარტი, 17:00 საათი ადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია […]